Advertisement
🍂 14 ოქტომბერს მცხეთა სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - "სასპერია" კი ამ განსაკუთრებულ დღეს განსაკუთრებულად, ქართული მუსიკითა და შემოდგომის გამორჩეული განწყობით გიმასპინძლებთ.სვეტიცხოვლის გვერდით, მცხეთის გულში, "სასპერიას" სივრცე ერთი დღით კიდევ უფრო ფერადი გახდება - რესტორანი შემოდგომის თემატიკით მოირთვება, ტერასის გულში კი ძველებური ურემი, ყურძენი და ქართული შემოდგომისთვის დამახასიათებელი დეკორაციები დაგხვდებათ.
🎶 შუადღიდან სასპერიაში არღნის ცოცხალი ჰანგები გაიჟღერებს და დღესასწაულის განსაკუთრებულ განწყობას შექმნის.
🍇 დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თავად მიიღონ მონაწილეობა ჩურჩხელების ამოვლებაში, დატკბნენ სხვადასხვა აქტივობით და კიდევ ერთხელ გაიხსენონ ტრადიციები, რომლებიც ქართულ შემოდგომას განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
🎁 ამ დღეს სასპერიაში მოსული თითოეული სტუმარი ჩვენგან საჩუქარს მიიღებს.
🍷 დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი იქნება ღვინოც. "სასპერიას" ღვინო წარმოდგენილი იქნება მცხეთობის გამოფენაზე, ხოლო ჩვენს სტუმრებს "სასპერიაში" ქართული სუფრა, ღვინო და სადღესასწაულო გარემო დახვდებათ.
🎶 მზის ჩასვლასთან ერთად კი, ჩვენთან დღესასწაულის ახალი ნაწილი დაიწყება - 20:00 საათიდან სცენას კვინტეტი „ურმული“ დაიკავებს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის პრაღიდან ბრუნდება და საღამოს ცოცხალი ქართული შესრულებით გააგრძელებს.
📜 სვეტიცხოვლობა ჩვენთვის მხოლოდ დღესასწაული არ არის - ეს არის მცხეთის ისტორია, ქართული ტრადიცია, სტუმარ-მასპინძლობა და ის განსაკუთრებული განწყობა, რომელიც სწორედ აქ, სვეტიცხოვლის გვერდით, ყველაზე მეტად იგრძნობა.
✨ აღნიშნე სვეტიცხოვლობა სვეტიცხოვლის გვერდით - გელოდებით სასპერიაში.
14 ოქტომბრის პროგრამა:
🪗 დღის განმავლობაში - ცოცხალი არღანი
🍇 ჩურჩხელების ამოვლება და სხვადასხვა აქტივობა
🍂 შემოდგომის თემატური გაფორმება
🍷 სასპერიას ღვინის გამოფენა
🎁 განსაკუთრებული სიურპრიზი თითოეულ სტუმარს
🎶 20:00–23:00 - კვინტეტი „ურმული“
📍 რესტორანი „სასპერია“ — მცხეთა, სვეტიცხოვლიდან 2 წუთში, სანაპიროს ქ. #3
☎️ მაგიდის წინასწარ დასაჯავშნად დაგვიკავშირდით - 500 555 155
Advertisement
Event venue
3 Sanapiro, 3300 Mzcheta, Georgia, სანაფირო, ზ. გამსახურდია ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets