#StayHappening
Sun Nov 01 2026 at 11:00 am to 03:00 pm UTC+04:00

გრაფიკული დიზაინის სკოლა

  • Petre Kavtaradze, 10 I Turn, Tbilisi, Georgia · Tbilisi
Scientific Cyber Security Association - SCSA Publisher / Host Scientific Cyber Security Association - SCSA
Share
\u10d2\u10e0\u10d0\u10e4\u10d8\u10d9\u10e3\u10da\u10d8 \u10d3\u10d8\u10d6\u10d0\u10d8\u10dc\u10d8\u10e1 \u10e1\u10d9\u10dd\u10da\u10d0
Advertisement
🚀 დღეს ვიზუალური კონტენტი გვხვდება ყველგან – სოციალურ მედიაში, ბრენდებში, აპლიკაციებსა და ვიდეო კონტენტში. SCSA-ს გრაფიკული დიზაინის სკოლაში მოზარდები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან ციფრულ დიზაინსა და ფოტო-ვიდეო კონტენტის რედაქტირებას ორი პარალელური მიმართულებით: გრაფიკულ დიზაინსა და UI/UX-ს Figma-ში და ვიდეო მონტაჟს, კონტენტ-წარმოებას CapCut-ში, ხოლო ფოტო რედაქტირებას, კომპოზიციასა და ციფრულ ილუსტრაციას Adobe Photoshop-ში. მათი პრაქტიკული გამოყენებით, მოზარდები ისწავლიან ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნას, სოციალური მედიის კამპანიების დიზაინს, ინტერაქტიული პროტოტიპების აწყობას და მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კონტენტის მონტაჟს.
რა შედეგს მივიღებთ?
👉 Photoshop-ში დამუშავებული კომპოზიციები და კრეატიული ვიზუალები — ფოტომანიპულაცია, რეტუშირება, ციფრული ილუსტრაცია
👉 სრულფასოვანი UI/UX პორტფოლიო — wireframe-დან ინტერაქტიულ, დაკლიკვად პროტოტიპამდე
👉 საკუთარი ბრენდის ვიზუალური იდენტობა
👉 დასრულებული და საჯაროდ პრეზენტირებული capstone პროექტი — Figma დიზაინი და CapCut ვიდეო ერთად
👉 საკუთარი დაპროექტებული და დამონტაჟებული ვიდეო-პროექტი (რეპორტაჟი, რეკლამა, მოკლემეტრაჟიანი ისტორია)
ვისთვის არის განკუთვნილი?
▪️ 11-18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ დიზაინი, ვიზუალური ხელოვნება და ვიდეო კონტენტის შექმნა
▪️ მათთვის, ვისაც სურს გრაფიკული დიზაინისა და UI/UX-ის საფუძვლების სისტემური, პრაქტიკაში სწავლა
▪️ მათთვის, ვისაც სურს ფოტო-ვიდეო მონტაჟისა და კონტენტ-წარმოების პრაქტიკული, შემოქმედებითი სწავლა
სასწავლო პროგრამის ლექტორი:
▪️ ეკატერინა თომაძე – გრაფიკული დიზაინერი, SCSA-ს ლექტორი
▪️ გარი მანუკოვი – ფოტო-ვიდეო მონტაჟის სპეციალისტი, SCSA-ს ლექტორი
რა წინაპირობაა საჭირო?
არ აქვს. დიზაინის, მონტაჟის ან ფოტოშოპის ცოდნა არ არის სავალდებულო
საჭიროა მხოლოდ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ვიზუალური ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მიმართ
რაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას?
👉 პირადი ბრენდისა და სოციალური მედიის გვერდების დიზაინში
👉 სასწავლო/საკვლევ პროექტების ვიზუალურ გაფორმებაში — პრეზენტაციები, პოსტერები, ინფოგრაფიკები
👉 პორტფოლიოს შექმნაში — capstone პროექტი, რომლის ჩვენებაც შესაძლებელია სამომავლო განაცხადებში (უნივერსიტეტი, სტაჟირება, სამუშაო)
👉 მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კონტენტის დამონტაჟებაში — რეპორტაჟი, რეკლამა, სოც.მედია რგოლები
👉 მომავალი პროფესიული განვითარებისთვის — გრაფიკული დიზაინი, UI/UX და ვიდეო მონტაჟი პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაშია მოთხოვნადი.
დამატებითი დეტალები:
👥 ასაკობრივი ჯგუფი: 11-18 წლამდე მოზარდები
💰 ფასი: 240 ლარი თვეში
📅 დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი, 2026
📌 განრიგი: კვირა, 11:00-15:00
📌კონტაქტები:
(+995) 595 511 355 / (+995) 571 381 166
ელ-ფოსტა: [email protected]
⠀
☑ რეგისტრაცია:
https://scsa.ge/school-of-graphic-design/
Advertisement

Event venue

Petre Kavtaradze, 10 I Turn, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.