#StayHappening
Thu Oct 22 2026 at 07:00 pm to 10:00 pm UTC+04:00

ფსიქოლოგიური კონსულტირება & NLP

  • ნინო რამიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო · Tbilisi
Irine Tabutsidze Publisher / Host Irine Tabutsidze
Share
\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10da\u10dd\u10d2\u10d8\u10e3\u10e0\u10d8 \u10d9\u10dd\u10dc\u10e1\u10e3\u10da\u10e2\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10d0 & NLP
Advertisement
ეს არის ჩემი საავტორო პროგრამა - ინტეგრირებული მეთოდოლოგიური მოდელი დამწყები ფსიქოლოგებისთვის.
პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს თეორიული ცოდნა, მაგრამ პრაქტიკის დაწყება უჭირს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგი მუშაობდეს არა მხოლოდ ინტუიციით, ინტუიცია და პროფესიული გამოცდილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დამწყებ სპეციალისტს პირველ ეტაპზე სჭირდება მკაფიო გზა, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს.
ამ პროგრამის მიზანიც სწორედ ესაა - დაეხმაროს ფსიქოლოგს სწორად დაიწყოს კონსულტირება, დაინახოს პრობლემის რეალური სტრუქტურა, მართოს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ კლიენტი შედეგამდე მიიყვანოს.
პროგრამის საფუძველს წარმოადგენს კონსულტირების ჩარჩო, რომელიც დამყარებულია Rimantas Kočiūnas-ის ხედვაზე: როგორ ავაწყოთ სესია, როგორ დავიცვათ პროფესიული როლები და საზღვრები და როგორ შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო სივრცე.
შემდეგ ამ სტრუქტურას ეტაპობრივად ემატება NLP-ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, განსაკუთრებით Robert Dilts-ის მიერ განვითარებული მოდელები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის მიერ რეალობის აღქმა - ის, რასაც NLP-ში „რუკის“ კონცეფციით განვიხილავთ. კლიენტი რეაგირებს არა უბრალოდ რეალობაზე, არამედ იმაზე, როგორ ხედავს და როგორ აწყობს ამ რეალობას საკუთარ წარმოდგენაში.
შემდეგ უკვე შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ არის აგებული კონკრეტული პრობლემა და როგორ მოქმედებს ადამიანი.
შესაძლოა პრობლემა იმ გარემოში იყოს, რომელშიც ადამიანი იმყოფება. შესაძლოა მან უბრალოდ არ იცოდეს, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს. შესაძლოა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამისთვის საჭირო უნარი ან სტრატეგია არ ჰქონდეს. ზოგჯერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ გამოუვა. და ზოგჯერ კონკრეტული სირთულე ნელ-ნელა ადამიანის საკუთარ თავზე გაკეთებულ დასკვნად გადაიქცევა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგმა შეძლოს პრობლემის დანახვა სტრუქტურულად - არა მხოლოდ იმით, რასაც კლიენტი ჰყვება, არამედ იმითაც, თუ როგორ არის ეს პრობლემა მის შინაგან პროცესში აწყობილი.
პროგრამაში ასევე ადგილი ეთმობა რეპრეზენტაციული სისტემების შესწავლას და კომუნიკაციის მორგებას. ეს გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ ამუშავებს ადამიანი გამოცდილებას და როგორ შევარჩიოთ მასთან კომუნიკაციის უფრო ეფექტური გზა.
ვიმუშავებთ ქცევის სტრატეგიების გამოვლენაზეც - ანუ ვისწავლით, როგორ „წავიკითხოთ“ ადამიანის შიდა პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ: რა ხდება ჯერ, რა მოჰყვება შემდეგ, სად ჩნდება ემოცია, გადაწყვეტილება, დაბრკოლება ან ცვლილების შესაძლებლობა.
კურსის პრაქტიკულ ნაწილში შევეხებით კონკრეტულ NLP-ტექნიკებსაც, მათ შორის „ღუზასთან“ მუშაობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურველი ემოციური მდგომარეობების აქტივაციისა და შენარჩუნებისთვის.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ: ეს ყველაფერი არ დარჩეს მხოლოდ თეორიად.
თეორიულ მასალასთან და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, როლური თამაშების დახმარებით ადგილზე ნახავთ, როგორ მუშაობს ეს მიდგომა რეალურად კონსულტირების პროცესში. თავადაც მოგიწევთ სხვადასხვა როლის შესრულება, კითხვების დასმა, პროცესის მართვა და მიღებული ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენება.
საბოლოოდ, ჩემი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ გქონდეთ არა უბრალოდ ცოდნა რამდენიმე ტექნიკის შესახებ, არამედ მკაფიო სქემა და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებზეც შეძლებთ კონსულტირების პროცესში დაყრდნობას.
ეს არის ის, რაც მეც ოდესღაც სხვებისგან ვისწავლე, წავიკითხე, პრაქტიკაში გამოვიყენე და გავიგე, რა მუშაობს და რა - არა. ახლა ამ გამოცდილებას უკვე თქვენ გიზიარებთ. ამიტომაც აქვს შეხვედრებს მასტერკლასების ფორმატი.
მე ვარ ირინა ტაბუციძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი. ვარ „ლონდონის NLP სკოლის“ მასტერ-პრაქტიკოსი და მაქვს პრაქტიკული მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ასევე ვთანამშრომლობ კავკასიის უნივერსიტეტთან და ორგანიზაციებთან, ვისაც ჩემი დამხარება სჭირდება.
ვისთვის არის პროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია:
• ფსიქოლოგიის ბაკალავრის მქონე სტუდენტებისთვის;
• დამწყები ფსიქოლოგებისთვის;
• სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აქვთ თეორიული ცოდნა, მაგრამ პრაქტიკის დაწყება უჭირთ.
რა ემატება პროგრამას წელს?
წლევანდელ პროგრამას ემატება რამდენიმე თემატური მასტერკლასი, რომლებშიც ცალკე დავუთმობთ დროს იმ საკითხებს, რის გამოც ადამიანები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგებს:
1. სიყვარულის თემა და დანაკარგზე მუშაობა კონსულტირებაში;
2. შფოთვასთან და შიშთან მუშაობა კონსულტირებაში
3. ფსიქოლოსექსოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები ქალებთან მუშაობის დროს.
თემატურ მასტერკლასებზე დასწრება შესაძლებელი იქნება მათთვისაც, ვინც პროგრამის ძირითად ნაწილს არ დაესწრება.
მიხარია, რომ საშუალება მომეცემა გაგიზიაროთ ჩემი 20 წლიანი პრაქტიკის შედეგად მიღებული გამოცდილება. 🧡
შევხვდებით 22 ოქტომბრიდან, ყოველ ხუთშაბათს, 19.00.
რეგისტრაციისთვის და ღირებულების გასაცნობად (როგორც ძირითად კურსზე, ისე დამატებით მასტერკლასებზე), გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე:

https://forms.gle/zrpEBmuAK5EVrzKY6
Advertisement

Event venue

ნინო რამიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, ნინო რამიშვილის ქუჩა 7, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.