Advertisement
📽️გიყვარს ფილმები და დაინტერესებული ხარ ისტორიით? მაშინ ეს კინოჩვევება არ გამოტოვო. 🏫თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი გიწვევთ ისტორიული დრამის „Nuremberg“ კინოჩვენებაზე.
🎞️ ფილმი მაყურებელს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდსა და ნიურნბერგის პროცესების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდში ამოგზაურებს. ისტორიული მოვლენების ფონზე ფილმი მოგვითხრობს დანაშაულზე, პასუხისმგებლობაზე, სამართლიანობასა და იმ რთულ არჩევანებზე, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ კაცობრიობის წინაშე დადგა.
🍿 „Nuremberg“ გვაძლევს შესაძლებლობას, საინტერესო და შინაარსიანი ფილმის საშუალებით უკეთ გავეცნოთ ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, პარალელურად კი სასიამოვნოდ და შემეცნებითად გავატაროთ დრო.
🗓️ 9 ოქტომბერი, პარასკევი
🕕 18:00
📍 I კორპუსის 307-ე აუდიტორია
გელოდებით ყველას! 🍿
Advertisement
Event venue
Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia
Tickets