#StayHappening
Sat, 10 Oct, 2026 at 10:00 am UTC+04:00

სისტემური განლაგების ორდღიანი ინტენსივი ლუმოსში

  • Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi) · Tbilisi
Lumos \u2022 \u10da\u10e3\u10db\u10dd\u10e1 Publisher / Host Lumos • ლუმოს
Share
\u10e1\u10d8\u10e1\u10e2\u10d4\u10db\u10e3\u10e0\u10d8 \u10d2\u10d0\u10dc\u10da\u10d0\u10d2\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10dd\u10e0\u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10dc\u10e1\u10d8\u10d5\u10d8 \u10da\u10e3\u10db\u10dd\u10e1\u10e8\u10d8
Advertisement
🐚 10-11 ოქტომბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ლუმოსში გეპატიჟებით სისტემური განლაგების სეზონის პირველ ორდღიან ინტენსივზე, რომელსაც გაუძღვება თამუნა ჟიჟილაშვილი

რა არის სისტემური განლაგება? ⭐
🌊 სისტემური განლაგება შესაძლებლობას გვაძლევს, დავამუშაოთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

• მშობლებთან ურთიერთობის სირთულეები;
• კონფლიქტები ან განმეორებადი დაშორებები პარტნიორთან;
• საკუთარი საზღვრების დაცვის სირთულეები;
• შიშები, რომ „ისევ განმეორდება იგივე“;
• ბავშვობის ტრავმები და მოუშუშებელი ტკივილები;
• საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე ოჯახსა ან კარიერაში;
• დამაბრკოლებელი ლოიალურობა ოჯახის წევრების მიმართ;
• დაბნეულობა არჩევანსა და ცხოვრებისეულ მიმართულებაში;
• სევდა, დანაკარგი, განშორება;
• მოულოდნელი ან განმეორებადი ჯანმრთელობის პრობლემები;
• გაუცნობიერებელი დანაშაულის ან „ვალის“ განცდა;
• ქონებრივი, მატერიალური ან მემკვიდრეობითი საკითხები;
• შვილებთან ურთიერთობის სირთულე და მშობლად ყოფნის შინაგანი დაბნეულობა;
• სურვილი, დავუკავშირდეთ შინაგან ძალასა და წყაროს.

🌿 ორდღიან ინტენსივში სულ 14 მონაწილე იქნება, რაც ქმნის მცირე, უსაფრთხო და ჩართულ სივრცეს ღრმა სისტემური მუშაობისთვის.

🌱 8 მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს საკუთარი პირადი განლაგება და იმუშაოს მისთვის აქტუალურ თემაზე.
პირადი განლაგებით მონაწილეობა - 500 ლარი.

🌀 6 მონაწილე ჩაერთვება პროცესში მონაწილე/წარმომადგენლის როლში.
მონაწილეობის ღირებულება - 300 ლარი.

✨ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სისტემურ განლაგებაში მხოლოდ საკუთარი თემის გამოტანა არ არის ღირებული გამოცდილება. სხვა ადამიანების განლაგებებში მონაწილეობასაც ხშირად ძალიან ძლიერი პირადი ეფექტი აქვს.

🍃 წარმომადგენლის როლში ყოფნისას შესაძლოა შევეხოთ ისეთ განცდებსა და დინამიკებს, რომლებიც ჩვენს საკუთარ ისტორიასაც ეხმიანება. ზოგჯერ სხვის პროცესში დანახული ერთი მოძრაობა, განცდა ან გაცნობიერება გვაძლევს პასუხს იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის დიდი ხანია აქტუალურია.

🌱 ამიტომ ინტენსივის განმავლობაში ჯგუფის თითოეული წევრი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც საკუთარი განლაგების დროს, ისე სხვა მონაწილეების სამუშაოში ჩართულობისას.

🌀 გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულ განლაგებებს სისტემაში შემოაქვს სიცხადე და გვეხმარება მშობლებთან, შვილებთან, პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან და სამსახურეობრივ ურთიერთობებში კავშირების გაჯანსაღებაში.

💧 წარსული მოვლენების ცნობიერად და სიყვარულით მიღება გვაძლევს ძალას, უფრო ღრმად დავუკავშირდეთ საკუთარ თავს და გავხდეთ რესურსულები სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოცემულობაში.
თემის გატანა - 500 ლარი
მონაწილეობა - 300 ლარი
🌱 შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 15 სექტემბრამდე, მეორე ნახევრის სრულად გადახდა ხდება არაუგვიანეს ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე. 30 სექტემბრიდან გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა სრულად ადმინისტრაციული და ორგანიზების ხარჯის, 50 ლარის, გამოკლებით. ბოლო 3 დღეში გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენი საიტიდან:
https://www.lumos.ge/workshops/sistemic-constillation
Advertisement

Event venue

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi), საირმის ქუჩა 71, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Nuremberg

Fri, 09 Oct at 06:00 pm Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.