Advertisement
ვართ მოხარული მოგიწვიოთ ლადო ბურდულის ავტობიოგრაფიული სერიალების „მენტალური რევოლუციის ისტორია საქართველოში“
მე-4 სეზონი - „თბილისის ანდერგრაუნდი 80/90“
მე-2 ეპიზოდი - „ლადოს კიდობანი“-ს ჩვენებაზე.
„ლადოს კიდობანი “- ეპოქის ცოცხალი მეხსიერება
ყველას უკვირს ერთი რამ: საიდან მაქვს იმ წლების ამსახველი ასეთი ვრცელი და დეტალური ვიდეოარქივი, როდესაც იმ ეპოქაში ვიდეოკამერა მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ?
ეს არქივი იმ მასალის მხოლოდ ნაწილია, რომლის შეგროვებასაც წლების განმავლობაში ვცდილობდი. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგა: ვიდეოლენტები დაზიანდა, ნათხოვარი ჩანაწერები აღარ დამიბრუნეს, ნაწილი კი 2010 წელს, კომპიუტერში Windows-ის ხელახლა ინსტალაციისას, შემთხვევით გადავწერე.
80-იანი წლების ბოლოს, როცა გადავწყვიტე, არ გავქცეოდი რეალობას და ცივილიზაციის დროშით დავპირისპირებოდი იმ დროინდელ საზოგადოებაში გამეფებულ აგრესიას, კრიმინალსა და სიბნელეს, ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი და რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა.
მაშინვე ვხვდებოდი: თუ საქართველო გადარჩებოდა და ევროპული ღირებულებებისკენ განვითარდებოდა, ჩემ მიერ შეგროვებული მასალა ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენდა. ამიტომ ვიღებდი ჩემს პროექტებს, ღონისძიებებსა და ცოცხალ შესრულებებს, ტელევიზიებიდან კი ვინახავდი იმ გადაცემებს, რომლებშიც თავად ვმონაწილეობდი სანამ ის სამუდამოდ გაქრებოდა
ყველაზე დიდი ირონია კი ის აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის შექმნა თავად მომიწია
ანუ ჩემ მიერ შექმნილი სამყაროს გადასარჩენად თავადვე უნდა გადამეღო მისი მნიშვნელოვანი მომენტები, ათწლეულების განმავლობაში შემენახა, ციფრულ ფორმატში გადამეტანა და დღევანდელ დღემდე მომეტანა. საბოლოოდ კი ისევ მე უნდა ვყოფილიყავი ამ ყველაფრის გამაცოცხლებელი — პრომოუტერი, სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟე.
ლადოს კიდობანს“ ბევრნაირად ეძახდნენ საზოგადოებაში - ცივილიზაციის შუქრურას თუ ნაფ ნაფის სახლს; თავისუფლების შტაბს თუ გარყვნილების ბუდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ეს ისტორია დაიწერა რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ხმამაღალი და მთავარი გახდება მომავალი საქართველოს ისტორიისთვის. ეს არის ვიდეო მტიკცებულება უტყუარი ქართული ევროპული ფასეულობების არსებობის ჩვენს დნმ-აში.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გამეზიარებინა.
არა იმისთვის, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო ან ვინმესგან მადლიერება მოვითხოვო.
არამედ იმისთვის, რომ ისტორიას საკუთარი ვიზუალური მეხსიერება ჰქონდეს და მომავალმა თაობებმა თავად ნახონ, რა ხდებოდა, როგორ ვცხოვრობდით, რას ვქმნიდით და რა ფასად გვიჯდებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლა.
რომ 90ბი საქართველოში არა მარტო რემბოსათვალიანი კრიმინალების ნარკამანი კაიბიჭების ქვეყანა იყო არამედ ჩვენიც ვინც შემდგომში შეცვვალა ეს ქვეყანა უკეთესობისკენ და საქართველოსთვის ორგანული გახდა ეს დასავლეთური ცივილიზაცია მენტალიტეტი ეს კულტურა და ეს ახალი ხედვა ამ ახალი მსოფლიოსი,
ზღაპარი ერთი პატარა ბიჭის ბრძოლაზე თავისუფლებისთვის
ეს იყო ბრძოლა, რომელსაც ჩემი თაობის ბევრი ადამიანი ვეღარ გაუძლო: ზოგი ემიგრაციაში წავიდა, ზოგი ნარკოდამოკიდებულებასა თუ ალკოჰოლს შეაფარა თავი, ზოგმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მახსოვს 80/90ბში სახლიდან გასვლისას კარის ბოძს ვკოცნიდი, რადგან გულწრფელად არ ვიცოდი, უკან ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არა.
მთელი ჩემი ცხოვრება არის ისტორია უთანასწორო ბრძოლის თანამემამულეებთან საკუთარი პიროვნების გადარჩენისთვის გონებაში ერთმანეთშია გადახლართული იმედგაცრუება, და უსამართლობის განცდა მაგრამ ბოლოში მაინც მადლიერების ღიმილი რადგან ამ ყველაფერმა მე უფრო ძლიერი გამხადა და შემაძლებინა შემექმნა ეს რეალური ზღაპარი დედამიწაზე რასაც ქვია ლადო ბურდულის ავტობიოგრაფიული სერიალები .
ცხადია ამ ყველაფერს მე არასდროს არ ვაკეთებდი აღიარებისთვის და ლაიქებისთვის ეგ რომ მდომებოდა ამ ყველაზე არაპოპულარულ გზას არ ავირჩევდი და არც ამ ფატალური აგრესიისთვის მარტო ჩემი დათვლით 7 ჯერ ააქვთ ჩემთვის პირდაპირ თუ შემთხვევით ნასროლი იარაღი.
დღეს, ლონგ-აილენდიდან რომ ვიხსენებ საქართველოში გატარებულ წლებს, უფრო და უფრო ეს ყველაფერი მისტიკურ ზღაპარს ჰგავს — ერთი თბილისელი პატარა ბიჭის ზღაპარს ქალაქის ცენტრიდან, რომელსაც საკუთარი ხედვა ჰქონდა თავისუფლებაზე, ხელოვნებასა და სამყაროზე.
რომლის უკანაც არც პოლიტიკა არც კრიმინალი არც ბიზნესი და არც საზოგადოების ძირითადი ნაწილი არ იდგა პირიქით ისენი იდგნენ მის პისრისპირ
რომელიც არ გაიქცა არსად არც დაიმალა არსად პირიქით გახურდა ბოლომდე წინ
მან მიიღო ეს ბრძოლა და დიდი მისია თავის თავზე და დადგა ცივილიზაციის და სიყვარულის დროშით მთელი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ
და ყველაზე მძიმე წუთებშიც ჯეროდა, რომ უფალი მის გვერდით იყო.
და, ყველას გასაკვირად - მათ შორის, ჩემდა გასაკვირადაც - მე გავიმარჯვე. ჩემმა გაიტანა!
უყურეთ და დატკბით ფილმით
ეს არის ჩემი ცხოვრება. ჩემი ბრძოლა. ჩემი ეპოქა. ჩემი ზღაპარი
„ლადოს კიდობანი“- იქ, სადაც ისტორია ჯერ კიდევ ცოცხალია.
ლადო ბურდული
Advertisement
Event venue
Fabrika • ფაბრიკა, 8 Egnate Ninoshvili Street,Tbilisi, Georgia
Tickets