Advertisement
🦾 Crossroad AI საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის საერთაშორისო AI კონფერენციაა, რომელიც 3 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.კონფერენცია ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს, პროდუქტის ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.
წლევანდელი მთავარი თემა იქნება, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკასა და სამუშაოს, მათ შორის პროგრამულ ინჟინერიას და პროდუქტების განვითარებას.
კონფერენცია აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას 👇
🦾 Builders მიმართულება - როგორ იქმნება AI მოდელები და პროდუქტები, რომლებიც ცოდნაზე დაფუძნებულ სამუშაოს ცვლიან, და როგორ გამოიყენება AI პროგრამულ ინჟინერიაში ეს მიმართულება შეეხება AI ინჟინერიასა, აგენტებს, ღია მოდელებს, ხმოვან AI-სა და პროგრამული ინჟინერიის ციკლში AI-ს ინტეგრირებას
🔎 Applied მიმართულება - როგორ ცვლის AI პროდუქტისა და პროექტების მართვას, მენეჯმენტს, ტალანტების მართვასა და სხვა კორპორაციულ პროცესებს. ასევე, როგორ მიმდინარეობს AI ტრანსფორმაცია ქართულ კომპანიებში
🟪 კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ქართველი სპიკერი წამყვანი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორიცაა Google/Gemini, YouTube, Anthropic/Claude, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა
👥 Crossroad AI-ის სპიკერები იქნებიან:
- სარა მალდონი (Make)
- იან სმერჰოვსკი (Google/Gemini)
- არნას მატიუკასი (Google/Gemini)
- კინგა აშბოთი (YouTube, ex Spotify)
- ევჟენ ვიბიტული (Anthropic)
- ირაკლი სალია (Hugging Face)
- ნათია კუხილავა (Helio AI)
- შოთა ელყანიშვილი (ex Google, Microsoft)
- ანი ჯანელიძე (ElevenLabs)
- ბექა ზაქაიძე (SeekerClaw)
- ლევან ცინაძე (Maxin AI)
და სხვა ქართველი და მოწვეული AI პროფესიონალები
🤝კონფერენციის გენერალური სპონსორები თიბისი, სილქ როუდ ჯგუფი და ალტა არიან. სპონსორები კი UN Women და Upgaming
🔖 ახალი თიბისის ბარათით, ახალი თიბისის კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ბილეთის შეძენისას მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას
ბილეთების შეძენა და დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ: https://tkt.ge/show/35171/crossroad-ai
Advertisement
Event venue
Radisson Blu.Tbilisi,Georgia, Tbilisi, Georgia
Tickets