Advertisement
💡 29 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - „პიროვნება და მეტამორფოზის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები რომელსაც დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში"ლექცია „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ ეძღვნება პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობას ქრისტიანული ხედვის კონტექსტში და იმ პროცესს, რომლის გარეშეც არც პიროვნული და არც სულიერი განვითარება სრულფასოვნად არ არსებობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმას, რას ნიშნავს საკუთარი ბუნების მიღმა განვითარება, როგორ უკავშირდება მეტამორფოზა პიროვნებად ჩამოყალიბებას და რატომ შეიძლება ადამიანი შინაგანი გარდაქმნის გარეშე ინდივიდუალიზმისა და ეგოცენტრულობის საზღვრებში დარჩეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეტამორფოზის ქრისტიანულ გაგებას, ფერისცვალების მნიშვნელობასა და ადამიანის სულიერი გარდაქმნის მიზანს - ღმერთის შეცნობას, მის ენერგიებთან ურთიერთობასა და მასთან სიახლოვისკენ სწრაფვას.
👇 დეტალები:
📅 შეხვედრის თარიღი: 29 სექტემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 60₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/2ylJCB8J
☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets