#StayHappening
Sat, 03 Oct, 2026 at 12:00 pm to Sun, 04 Oct, 2026 at 11:45 pm UTC+04:00

თბილისობა 2026

  • 105 Akaki Beliashvili Street, 0159 Tbilisi, Georgia · Tbilisi
Restaurant Ethnographer \u2022 \u10d4\u10d7\u10dc\u10dd\u10d2\u10e0\u10d0\u10e4\u10d8 Publisher / Host Restaurant Ethnographer • ეთნოგრაფი
Share
\u10d7\u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10dd\u10d1\u10d0 2026
Advertisement
✨ წელს, ნამდვილ “თბილისობას” ეთნოგრაფში გაიგებთ!

🍂 3 და 4 ოქტომბერს, ეთნოგრაფი ისეთ თბილისად იქცევა, რომლის ძველთბილისური დუქნებით მიმოფანტულ სივრცეში, ქალაქური ცხოვრება გაცოცხლდება.
🎶 ეთნომეიდანზე, განთიადს ქალაქისთვის ჩვეული პირველი ხმები გაფანტავს. ფანჯრებში სინათლე გამოჩნდება, აივნებს ხალხი შეეფინება, ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნება ეზოში მიმობნეული დუქნები და თბილისური ლხინის ნაპერწკალიც აინთება.

🍽️ ეთნომეიდანზე უმალ შენიშნავთ ძველი თბილისისთვის ჩვეულ სამასპინძლო დუქნებს, რომელთა შორის ღვინისა და პურის კუთხეს, სანელებლების, ხილ-ბოსტნისა თუ თხილეულის ფარდულებსა და თიხის ჭურჭლის ბაზარს გამოარჩევთ.

🍷 ერთგან ქართულ ღვინოს დააგემოვნებთ, მეორეგან შოთსა და გუდის ყველს გატეხავთ, სხვაგან თიხის ოსტატების ხელობას გაეცნობით, ან და არღნის ჰანგებს მიუგდებთ ყურს.
🔥 როცა მუსიკა მინელდება, ეთნომეიდანი მინი-სპექტაკლის სცენად იქცევა, საიდანაც ძველთბილისური ამბების, გულწრფელი ნოსტალგიის, ქალაქური ურთიერთობისა და ყოფის ლაზათი ემოციად გადმოიღვრება ჩვენს მაყურებლამდე მისასვლელად. მერე კი, ლხინიც უმალ გაჩაღდება!

📜 თბილისობა “ეთნოგრაფში” მხოლოდ ტრადიცია არაა. ეს უწყვეტი ისტორიაა, რომელიც ამ ქალაქის სიყვარულით დაიწყო და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი კარი სტუმრისათვის ღია იქნება.
🥂 3-4 ოქტომბერს, გელოდებით ეთნომეიდანზე - იქ, სადაც ძველი თბილისის ყოფა, კულტურა, ხმა და გემო ყოველდღიურად თქვენს თვალწინ ცოცხლდება.
💫 თბილისობის პროგრამა:
🕔 17:00სთ. - ღვინის დეგუსტაცია; ქართული სამოსის გამოფენა-გაყიდვა
🕔 20:00-00:00სთ. - თბილისური კონცერტი

☎️ ადგილის დასაჯავშნად თადარიგი აქედანვე დაიჭირეთ:+995 32 202 20 50
Advertisement

Event venue

105 Akaki Beliashvili Street, 0159 Tbilisi, Georgia, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა 97, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Horeca Georgia Expo

Mon, 05 Oct at 10:00 am ExpoGeorgia, Akaki Tsereteli Avenue, Тбилиси, Грузия

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.