Advertisement
💡 23 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები სისტემური განლაგების თერაპევტ მოქშა ფეიქართან თემაზე: „სისტემური განლაგება და თვითზრუნვა"(სხეული, ემოციები და შინაგანი წონასწორობა).➡ რატომ ხდება, რომ ზოგჯერ კარგად ვიცით, რა გვჭირდება, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას მაინც ვერ ვაძლევთ? რატომ გვიჭირს „არა“-ს თქმა, დახმარების მიღება ან საკუთარი საჭიროებების დაპრიორიტეტება? რატომ ვზრუნავთ სხვებზე გაცილებით უფრო ადვილად, ვიდრე საკუთარ თავზე?
➡ თითოეული ჩვენგანი ოჯახის, ურთიერთობებისა და სხვა სისტემების ნაწილია და ამ სისტემებში ჩამოყალიბებული კავშირები, როლები და ფარულად არსსებული უხილავი ლოიალობები გავლენას ახდენს იმაზე თუ რამდენად თავისუფლად შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ხშირად ადამიანი საკუთარ თავზე იღებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე მას ეკუთვნის და საკუთარი საჭიროებების დაცვას ეგოიზმად ან სხვების მიტოვებად აღიქვავს.
➡ საკუთარ თავთან მეგობრული დამოკიდებულების მნიშვნელობის გაცნობირება გვეხმარება იმ არასწორი როლებიდან, არასწორი დროებიდან და არასწორი სივრცეებიდან გამოსვლაში, რაშიც ჩვენი სისტემის წარმომადგენლებთან ემოციურად ჩახლართულები ვართ ამ უპირობო ლოიალურობის და „სინდისის ქეჯნის“ გამო.
➡ ეს ლექცია იქნება მოწვევა თვითზრუნვის უფრო ღრმა გაგებისკენ. ფორმატი იქნება ინტერაქციული ხასიათის. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება თვითზრუნვა ოჯახურ გამოცდილებას, კუთვნილებას, სისტემურ ლოიალობებს, პასუხისმგებლობასა, პირად საზღვრებს და ჯანსაღ თვითგამოხატვას.
👇 დეტალები:
📅 შეხვედრის თარიღი: 23 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 60₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/2ylJCB8J
☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets