Advertisement
🔮გეპატიჟებით ფსიქოთერაპიულ ჯგუფში, რომელსაც კვალიფიციური ფსიქოთერაპევტები გაუძღვებიან .🥰 ხშირად საკუთარ თავზე ზრუნვა იწყება იქ, სადაც შეგვიძლია ვიყოთ გულწრფელები, მოვუსმინოთ სხვებს და ჩვენც გვისმენდნენ.
🌞 ჯგუფი გთავაზობთ უსაფრთხო და კონფიდენციალურ სივრცეს, სადაც შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და მიიღოთ მხარდაჭერა.
🎯 ჯგუფი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ჩაერთოს ფსიქოთერაპიულ პროცესში.
ჯგუფის შეხვედრების კონკრეტული თემა წინასწარ არ არის განსაზღვრული. მუშაობის მიმართულება ყალიბდება მონაწილეთა საჭიროებების, ინტერესებისა და ჯგუფური დინამიკის მიხედვით.
💫 ჯგუფი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში — ყოველ ხუთშაბათს. მონაწილეობა არ მოითხოვს ყოველკვირეულ დასწრებას და არ არის განსაზღვრული წინასწარ დადგენილი სესიების რაოდენობა.
━━━━━━━━━━━━━━
📅 პირველი შეხვედრა 8 ოქტომბერი, ხუთშაბათი | 19:30
⏱ ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი
💰 დასწრების ღირებულება 40 ლარი
🎯მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 12 ადამიანი
📩 მონაწილეობისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
☎️ ან დაგვირეკეთ 555231510
Advertisement
Event venue
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა 10, თბილისი, საქართველო, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა 10, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets