#StayHappening
Sat, 17 Oct, 2026 at 08:00 pm UTC+04:00

ლაშა კილაძის სალონური საუბრები

  • თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო · Tbilisi
\u10d0\u10d6\u10e0\u10dd\u10d5\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d0\u10d9\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8\u10d0 \/ The Thinking Academy Publisher / Host აზროვნების აკადემია / The Thinking Academy
Share
\u10da\u10d0\u10e8\u10d0 \u10d9\u10d8\u10da\u10d0\u10eb\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10da\u10dd\u10dc\u10e3\u10e0\u10d8 \u10e1\u10d0\u10e3\u10d1\u10e0\u10d4\u10d1\u10d8
Advertisement
💡 17 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - „ფენტეზი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ ლაშა კილაძესთან XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფენტეზის საგაზე - ჯორჯ რ. რ. მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე“
👉 შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ, როგორ გარდაქმნა მარტინმა ფენტეზის ჟანრი და როგორ აქცია ერთი შეხედვით ზღაპრული სამყარო პოლიტიკის, ძალაუფლების, ისტორიისა და ადამიანური ბუნების კვლევის სივრცედ.
ვისაუბრებთ ვესტეროსის სამყაროს ისტორიულ პარალელებზე, პერსონაჟებსა და მათ მოტივებზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე, ომზე, მემკვიდრეობაზე, ღალატსა და მორალურ არჩევანზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნაწარმოებში გამოყენებულ სიმბოლიზმსა და იმ ლიტერატურულ ნიუანსებს, რომლებმაც „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად აქცია.
👇 დეტალები:
📅 შეხვედრის თარიღი: 17 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/2ylJCB8J
☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement

Event venue

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Bedford Falls at Academy

Sat, 17 Oct at 09:00 pm საქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.