Advertisement
🎓 სურსათის უვნებლობის და ხარისხის სპეციალისტის მოსამზადებელი სასწავლო კურსი | 2026–2027გსურს შეიძინო პროფესიული ცოდნა, დაეუფლო პრაქტიკულ უნარებს და შექმნა ახალი კარიერული შესაძლებლობები სურსათის უვნებლობის სფეროში?
გთავაზობთ სურსათის უვნებლობის და ხარისხის სპეციალისტის მოსამზადებელ კურსს, რომელიც აერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა სურსათის უვნებლობის მიმართულებით, გაიღრმაოს არსებული ცოდნა ან პროფესიულად განვითარდეს სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და კვების მომსახურების სფეროში.
📚 რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?
🔹 თეორიული სწავლება — 30 ლექცია / 3 თვე
- სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპები;
- სურსათის უვნებლობის სისტემების საფუძვლები და საფრთხეების მართვა;
- ჰიგიენური მოთხოვნები და საწარმოო პრაქტიკები;
- სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დოკუმენტაცია;
- სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესების კონტროლი.
- სურსათის საფრთხეები და ტიპები
- სტანდარტიზაცია და სერტიფიცირება
- HACCP,ISO22000,FSSC - საფუძვლები და გათვითცნობიერება
🔹 პრაქტიკული სწავლება — 15 ლექცია / 2 თვე
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
- სურსათის საწარმოო პროცესების შეფასება;
- საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების მართვა;
- დოკუმენტაციისა და საკონტროლო ჩანაწერების წარმოება;
- რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული პრაქტიკული ამოცანები და სამუშაო ვიზიტები
- სტანდარტებთან და სისტემებთან პრაქტიკული მუშაობა
🔹 სტაჟირება საწარმოში — 10 შეხვედრა / 1 თვე
- საწარმოო გარემოს გაცნობა;
- სურსათის უვნებლობის მოთხოვნების პრაქტიკული შეფასება;
- სპეციალისტის სამუშაო პროცესებზე დაკვირვება;
- მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენება.
- სპეციალისტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
🎯 ვისთვის არის კურსი?
- მათთვის, ვისაც სურს ახალი პროფესიის დაუფლება;
- სურსათის უვნებლობის სფეროში დასაქმებით დაინტერესებული პირებისთვის;
- კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათის საწარმოების თანამშრომლებისთვის;
- ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით მომუშავე პირებისთვის;
- მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ უკეთ მართონ სურსათის უვნებლობის პროცესები.
💼 რატომ უნდა აირჩიო ეს კურსი?
✔️ თეორიისა და პრაქტიკის კომბინაცია
✔️ პროფესიული ცოდნის სისტემატიზება
✔️ საწარმოო გარემოში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
✔️ პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ახალი პერსპექტივები
📅 სასწავლო პერიოდი: 2026 დეკემბერი - 2027 მაისი
📌 თეორიული სწავლება — 3 თვე
📌 პრაქტიკული სწავლება — 2 თვე
📌 საწარმოში სტაჟირება — 1 თვე
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით
📧 [email protected]
📲 +995 591 54 51 64
სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/spqYVfNaRaDfVfZu7
ჩადე ინვესტიცია საკუთარ ცოდნაში და გადადგი ნაბიჯი სურსათის უვნებლობის სფეროში პროფესიული განვითარებისკენ!
Advertisement
Event venue
Nino Ramishvili #33, 0179 Tbilisi, Georgia, ნინო რამიშვილის ქუჩა 33, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets