#StayHappening
Sun, 27 Sep, 2026 at 07:00 pm UTC+04:00

აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს!

  • თსუ-ს პირველი კორპუსი · Tbilisi
Abkhaz Assembly \u2022 \u10d0\u10e4\u10ee\u10d0\u10d6\u10d7\u10d0 \u10d9\u10e0\u10d4\u10d1\u10d0 Publisher / Host Abkhaz Assembly • აფხაზთა კრება
Share
\u10d0\u10e4\u10ee\u10d0\u10d6\u10d4\u10d7\u10d8 \u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10d0, \u10d3\u10d8\u10d3\u10d4\u10d1\u10d0 \u10d2\u10db\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e1!
Advertisement
27 სექტემბერი სოხუმის აღების დღეა - დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში 1 წლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო.
საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად ქვეყანას ამ მტრის ბუნებრივი მოკავშირე, ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვირიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტირებას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს.
ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის.
მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, არ მივცეთ რუსეთს სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე ვასალი რეჟიმის გამოყენებით თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს ბუნებრივი წიაღიდან, თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორების და ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.
27 სექტემბერს, 19:00 საათზე შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით მივალთ გმირთა მემორიალთან საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად.
დიდება გმირებს! აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი მტერია!
Advertisement

Event venue

თსუ-ს პირველი კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1,Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.