Advertisement
ℹ "ჯეო მეგზური" 31 ოქტომბერს გთავაზობთ ტურს კახეთში,სადაც მოვინახულებთ უძველეს ისტორიულ ძეგლებს და მთელ დღეს გავატარებთ შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ბუნებაში.🧐 ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
✔️ გურჯაანის ყველაწმინდას,რომელიც ერთადერთი ორ გუმბათოვანი ეკლესიაა საქართველოში
✔️ ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს (V–IX საუკუნეები)
✔️ ზეგაანის ულამაზეს ტყეს
✔️ ჭერემის ნაქალაქარს - მამა დავითის ეკლესია (მე-6-7 სს.), ღვთისმშობლის საეპისკოპოს ტაძარი (მე-5 ს.), ეპისკოპოსის სასახლის ფრაგმენტი (მე-5 ს.), წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (გვ. შუა საუკუნეები), წვეროდაბლის წმინდა გიორგი (მე-6-7 სს.), წმ. ბარბარეს ეკლესია (მე-5-7 სს.), ჭერემის ციხე, ვახტანგ გორგასლის სამეფო რეზიდენცია.
ჭერემი - უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული სოფელი, ოდესღაც დიდი ქალაქი ყოფილა. როგორც ძველი ქრონიკები გვამცნობენ, დიდებული საეკლესიო და საერო ნაგებობა-საყდრები, ციხე-დარბაზები, საცხოვრებელი პალატები ამშვენებდა მას. ყველა სხვა სოფლიდან მოწყვეტილი, ულამაზეს ტყეში ჩაფლული. ერთ დროს დიდებული ქალაქი, უზარმაზარი სამეფო რეზიდენციით ახლა თითქმის მიტოვებულია. ჭერემი - მე - 5 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა და ტახტის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია, რომელიც მალევე გახდა კახეთის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი.
ამ ხეობაში ვახტანგ გორგასალმა გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა ირანელებს, რომელიც მეფის სასიკვდილოდ დაჭრით დასრულდა. უმუხთლა გაგლეჯილმა ჯაჭვის პერანგმა. სიკვდილის წინ ჭერემი თავის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა - აღადგინე და აღამაღლეო.
₾ ტურის ღირებულება 55 ლარი
♻️ ტურის ღირებულებაში შედის:
1. ტრანსპორტირება
2. გამყოლი/გიდის მომსახურება
👣 ტურზე ფეხით გასავლელი ჯამში 6კმ.(მარტივი გზა).
🚐 გასვლა: თბილისი ცენტრალი,(პირველი სართული "ოქროს ბირჟის" წინ ვიდგებით) 07:00 საათზე
🚐 გასვლა: რუსთავიდან(რესტორანი "სავანე") 06:00 საათზე
დაბრუნება თბილისი ცენტრალთან 21:00 საათზე.
რუსთავში 21:30 წუთზე.
☎️ ტურზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით,
ტელ: 598 71 69 66 ლევანი;
📲 WhatsApp 598 71 69 66
💻ან მოგვწერეთ "ჯეო მეგზურის" პირად შეტყობინებაში
🔈 ჩვენი მოგზაურობა,რომ იყოს კომფორტული,გვაქვს გარკვეული წესები,რომელიც ტურის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას:
🚫 დაუშვებელია,ნასვამ მდგომარეობაში ტურზე გამოცხადება
🚫 დაუშვებელია ტრანსპორტში ალკოჰოლური სასმელის მიღება
🚫 ტურის ხელმძღვანელს,წინასწარ არ ვურეკავთ ადგილების დასაკავებლად(დროულად მოდით და დაიკავებთ თქვენთვის სასურველ ადგილს)
💲 ტურის ღირებულებას ვრიცხავთ წინასწარ,ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება,ტური რომ არ ჩაიშშალოს
👉 ტურის გასვლისას,დაგვიანებულისთვის მაქსიმალური ლოდინი 5 წუთი
👉 ფორსმაჟორულ სიტუაციაში,ტურის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს,შეცვალოს ტურის მარშუტი
♥ გისურვებთ დადებითი ემოციებით სავსე მოგზაურობას
Advertisement
Event venue
Gurjaani / გურჯაანი, რუსთაველის 19,Tbilisi, Georgia
Tickets