#StayHappening
Tue, 01 Dec, 2026 at 06:00 pm UTC+04:00

თეორიიდან პრაქტიკაში: PBL - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

  • 18E Levan Gotua street, 0160 Tbilisi, Georgia · Tbilisi
Mental Hub \u2022 \u10db\u10d4\u10dc\u10e2\u10d0\u10da \u10f0\u10d0\u10d1\u10d8 Publisher / Host Mental Hub • მენტალ ჰაბი
Share
\u10d7\u10d4\u10dd\u10e0\u10d8\u10d8\u10d3\u10d0\u10dc \u10de\u10e0\u10d0\u10e5\u10e2\u10d8\u10d9\u10d0\u10e8\u10d8: PBL - \u10de\u10e0\u10dd\u10d1\u10da\u10d4\u10db\u10d0\u10d6\u10d4 \u10d3\u10d0\u10e4\u10e3\u10eb\u10dc\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10e1\u10ec\u10d0\u10d5\u10da\u10d4\u10d1\u10d0
Advertisement
8 კლინიკური ქეისი • 8 როლური გათამაშება • 8 პრაქტიკული გადაწყვეტილება
თეორიული ცოდნა ფსიქოთერაპიული საქმიანობის აუცილებელი საფუძველია. თუმცა, კლინიკურ პრაქტიკაში ცოდნის ფლობა თავისთავად არ არის საკმარისი - პროფესიული საქმიანობა მოითხოვს ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზს, კლინიკური ჰიპოთეზების ფორმულირებას, სხვადასხვა თეორიული მიდგომის ინტეგრირებასა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას.
🔎 რას მოიცავს კურსი?
• კლინიკური ქეისების დეტალურ განხილვასა და ანალიზს;
• დიაგნოსტიკური ჰიპოთეზების ფორმულირებასა და შეფასებას;
• შემთხვევის კონცეპტუალიზაციასა და მკურნალობის გეგმის შემუშავებას;
• თერაპიული მიდგომების შერჩევასა და დასაბუთებას (CBT, ფსიქოდინამიკური თერაპია, სქემა-თერაპია, EMDR, DBT და სხვა);
• თერაპიული ჩარევების პრაქტიკულ გამოცდას როლური გათამაშებების საშუალებით;
• პროფესიული უკუკავშირის მიღებასა და კლინიკური მსჯელობის უნარის განვითარებას.
💡 მთავარი კითხვა არ არის მხოლოდ - „რა ვიცი?“ მთავარი კითხვაა - „როგორ გამოვიყენო არსებული ცოდნა კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაში?“
კურსის მიზანი არ არის თეორიული მასალის ხელახლა შესწავლა. მისი მთავარი ამოცანაა უკვე არსებული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესება.
სწავლების პროცესში მონაწილეები:
🔹 მოიძიებენ - განსაზღვრავენ, რა დამატებითი ინფორმაციაა საჭირო კონკრეტული შემთხვევის სრულყოფილად გასააზრებლად;
🔹 დააკავშირებენ - გააერთიანებენ არსებულ თეორიულ ცოდნასა და კლინიკურ მონაცემებს შემთხვევის კონცეპტუალიზაციისთვის;
🔹 შეაფასებენ და გადაწყვეტენ - შეარჩევენ შესაბამის თერაპიულ მიდგომას და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ საკუთარ გადაწყვეტილებას.
👥 ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ საბაზისო თეორიული ცოდნა და სურთ მისი პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენება, კლინიკური აზროვნების განვითარება და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების უნარის გაღრმავება.
🎓 კურსს გაუძღვებიან:
აკაკი ბურკაძე - ფსიქიატრიის აკადემიური დოქტორი, ფსიქოთერაპევტი.
ანა ჯორბენაძე - კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი, ფსიქოტრავმატოლოგი.
📅 დასაწყისი: 1 დეკემბერი
🗓 სამშაბათი და შაბათი
🕕 18:00 | თითოეული შეხვედრა - 3 საათი
⏳ 24 საათი | 8 შეხვედრა
📍 მენტალ ჰაბი - თბილისი, ლევან გოთუას 18ე
🔗 : https://forms.gle/6Bgq5GFNG4MhfDFL6
🎓 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
🎁 სტუდენტებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
💳 შესაძლებელია TBC ბანკის თანხის 6 თვიანი განაწილებით სარგებლობა.
🔖დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
☎️ 032 2 05 19 11
📱 ‪596 11 19 12‬
📩ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
Advertisement

Event venue

18E Levan Gotua street, 0160 Tbilisi, Georgia, ლევან გოთუას ქუჩა 16, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

«Лебединое озеро»

Thu, 03 Dec at 08:00 pm Тбилисский Русский Драматический Театр Имени А. С. Грибоедова

ᲗᲔᲕᲖᲐᲝᲑᲐ/FISHING

Fri, 04 Dec at 06:00 pm Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.