#StayHappening
Fri, 16 Oct, 2026 at 11:00 am UTC+04:00

რესტორნის მართვა

  • Wine and Food Academy · Tbilisi
Wine and Food Academy Publisher / Host Wine and Food Academy
Share
\u10e0\u10d4\u10e1\u10e2\u10dd\u10e0\u10dc\u10d8\u10e1 \u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d0
Advertisement
_
ღვინისა და გასტრონომიული აკადემია - Wine and Food Academy გთავაზობთ მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე - რესტორნის მართვის პროგრამა (Restaurant Executive Program).
სერტიფიკატი: პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ქართულ-ინგლისური “რესტორნის მართვის სერტიფიკატი” - Executive Certificate in Restaurant Business. სერტიფიკატი გაიცემა პროგრამაში მონაწილეობისა და დასწრების საფუძველზე.
პროგრამა შექმნილია პრაქტიკული ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული მიგნებებისა და სექტორული ხედვის გასაზიარებლად. შესაბამისად, მონაწილეთა შეფასება არ ხორციელდება აკადემიური შეფასების ფორმატით. პროგრამის ფარგლებში არ ტარდება გამოცდები ან ტესტები, არ არის გათვალისწინებული წერითი დავალებები ან ინდივიდუალური პროექტის წარდგენა.
გსურთ იცოდეთ, რატომ იხურება ზოგი რესტორანი 6 თვეში, ზოგი კი 12 წელია წარმატებით მუშაობს? ამაზე იმ ადამიანებისგან მოისმენთ, ვინც ეს თავად გამოსცადა.
კურსი აგებულია გამოცდილების გაზიარების, დარგობრივი განხილვებისა და რეალური ისტორიების პრინციპზე, რომელსაც ქართული სარესტორნო ბიზნესის შემქმნელი მენტორები გაგიზიარებენ. მასტერკლასები ტარდება არა აუდიტორიაში, არამედ უშუალოდ სამზარეულოსა და დარბაზში, სადაც საქმე რეალურად კეთდება. თითოეულ მენტორთან მივდივართ მის რესტორანში.
პროგრამა არ მოიცავს თეორიულ ლექციებს, დავალებებსა და შეფასებებს. მისი მთავარი ღირებულებაა, მონაწილეებს გააცნოს რეალური პრაქტიკული მაგალითები და მიგნებები და შეუქმნას წარმოდგენა ქართული სარესტორნო ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაზე.
პროგრამის მიზანია:
- დაარღვიოს სარესტორნო ბიზნესის შესახებ არსებული მითები და მონაწილეებს რეალობა აჩვენოს და გააგებინოს;
- წარმოაჩინოს რესტორნის მართვის რეალური მაგალითები, როგორც წარმატებული გამოცდილების, ისე გამოწვევების ჭრილში;
- მსმენელებს შეუქმნას პრაქტიკული წარმოდგენა რესტორნის მართვაზე - იდეიდან ყოველდღიურ საქმემდე;
- დააკავშიროს მონაწილეები ქართული სარესტორნო ინდუსტრიის პრაქტიკოსებთან;
- შექმნას ცოდნისა და პროფესიული კონტაქტების პლატფორმა სარესტორნო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
პროგრამის სამიზნე აუდიტორია: ადამიანები, რომლებიც ახლა ფიქრობენ სარესტორნო ბიზნესში შემოსვლაზე და ვერ წყვეტენ, ღირს თუ არა ამ გზაზე გადადგმა; მოქმედი რესტორნის მფლობელები და მენეჯერები, რომლებსაც აინტერესებთ სხვების გამოცდილება; HoReCa-ს სექტორის წარმომადგენლები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ასაკსა და განათლებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ინტერესი.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები:
- გაიგებენ, როგორ იწყება და როგორ იმართება რესტორანი პრაქტიკაში;
- გაეცნობიან წარმატებული რესტორნების გამოცდილებას - იდეიდან სტუმრამდე;
- გაიგებენ, რა შეცდომებს უშვებენ დამწყებები და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება;
- დაინახავენ, როგორ არის ორგანიზებული სამზარეულოს, დარბაზისა და გუნდის მუშაობა;
- მიიღებენ წარმოდგენას მენიუს, გუნდის, სტუმრებთან მუშაობისა და ბიზნესის მართვის მიმართულებებზე;
- უფრო დაბალანსებულად შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას ბიზნესში შესვლის თაობაზე;
- გააფართოებენ პროფესიულ ქსელს სარესტორნო ბიზნესის წამყვან წარმომადგენლებთან.
პროგრამის საფასური: 1199 ლარი.
პროგრამის განრიგი:
8 შეხვედრა | 1 თვე | კვირაში 2 სესია
__
სესია 1 - მენტორული შეხვედრა
ლოკაციები: ლიტერა, ხაშერია, თეკუნას კულინარიუმი
მენტორი: თეკუნა გაჩეჩილაძე - შეფი, დამფუძნებელი
__
სესია 2 - უშუალო შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება
და კითხვა-პასუხი რესტორნის მართვის თემებზე
ლოკაცია: ქეთო და კოტე
მენტორი: რამაზ გემიაშვილი - შეფი, დამფუძნებელი.
__
სესია 3 - მენტორული სესია
ლოკაციები: შავი ლომი, ლეილა, ნინიას ბაღი
მენტორი: მერიკო გუბელაძე - შეფი, დამფუძნებელი
__
სესია 4 - უშუალო საუბრები, კითხვა-პასუხი რესტორნის თემატიკაზე.
ლოკაცია: ოცი
მენტორი: გიორგი ნინუა - შეფი, დამფუძნებელი
__
სესია 5 - მენეჯმენტზე ორიენტირებული შეხვედრა
ლოკაციები: სტრადა და ორო
მენტორი: ნინო კაპანაძე - დირექტორი
__
სესია 6 - შეხვედრა შეფებთან
ლოკაცია: ნინიას ბაღი
მენტორები:
ილია ბენაშვილი - შეფი, თანადამფუძნებელი
ნიკა მეტრეველი - შეფი, თანადამფუძნებელი
__
სესია 7 - შეხვედრა ბიზნესის დამფუძნებელთან
ლოკაციები: ონორე და პალმები
მენტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი - დამფუძნებელი
__
სესია 8 - შეხვედრა ბიზნესის დამფუძნებელთან
ლოკაცია: ცეცხლი აინთო
მენტორი: მიხეილ ჩაფურიშვილი - დამფუძნებელი
___
რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/NWVPMbk7Hmfds8yJ9

Advertisement

Event venue

Wine and Food Academy, Umami Asian Fusion Restaurant, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.