Advertisement
🏛️ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი გთავაზობთ პროექტს "გაყევი მინიშნებას"🧠 პროექტი აგებულია მსოფლიო ისტორიაზე, საიდანაც იქნება შეკითხვები სხვადასხვა სირთულის მიხედვით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მონაწილეთა ზოგადი ცოდნის გაღრმავებას.
📌პროექტში მონაწილეობას მიიღებს 4 გუნდი, თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იქნება 3 წევრისგან.
🔍 მონაწილეებს მოუწევთ მსოფლიო ისტორიიდან შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მინიშნებების მეშვეობით, როგორც კონკრეტულ პიროვნებებზე, ასევე კონკრეტულ მოვლენებზე.
✔️ მინიშნებათა სირთულე შემდეგნაირად განაწილდება:
I მინიშნება - 4 ქულა
II მინიშნება - 3 ქულა
III მინიშნება - 2 ქულა
IV მინიშნება - 1 ქულა
სწორი პასუხებით გუნდები აგროვებენ ქულებს, ხოლო გამარჯვებულის სტატუსს მოიპოვებს ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა ექნება.
📅 თარიღი: 29.09.2026
🕒 დრო: 14:00
📍 ადგილი: II კორპუსი , 119/129 აუდიტორია
🔷 პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
🔗რეგისტრაციისთვის შეავსეთ მითითებული ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdRwHy_6nPoK1ycNgONCyviO7LlQiA3y7MmIYYvbszBgwESFA/viewform?usp=header
🖇️ფორმა გაიხსნება 28 სექტემბერს 18:00 საათზე.
🔷 პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
📄 ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ;
⚖️პროექტს გააჩნია ინელექტუალური სახე.
ფორმაში უნდა შეავსოთ შემდეგი:
1. გუნდის სახელი
2. გუნდის ხელმძღვანელის სახელი და გვარი
3. გუნდის წევრების სახელი და გვარი
4. გუნდის წევრების ელ.ფოსტა
5. გუნდის ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი
6. გუნდის წევრების ტელეფონის ნომერი
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას ! ❤️
Advertisement
Event venue
Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia
Tickets