#StayHappening
Sat Oct 10 2026 at 10:30 am to 05:00 pm UTC+04:00

GREA | WMD 2026 — მენოპაუზის მსოფლიო დღე

  • Golden Tulip Design Tbilisi · Tbilisi
GREA \u2022 Georgian Reproductive Endocrinology Association Publisher / Host GREA • Georgian Reproductive Endocrinology Association
Share
GREA | WMD 2026 \u2014 \u10db\u10d4\u10dc\u10dd\u10de\u10d0\u10e3\u10d6\u10d8\u10e1 \u10db\u10e1\u10dd\u10e4\u10da\u10d8\u10dd \u10d3\u10e6\u10d4
Advertisement
𝐆𝐑𝐄𝐀 | 𝐖𝐌𝐃 𝟐𝟎𝟐𝟔 — მენოპაუზის მსოფლიო დღე
➡️ ქრონიკული ტკივილი შუახნის ასაკში — აღიარებიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობამდე
საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაცია (𝐆𝐑𝐄𝐀), როგორც #𝐂𝐀𝐌𝐒-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოდან🇬🇪, უერთდება 2026 წლის მენოპაუზის მსოფლიო დღის (𝐖𝐨𝐫𝐥𝐝 𝐌𝐞𝐧𝐨𝐩𝐚𝐮𝐬𝐞 𝐃𝐚𝐲) 👩‍🦳 აღსანიშნავ საერთაშორისო კამპანიას 🌏 და გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მენოპაუზის პერიოდისა და შუახნის ასაკის ქალთა ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებს მულტიდისციპლინურ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ფორმატში გააერთიანებს.📈👩‍⚕️
📢 2026 წლის მთავარი ფოკუსი — ქრონიკული ტკივილი შუახნის ასაკში — გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავაყენოთ დღის წესრიგში პრობლემა, რომელიც ქალის ცხოვრების ამ ეტაპზე ხშირად არასათანადოდ არის აღიარებული, შეფასებული და მართული.
🤝 შემოგვიერთდით და გახდით საერთაშორისო კამპანიის მონაწილე, სადაც: ➡️ მენოპაუზალური პერიოდის აქტუალური საკითხები განხილული იქნება მულტიდისციპლინურ ფორმატში🩺, ➡️ მიიღებთ ექსკლუზიურ წვდომას 2026 წლის 𝐖𝐌𝐃-ს ოფიციალურ, ქართულ ენაზე ნათარგმნ საგანმანათლებლო რესურსებზე — როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვის📁, ➡️ კონფერენციის დასკვნითი სესია კი დაეთმობა შუახნის ასაკის ქალთა ჯანმრთელობის რთული კლინიკური შემთხვევების საექსპერტო განხილვას. 🥼
🔖 ღონისძიება ოფიციალურად არის მხარდაჭერილი მენოპაუზის საერთაშორისო საზოგადოების (𝐈𝐌𝐒) და მენოპაუზის აფილირებული ასოციაციების საბჭოს (𝐂𝐀𝐌𝐒) მიერ და ტარდება მენოპაუზის მსოფლიო დღის (𝐖𝐌𝐃) ოფიციალური საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში.🤝
🗓️ თარიღი: 𝟏𝟎.𝟏𝟎.𝟐𝟎𝟐𝟔
⏰ დრო: 𝟏𝟎:𝟑𝟎-𝟏𝟕:𝟎𝟎
📍 ლოკაცია: 𝐆𝐨𝐥𝐝𝐞𝐧 𝐓𝐮𝐥𝐢𝐩 𝐃𝐞𝐬𝐢𝐠𝐧 𝐓𝐛𝐢𝐥𝐢𝐬𝐢
➡️ კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ბმულს:
🔗 https://tally.so/r/EkRoko
👩‍⚕️ ჩვენ გვჯერა, რომ მენოპაუზის შესახებ ცოდნის გაღრმავება არის შესაძლებლობა, შუახნის ასაკი ქალის ცხოვრების ჯანმრთელ, აქტიურ და სრულფასოვან ეტაპად განვიხილოთ.
..რადგან უკეთ გაგებული მენოპაუზა — უკეთესი ჯანმრთელობის დასაწყისია.✅
🤝 გელით 𝐆𝐑𝐄𝐀 | 𝐖𝐌𝐃 𝟐𝟎𝟐𝟔-ზე!
ჩვენ სწორედ თქვენთან ერთად ვქმნით სივრცეს — ცოდნისთვის, პროფესიული დიალოგისა და უკეთესი კლინიკური გადაწყვეტილებებისთვის.🔝
𝐆𝐑𝐄𝐀 • საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაცია 💛
#WorldMenopauseDay #WorldMenopauseDay2026 #ChronicPainAtMidlife #InternationalMenopauseSociety #MenopauseInfo
Advertisement

Event venue

Golden Tulip Design Tbilisi, 37 Ketevan Tsamebuli Avenue,Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Nuremberg

Fri, 09 Oct at 06:00 pm Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.