Advertisement
მესხეთს თავისი გემო აქვს, რომელსაც ძველ რეცეპტებში, მასპინძლების მონაყოლსა და გაშლილ სუფრასთან აღმოაჩენ.3 ოქტომბერს გეპატიჟებით Travel Art-ის გასტრო ტურზე: "მესხეთის გემო".
ერთ დღეში გავიცნობთ მესხეთის უძველეს ისტორიას, ადგილობრივ მასპინძლებსა და კულინარიულ ტრადიციებს. დავაგემოვნებთ, საკუთარი ხელით მოვამზადებთ და ახალ მოგონებებს ერთად შევქმნით.
🧭 რა გველოდება გზად?
📍 ნიჯგორი
გავჩერდებით ნიჯგორის დარბაზებისა და დარნების ხედთან - აქედან დავიწყებთ უცნობი მესხეთის გაცნობას.
📍 სარო
მოვინახულებთ მესხურ დარბაზს, ციკლოპურ ნაგებობებს - ზედა და ქვედა ციხეებსა და საროს მთავარანგელოზის ეკლესიას. მივირთმევთ დედაოების მომზადებულ სადილს.
📍 ხერთვისის ციხე
მესხეთის ისტორიის კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნაწილს გავეცნობით.
📍 თმოგვის ციხე
მსურველები თირების რანჩოდან თმოგვის ციხისკენ ცხენებით გავემართებით და გზად მესხეთის ხედებით დავტკბებით.
🐎 ცხენებით გასეირნება სურვილისამებრ არის და ჯამში ერთ საათს მოიცავს. დამატებითი ღირებულება: 100 ლარი ერთ პერსონაზე.
გთხოვთ, დაჯავშნისას წინასწარ შეგვატყობინოთ, გსურთ თუ არა ცხენებით ასვლა, რათა თქვენთვის ცხენები მოვამზადოთ.
🚙 ვისაც ცხენებით გასეირნება არ სურს, თმოგვის ციხემდე სხვა ტრანსპორტით ავიყვანთ - ეს მომსახურება ტურის ღირებულებაში შედის.
📍 თირები - სტუმრად მარინა ტაბატაძესთან
დავაგემოვნებთ ჩვენი მასპინძლის საფირმო მესხურ ხალვას, თუთის ტყლაპს, ბაქმაზსა და მცენარეულ ჩაის.
📍 რატის ოდა
გავეცნობით ტრადიციულ მესხურ სამზარეულოს, მესხური ქადა-ხაჭაპურებისა და აპოხტის ხინკლის მომზადების მასტერკლასებში ჩავერთვებით. საღამოს მესხური ვახშმით დავაგვირგვინებთ, შემდეგ კი თბილისში დავბრუნდებით.
🗓 საორგანიზაციო დეტალები
• თარიღი: 3 ოქტომბერი, 2026
• ხანგრძლივობა: 1 დღე
• შეკრება: 07:30, თბილისი, ველოსიპედის ძეგლთან
• გასვლა: ზუსტად 08:00
• დაბრუნება: თბილისში, იმავე დღეს, ველოსიპედის ძეგლთან.
⏰ გთხოვთ, შეკრების ადგილზე დროულად მოხვიდეთ - დღის დატვირთული პროგრამის გამო დაგვიანებულ მონაწილეებს ვერ დაველოდებით.
💳 ტურის ღირებულება: 260 ლარი ერთ ადამიანზე
✅ ღირებულებაში შედის:
🚌 ტრანსპორტირება;
🚙 თმოგვის ციხემდე ალტერნატიული ტრანსპორტი;
🧭 გიდის მომსახურება და პროგრამით გათვალისწინებული მონახულებები;
🥟 დეგუსტაციები და კულინარიული მასტერკლასები;
🍽 პროგრამით გათვალისწინებული კვება და მესხური ვახშამი;
💧 სასმელი წყალი;
📸 პროფესიონალური ფოტო- და ვიდეოგადაღება.
ცხენებით გასეირნება - სურვილისამებრ, 100 ლარი ერთ ადამიანზე (ჯამში 1 საათი).
🎒 მესხეთში ამინდი საკმაოდ ცვალებადია, ამიტომ თან იქონიეთ კომფორტული ფეხსაცმელი, თბილი მოსაცმელი და საწვიმარი.
✉️ დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. მოგვწერეთ მონაწილეთა რაოდენობა და გვითხარით, გსურთ თუ არა ცხენებით გასეირნება.
ერთად გავიგოთ უცნობი მესხეთის გემო 🧡
Travel Art — მოგზაურობა, როგორც ხელოვნება.\
#TravelArt #მოგზაურობისხელოვნება #უცნობიმესხეთისგემო #მესხეთი #გასტროტური #გასტროტურიზმი #იმოგზაურესაქართველოში #Meskheti #TasteOfMeskheti
Advertisement
Event venue
Gigantic Bicycle გიგანტური ველოსიპედი, Tbilisi, Georgia
Tickets