Advertisement
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი გიწვევთ ფილმის „The Green Mile“ კინოჩვენებაზე! 🎬❤️🎥 ფილმის შესახებ:
„The Green Mile“ (1999) ფრენკ დარაბონტის ცნობილი დრამაა, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა. ფილმის მოქმედება სიკვდილმისჯილთა ბლოკში ვითარდება, სადაც ციხის ზედამხედველი პოლ ეჯკომბი პატიმარ ჯონ კოფის გაიცნობს ადამიანს, რომლის უჩვეულო უნარები და გულწრფელი ბუნება მის წარმოდგენებს ადამიანობაზე, სიკეთესა და სამართლიანობაზე ცვლის.
ეს არის ემოციური ისტორია თანაგრძნობაზე, იმედზე, რწმენასა და ადამიანური ბუნების სირთულეებზე, რომელიც მაყურებელს დიდხანს ამახსოვრდება. 💚
🎬 გელოდებით ფილმის ჩვენებაზე მშვიდ და სასიამოვნო გარემოში, სადაც ერთად გავატარებთ საინტერესო და ემოციებით დატვირთულ საღამოს! ❤️
📍 ადგილი: თსუ-ის XI (განივი) კორპუსი, 107-ე აუდიტორია
🕒 დრო 19:00
🗓️ თარიღი: 16 ოქტომბერი
🎟️ დასწრება: თავისუფალია
🎥 ფილმი თავად სტუდენტებმა, ხმის მიცემის გზით შეარჩიეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობას ჩვენი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
მოიყვანე მეგობრები და შემოგვიერთდი! 🎬❤️
⚠️ პროექტზე სერტიფიკატი არ გაიცემა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ სასიამოვნო და საინტერესო საღამოს გატარებას! 🤍💙🎥
Advertisement
Event venue
თსუ XI - განივი, University street,Tbilisi, Georgia
Tickets