Advertisement
შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ ✨ 🎉 29 სექტემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართება.
ახალი სასწავლო წელი იდეებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის საუკეთესო დროა. Welcome Party 2026 შეხვედრების, ახალი ურთიერთობების და იმ საერთო გამოცდილების დასაწყისია, რაც სტუდენტებს ძლიერ საზოგადოებად ჩამოაყალიბებს. 🎓
ილიას გზით განათლების ტრადიცია გრძელდება – არა მხოლოდ ცოდნის მიღებით, არამედ მისი გაზიარებით: საუბრით, ჯანსაღი კამათით, თანამშრომლობითა და ახალი იდეების ერთობლივი აღმოჩენით! სწორედ ამ ურთიერთგაცვლით იქმნება ილიაუნის იდეებისა და ცოდნის საერთო სივრცე. 🚀
ღონისძიებას გახსნიან და სტუდენტებს ცხოვრების ახალ ეტაპს მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ფაკულტეტების დეკანები.
ტრადიციულად, ცერემონიაზე დაჯილდოვდება პირველკურსელი, რომელიც ილიაუნიში საუკეთესო შედეგით ჩაირიცხა.
🎉 რა გელოდებათ Welcome Party-ზე?
🔹 შემეცნებით-გასართობი პროგრამა სახალისო ქვიზებით, საჩუქრებით, ფოტოსივრცეებითა და სპორტული თამაშებით;
🔹 სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, ფაბლაბის, არგუსის, ბიბლიოთეკის, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისა და ილიაუნის გასვლითი ბანაკების საინფორმაციო სივრცეები.
🔹 საერთაშორისო კუთხე უცხოელი სტუდენტების მიერ მომზადებული ნაციონალური კერძებით;
🔹 ილიაუნის სტუდენტური კლუბების, სტუდენტური თვითმმართველობისა და საინიციატივო ჯგუფების მრავალფეროვანი პროგრამა;
🔹 მუსიკოსები სტუდენტებისთვის – „კოლექტივი“ , OCD, გუგა მაჭარაშვილი (Killages)
💡 ვაგრძელებთ საერთო ღირებულებებისა და ცოდნის გაზიარებას, ერთმანეთის გაძლიერებას.
⚡️ ერთი ადამიანის ცოდნა ძალაა, გაზიარებული ცოდნა – შეუჩერებელი ძალა.
📅 29 სექტემბერი | 20:00-00:00
📍 ი. ჭავჭავაძის გამზ. N45, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ვაკის პარკის მოპირდაპირედ)
დასწრება თავისუფალია.
🔗 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/NkbDC
#LIGAMUS
#ილიასგზითგანათლებისთვის
Advertisement
Event venue
Kakutsa Cholokashvili Ave 3/5, 0162 Tbilisi, Georgia, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets