#StayHappening
Thu, 15 Oct, 2026 at 08:00 pm UTC+04:00

„კომუნიკაციის ტექნიკები და ურთიერთობის ხელოვნება“ - ზურა მხეიძე

  • თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო · Tbilisi
\u10d0\u10d6\u10e0\u10dd\u10d5\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d0\u10d9\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8\u10d0 \/ The Thinking Academy Publisher / Host აზროვნების აკადემია / The Thinking Academy
Share
\u201e\u10d9\u10dd\u10db\u10e3\u10dc\u10d8\u10d9\u10d0\u10ea\u10d8\u10d8\u10e1 \u10e2\u10d4\u10e5\u10dc\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d8 \u10d3\u10d0 \u10e3\u10e0\u10d7\u10d8\u10d4\u10e0\u10d7\u10dd\u10d1\u10d8\u10e1 \u10ee\u10d4\u10da\u10dd\u10d5\u10dc\u10d4\u10d1\u10d0\u201c - \u10d6\u10e3\u10e0\u10d0 \u10db\u10ee\u10d4\u10d8\u10eb\u10d4
Advertisement
📣 ზურა მხეიძის საავტორო ტრენინგ კურსის „კომუნიკაციის ტექნიკები და ურთიერთობის ხელოვნება“ მე-13 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო!
👉 რა არის კომუნიკაცია? რა ხილული და უხილავი პროცესები მიმდინარეობს კომუნიკაციის დროს? კომუნიკაცია როგორც ვერბალური და არავერბალური შეტყობინების გაცვლის მექანიზმი.
🗣 კურსის თემატიკა
▶ კომუნიკაცია არის ადამიანის უნარი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვცვლით ინფორმაციას, აზრებსა და ემოციებს.
▶ ის მოიცავს როგორც ხილულ (სიტყვები, ჟესტები, მიმიკა), ასევე უხილავ პროცესებს — შინაგან ფიქრებს, განწყობებსა და ემოციურ ფონს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე. ვერბალური (სიტყვიერი) და არავერბალური (ჟესტები, ტონი, მიკრო-გამოხატვები) შეტყობინების გაცვლის მექანიზმები და მათი ეფექტური გამოყენება ხშირად პირდაპირ კავშირშია ურთიერთობებისა და ზოგადად ცხოვრების ხარისხსთან.
🤝 რას განვიხილავთ კურსის ფარგლებში
შეხვედრების განმავლობაში ვისწავლით, როგორ ვაწარმოოთ ეფექტური კომუნიკაციები, მივიღოთ და გადავცეთ ინფორმაცია სწორად. განვიხილავთ ურთიერთობის ტიპებს — ყოველდღიური სოციალური ინტერაქციებიდან დაწყებული პროფესიული ურთიერთობებით დამთავრებული. შევაფასებთ, რა ფსიქო-ემოციური ცვლილებები მიმდინარეობს თითოეულ ადამიანში კომუნიკაციის პროცესში და როგორ უნდა ვისაუბროთ ჯანსაღად არა მხოლოდ სხვებთან არამედ საკუთარ თავთანაც.
🎯 ვისთვის არის ეს კურსი
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს:
▶ კომუნიკაციების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება
▶ ურთიერთობების ხარისხის გაუმჯობესება როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში
▶ ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკების ათვისება
▶ ემოციური ინტელექტის განვითარება
კურსი განსაკუთრებით გამოსადეგია მენეჯერებისთვის, მასწავლებლებისთვის, ტრენერებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ასევე ყველასთვის, ვინც მუშაობს ადამიანებთან და სურს ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესება.
📚 რას შეისწავლიან მონაწილეები
▶ კომუნიკაციის ძირითადი მოდელები და სტრუქტურა
▶ ხილული და უხილავი პროცესების ამოცნობა კომუნიკაციის დროს
▶ ვერბალური და არავერბალური სიგნალების წაკითხვა და გამოყენება
▶ კონფლიქტური სიტუაციების მართვა
▶ ემოციური და სოციალური უნარების განვითარება პრაქტიკული სავარჯიშოებით
📅 დაწყების თარიღი: 15 ოქტომბერი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

🔖სრული კურსის ღირებულება - 685₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
👉 კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/xe0AZxlG
☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement

Event venue

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.