Advertisement
რომი- იტალიის დამალული მარგალიტები:🇮🇹💎🍀🌞არსებობს ადგილები, რომელთა მონახულების შემდეგ ისინი სამუდამოდ შენში რჩებიან.
🍀Green Art Georgia-გთავაზობთ საავტორო, ექსკლუზიურ, ჯგუფურ ლანდშაფტურს სადაც მოვინახულებთ: შთამბეჭდავ ბაღებს, უნიკალურ პარკებს, ისტორიულ ვილებსა და სივრცეებს ,რომლებმაც მსოფლიო ლანდშაფტის დიზაინის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს.
🌞ეს ხუთ დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა შთაგონების, ახალი იდეების და პროფესიული აღმოჩენების წყარო იქნება, როგორც ლანდშაფტის დიზაინერებისთვის ისე ბუნებისა და სილამაზის მოყვარულთათვის.
🍁🍂შემოდგომის იტალია, გამორჩეული მარშრუტი, პროფესიული გამოცდილება და მოგონებები, რომლებიც თქვენთან სამუდამოდ დარჩება.
🍀მოგზაურობაში სადაც აღმოაჩენთ არა მხოლოდ რომის მთავარ ღირსშესანიშნაობებს ,არამედ იმ ადგილებსაც სადაც ტურისტების უმეტესობა იშვიათად ხვდება.
🇮🇹რომ ი - Villa Borghese + 🇮🇹ტ ი ვ ო ლ ი -Villa D’Este + 🇮🇹კ ა ს ტ ე ლ გ ა ნ დ ო ლ ფ ო -Villa Pontifical + 🇮🇹კ ა ლ კ ა ტ ა - Villa Lante + 🇮🇹ვ ა ტ ი კ ა ნ ი - Vatican Gardens
❗️ტურის ღირებულება: 3500 ლარი
ჯავშნის თანხა 850 ლარი.
🍁ტურის პერიოდი:
1-6 ნოემბერი (5 ღამე);
ტურის ღირებულებაში შედის:
🛫 ავიაბილეთები (ქუთაისი-რომი-ქუთაისი);
🎒ხელბარგი 8კგ.
🚌რომის აეროპორტის ტრანსფერი;
🏡ბაღში შესასვლელი ბილეთები;
🚗ტრანსფერი (კალკატა);
🚆მატარებლის ბილეთები (ტივოლი; კასტელ განდოლფი);🏨 განთავსება სასტუმროში ქალაქის ცენტრიდან მაქსიმუმ 4 კილომეტრის რადიუსში, 7+ შეფასებით;
💁♀️ქართულენოვანი გამყოლის მომსახურება, რომელიც სრულ ორგანიზებას გაუწევს ტურს;
🧬 სამოგზაურო დაზღვევა;
🙄 გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ
ტური სპეციფიკურია და ყოველდღიურად მოიცავს საფეხმავლო მარშრუტს!!!👣
------------------------------------------------
❌ ტურის ღირებულებაში არ შედის:
❌საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯები (მეტრო, ავტობუსი) • თბილისი – ქუთაისი, ქუთაისი – თბილისი ტრანსფერი(ავტობუსი),პირადი ხარჯი და ის რაც “ტურის ღირებულებაში შედის” ჩამონათვალში არ არის მითითებული და შეიძლება რომ
დაგჭირდეთ.
••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
🍀ტურის ა ღ წ ე რ ა:
🌿დღე I - რომი
ჩაფრენა რომში 07:20 საათზე.
გამგზავრება სასტუმროს მიმართულებით, დაბინავება და თავისუფალი დრო მოსაწესრიგებლად.
ტურს დავიწყებთ რომის ერთ-ერთი ულამაზესი პარკით — Villa Borghese. შემდეგ გავისეირნებთ ესპანეთის მოედანზე და რა თქმა უნდა, ტრევის შადრევანს ჩვენს სურვილებს გავანდობთ.
🍀 დღე II — ტივოლი და Villa d’Este
საუზმის შემდეგ მატარებლით 🚆(35–40 წუთი) გავემგზავრებით მე-12 საუკუნის ულამაზეს პატარა ქალაქ-ტივოლიში.
დავათვალიერებთ მეამბოხე პაპის მიერ გაშენებულ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რენესანსულ ბაღს — Villa d’Este-ს, რომელიც განთქმულია ტერასებით, შადრევნებითა და უნიკალური ლანდშაფტური კომპოზიციებით.
17:00 საათზე დავბრუნდებით რომში და მოვინახულებთ დიდებულ კოლიზეუმს.
