#StayHappening
Mon, 16 Nov, 2026 at 02:00 pm UTC+04:00

სამეცნიერო 20

  • მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3, 0162 Tbilisi, Georgia · Tbilisi
\u10d4\u10e0\u10dd\u10d5\u10dc\u10e3\u10da\u10d8 \u10e1\u10d0\u10db\u10d4\u10ea\u10dc\u10d8\u10d4\u10e0\u10dd \u10d1\u10d8\u10d1\u10da\u10d8\u10dd\u10d7\u10d4\u10d9\u10d0 - National Science Library of Georgia Publisher / Host ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia
Share
\u10e1\u10d0\u10db\u10d4\u10ea\u10dc\u10d8\u10d4\u10e0\u10dd 20
Advertisement
პროგრესის ბორბალს ცოდნა და ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს.
20 წლის წინ ამ მოძრაობას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაც შეუერთდა, ამიტომ დაბადების დღე ჩვენთან ერთად უნდა აღნიშნოთ და თან ცოდნა გაიყოლოთ.
ჩვენთან სტუმრობით სასიამოვნოს სასარგებლოს შეუთავსებთ და სამეცნიერო პრაქტიკისთვის აუცილებელ სერვისს მიიღებთ:
ციტირების ინდექსის დადგენა - ისწავლით ავტორის ციტირების მაჩვენებლის მოძიებასა და განსაზღვრას (ციტირების და H-ინდექსები) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების, Scopus-ისა და Web of Science-ის გამოყენებით.
Google Scholar-ში ავტორის პროფილის შექმნა და მართვა - შეძლებთ პროფილზე სამეცნიერო პუბლიკაციების ასახვასა და ციტირების მაჩვენებლების განსაზღვრას.
მკვლევრის პროფილის შექმნა და მასალების განთავსება Openscience.ge-ზე - მასტერკლასზე დაამუშავებთ ღია სამეცნიერო რეპოზიტორიუმში (Openscience.ge) მკვლევრის პროფილის შექმნასა და მართვას, ისწავლით სამეცნიერო ნაშრომების განთავსებასა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის ხერხებს.
რარიტეტული წიგნების გამოფენა - ნახავთ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რარიტეტული წიგნების არაჩვეულებრივ გამოფენას.
პრაქტიკული რჩევები მკითხველებისთვის, koha და მკითხველთა სერვისები - დაათვალიერებთ სამკითხველო დარბაზებს, მეტს გაიგებთ koha - სა და მკითხველად ყოფნის შესაძლებლობებზე.
სასიამოვნო კომპანია, პროფესიული კავშირები და ფურშეტი - სამეცნიერო დაბადების დღეს საინტერესო პუბლიკა და საუბარი უხდება.
საბუნებისმეტყველო კანონი ამბობს, რომ მოძრაობა ინერციით გრძელდება. უწყვეტი მოძრაობის ადამიანური კანონი კი ცოდნისმოყვარეობაა.
ჩვენ ორივეს ვემორჩილებით და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გეპატიჟებით, სამეცნიერო ოცზე!
გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა
https://forms.gle/M9msm9kDd4c375xm7
Advertisement

Event venue

მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3, 0162 Tbilisi, Georgia, მერაბ ალექსიძის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.