Advertisement
🎨📢 ნახატების კონკურსი „სამყარო, რომელიც ჯერ არავის უნახავს“🖌️🎨 წარმოსახვას საზღვრები არ აქვს! თუ გიყვარს ხატვა და გსურს, შენი ფანტაზია სხვებსაც გაუზიარო, ეს კონკურსი სწორედ შენთვისაა!
❗📌 წარმოაჩინე შენი ხედვა, გააცოცხლე წარმოსახვითი სამყარო ფერებითა და ფორმებით და გვაჩვენე ის, რასაც სხვები ჯერ ვერ ხედავენ. აქ არ არსებობს სწორი ან არასწორი ხედვა, მთავარია შენი იდეა, შემოქმედებითობა და ინდივიდუალიზმი.
📌 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
📌 ყველა ნამუშევარი გამოიფინება სპეციალურ სივრცეში, სადაც ჟიური შეაფასებს მონაწილეთა ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულს.
🏆 გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნამუშევრების ორიგინალურობის, შემოქმედებითობისა და თემასთან შესაბამისობის მიხედვით.
🔖 მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები
⚠️📎 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე 15 ოქტომბრის ჩათვლით თითოეულმა მონაწილემ დოკუმენტები- სტუდენტის აქტიური სტატუსის ცნობა და პირადობის დამაფასტურებელი მოწმობის ასლი უნდა წარადგინონ 21 ოქტომბრის ჩათვლით მე-2 კორპუსის 237 ოთახში 11-საათიდან 18-საათამდე ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე:📩
[email protected]
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeeJxjB3Fn8-bNGuulEki7koin3FFLE9ANkNu78662YYz3nOg/viewform?usp=header
✨ შექმენი სამყარო, რომელიც ჯერ არავის უნახავს, იქნებ სწორედ შენმა წარმოსახვამ დაგვანახოს ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო!
Advertisement
Event venue
Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia
Tickets
Discover more events by tag
Painting in TbilisiDrawing-painting in TbilisiArt in TbilisiFine-arts in TbilisiExhibitions in Tbilisi