🍀 დღე III — კასტელ განდოლფო
საუზმის შემდეგ მატარებლით 🚆გავემგზავრებით ალბანოს ტბის სიახლოვეს მდებარე ულამაზეს მე-14 საუკუნის პატარა ქალაქ — კასტელ განდოლფოში.
დავათვალიერებთ კლასიკური იტალიური სტილის ბაღს - Pontifical Villas რომელიც საუკუნეების განმავლობაში რომის პაპების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.
საღამოს დავბრუნდებით რომში და Piazza Navona-ზე დავაგემოვნებთ საუკეთესო იტალიური ყავას და ქალაქის ატმოსფეროთი დავტკბებით.
🍀 დღე IV — კალკატა და Villa Lante
საუზმის შემდეგ 🚗ტრანსფერით გავემგზავრებით ჯადოსნურ კალკატაში — ხელოვანებისა და ბოჰემური სულის ადამიანების საყვარელ სოფელში. ეს არის ნამდვილი ზღაპარი რეალობაში.
გავივლით იტალიურ სოფელ ლაციოში და მოვინახულებთ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ისტორიულ ბაღს — Villa Lante-ს.
17:00 საათზე დავბრუნდებით რომში და ტრადიციულ იტალიურ საღამოს გავატარებთ Trastevere-ში.💃🏼
🍀 დღე V — ვატიკანი
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით მსოფლიოს ყველაზე პატარა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახელმწიფოში — ვატიკანში.
☑️ვატიკანის მუზეუმები — უნიკალური კოლექცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და დღეს მსოფლიოს უდიდეს საგანძურთა შორისაა.
☑️სიქსტის კაპელა — ადგილი, სადაც მიქელანჯელოს გენიამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრი შექმნა.
☑️წმინდა პეტრეს ბაზილიკა — ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაძარი, რომელიც თავისი მასშტაბითა და სილამაზით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.
☑️მბრუნავი ოქროს სფერო — თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული ნიმუში ვატიკანის გულში.
☑️Vatican Gardens — საგულდაგულოდ მოვლილი ბაღები, სადაც ბუნება და არქიტექტურა საოცარ ჰარმონიას ქმნის. აქ გვექნება შესაძლებლობა გადავიღოთ ულამაზესი ფოტოები და დავტკბეთ იმ სივრცით, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ რჩეულთათვის იყო ხელმისაწვდომი.
☑️დღის მეორე ნახევარი თავისუფალი დრო იქნება — “შოპინგისთვის”, საყვარელი ქუჩების კიდევ ერთხელ მოსანახულებლად, იტალიური ჯელატოს დასაგემოვნებლად ან უბრალოდ რომის ატმოსფეროთი დასატკბობად.
საღამოს დავემშვიდობებით “მარადიულ ქალაქს”და თან წავიღებთ იმ მოგონებებს, რომლებიც მოგზაურობის დასრულების შემდეგაც დიდხანს დარჩება ჩვენთან.
PS . შეგვიძლია Free time-ინდივიდუალური საფეხმავლო პროგრამა შეგიდგინოთ (კომპანიისგან საჩუქრად👌).
⚠️ გაუქმების წესები და პირობები:
თ ქ ვ ე ნ ი მხრიდან ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება არცერთი მიზეზით, არცერთ ეტაპზე!
ტურის პროგრამაში მითითებული საათები და თანმიმდევრობა შესაძლოა შეიცვალოს გარემოებების გათვალისწინებით. გამყოლს უფლება აქვს, მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალოს მარშრუტის ან სანახაობების მონახულების თანმიმდევრობა.
❗️ასევე;
ავიაკომპანიის ან სხვა დამოუკიდებელი მომსახურების მომწოდებლის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ორგანიზატორი პასუხისმგებლობას არ იღებს. მომხმარებელი ვალდებულია მოერგოს აღნიშნულ ცვლილებებს და ნებისმიერი ფინაბსური პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.
🔴დამატებითი ინფორმაცია:
🔸ტურის ღირებულება დაანგარიშებულია ავიაბილეთების მიმდინარე ფასით; მოგზაურობის მოახლოებასთან ერთად, ფასები იზრდება.
🔸ფასები ცვალებადია! ამიტომ იჩქარეთ✈️✈️
📞დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
599 20 47 85 — ელისო
#GreenArtGeorgia #მოგზაურობა #ლანდშაფტურიტური #იტალია #რომი #ტივოლი #ვატიკანი #საავტოროტური.
Advertisement
Event venue
Georgia, Tbilisi
Tickets
Discover more events by tag
Travelling in TbilisiTrips-adventures in TbilisiHeritage-walk in TbilisiGardening in TbilisiArchitecture in TbilisiHistory in TbilisiArt in Tbilisi