Advertisement
📅 თარიღი: 1 და 2 ოქტომბერი 2026
📍 მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის 16, თბილისი
🗣️ სამუშაო ენა: ქართული
🔷 ასაკობრივი ჯგუფი: 16 წლიდან
შემოქმედებითი უნარების აკადემიისა და ნივთების ბიბლიოთეკის (#ნივთეbib) ინიციატივის ფარგლებში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში იმართება „პოდკასტები და ამბის აუდიო ფორმატით თხრობის“ მასტერკლასი, რომელსაც სტუდია 64-ის გუნდი გაუძღვება.
ორდღიან ინტერაქტიურ მასტერკლასზე მონაწილეები გაეცნობიან და იმუშავებენ პოდკასტის შექმნისთვის საჭირო თითოეულ ეტაპზე - კონცეპტუალიზაციიდან - გამოქვეყნებამდე. მასტერკლასი, თეორიულ საკითხებთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და დაეთმობა ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა - ამბის აუდიო ფორმატით თხრობის მეთოდები, პოდკასტის იდეის განვითარება, ინტერვიუს ტექნიკა, ხმის და აუდიო წარმოების პრინციპები, აღჭურვილობის პრაქტიკული გამოყენება და ა.შ. მასტერკლასის მიმდინარეობისას მონაწილეები ჩაწერენ, დაამონტაჟებენ და დაამზადებენ მინი პოდკასტს.
👉 მონაწილეობისთვის საჭიროა მოცემულ ბმულზე წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.cloud.microsoft/pages/responsepage.aspx?id=VbctA1T2H0OylpOhyHrXXW5xeft4i5pItrmAjNO2kCFUNjkzMlQwSk9WMkhSRUEyMElaM0c2UFg0NS4u&route=shorturl
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. შერჩეულ მონაწილეებს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დავუკავშირდებით.
🔵 შემოქმედებითი უნარების აკადემია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, "შემოქმედებითი კომპასი საქართველოს" საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი დიზაინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
🏸🎧 #ნივთეbib არის სივრცე, სადაც საჭიროებისამებრ შეგიძლიათ ნივთების დროებით სარგებლობა, რაც მდგრად განვითარებასა და გააზრებულ მოხმარებას უწყობს ხელს. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის "ნივთების ბიბლიოთეკა" აერთიანებს მრავალფეროვანი ნივთების კოლექციას, მასტერკლასებსა და პრაქტიკულ აქტივობებს, რაც სტუმრებს ახალი ინტერესების აღმოჩენაში, უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
Advertisement
Event venue
16 Zandukeli St., 0108 Tbilisi, Georgia, მიხეილ ზანდუკელის ქუჩა 16, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets