Advertisement
🎯 HR Hub-ის ორგანიზებით, 20 ოქტომბერს, 12:45–15:45 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ III პავილიონში დასაქმებისა და განათლების ფესტივალი EXPO JOB & Edu Expo გაიმართება.📍 მისამართი: ა. წერეთლის გამზირი 118
აქ ერთ სივრცეში შეხვდებიან დამსაქმებლები, სამუშაოს მაძიებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
✨ ღონისძიებაზე დაგხვდებათ:
💼 დამსაქმებლებისა და გასაუბრებების ზონა
გაიცანით კომპანიების აქტიური ვაკანსიები, კორპორაციული კულტურა, გუნდი და სამუშაო გარემო — და მიიღეთ შესაძლებლობა, პირდაპირ შეხვდეთ პოტენციურ კანდიდატებს.
🎓 განათლების ზონა
წარმოდგენილი იქნებიან პროფესიული კოლეჯები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მონაწილეებს სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს გააცნობენ.
🎤 წარმატების სცენა
სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზას და წარმატების ისტორიებს.
🤝 თუ ხართ დამსაქმებელი ან საგანმანათლებლო დაწესებულება და გსურთ ფესტივალში მონაწილეობა, დარეგისტრირდით ამ ბმულზე: https://forms.gle/VhHyDVrgXX3xXksJA
დეტალები აქ: https://hrhub.ge/expo-job-autumn-2026/
Advertisement
Event venue
Expo Georgia, თიბისი ბანკი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets