#StayHappening
Fri, 20 Nov, 2026 at 04:00 pm UTC+04:00

ბავშვის უფლებების ცენტრის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია

  • Tbilisi, Georgia · Tbilisi
\u10d9\u10d0\u10d5\u10d9\u10d0\u10e1\u10d8\u10d8\u10e1 \u10e3\u10dc\u10d8\u10d5\u10d4\u10e0\u10e1\u10d8\u10e2\u10d4\u10e2\u10d8 - Caucasus University Publisher / Host კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University
Share
\u10d1\u10d0\u10d5\u10e8\u10d5\u10d8\u10e1 \u10e3\u10e4\u10da\u10d4\u10d1\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10ea\u10d4\u10dc\u10e2\u10e0\u10d8\u10e1 \u10db\u10d4-4 \u10e1\u10d0\u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10e8\u10dd\u10e0\u10d8\u10e1\u10dd \u10d9\u10dd\u10dc\u10e4\u10d4\u10e0\u10d4\u10dc\u10ea\u10d8\u10d0
Advertisement
20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, გეგმავს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ბავშვის უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში - გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენცია მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსნებებს გააერთიანებს და შეეხება ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემაში, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში. ყურადღება დაეთმობა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, როგორც ბავშვთა უფლებების დაცვისა და რეალიზების აუცილებელ წინაპირობასა და გარანტს.
კონფერენცია თავს მოუყრის როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს და დარგის ექსპერტებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოსს ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს და იურისტებს სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს. კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
კავკასიის უნივერსიტეტი თეზისების მოსამზადებლად იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ კონფერენციის ფარგლებში წარმოადგინონ პრეზენტაცია/მოხსენება. თეზისი აუცილებლად უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას - „ბავშვის უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში - გამოწვევები და პერსპექტივები“ და უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 250 სიტყვისგან.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს CV ფოტოსურათით და თეზისი, არაუგვიანეს 2026 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათისა, შემდეგ ელფოსტაზე: [email protected].
აუცილებელია subject line-ში მიუთითოთ: „ბავშვის უფლებათა ცენტრის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია“.
კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხის მიღების ვადაა 2026 წლის 1 ოქტომბერი.
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი. პრეზენტაცია/მოხსენება უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected].
კონფერენციის საბოლოო დღის წესრიგის მონაწილეებისთვის გადაგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ნოემბერი.
Advertisement

Event venue

Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.