Advertisement
📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours | დი ჯი ელი 24–28 მარტს გთავაზობთ დაუვიწყარ, შთამბეჭდავ და კომფორტულ ხუთდღიან ტურს კატალონიაში — 585 ევროდ! 🇪🇸✨ბარსელონა • მონსერატის მთა • ფიგუერესი • ჟირონა • ბესალუ • კასტელფოლიტ დე ლა როკა
👉 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ტურის სრულ აღწერას ბოლომდე!
📌 წინასწარ დასკვნების გამოტანას ფასთან დაკავშირებით ნუ იჩქარებთ — მომსახურების მოცულობის, სასტუმროს მდებარეობისა და მინივენებით გადაადგილების გათვალისწინებით, ეს ფასი მართლაც განსაკუთრებულად ხელსაყრელია!
I დღე — ბარსელონა
✔️ ჩაფრენა ბარსელონაში.
✔️ ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში, ქალაქის ცენტრში — რამბლაზე.
✔️ თავისუფალი დრო — პირველი შეხვედრა ბარსელონასთან, საღამოს გასეირნება და ქალაქის განსაკუთრებული ატმოსფეროს შეგრძნება. 💃🇪🇸
II დღე — ბარსელონას მთავარი ღირსშესანიშნაობები
✔️ საუზმე სასტუმროში.
✔️ 09:30 — სასტუმროსთან მოგვაკითხავენ მინივენები, რომლებიც ტურის განმავლობაში კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
✔️ Sagrada Família — საგრადა ფამილია — ანტონი გაუდის ყველაზე ცნობილი ქმნილება და ბარსელონას მთავარი სიმბოლო. ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი უჩვეულო არქიტექტურა ბიბლიურ ისტორიებს ქვასა და ფორმებში აცოცხლებს.
📌 ტაძარში შესვლა სურვილისამებრ.
✔️ Casa Batlló — ბატლიოს სახლი — გაუდის არქიტექტურული ფანტაზიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუში. ტალღოვანი ფასადი, ფერადი მოზაიკა და ზღაპრული აივნები შენობას სრულიად განსხვავებულ იერს აძლევს.
📌 შესვლა სურვილისამებრ.
✔️ Casa Milà — მილას სახლი, „ლა პედრერა“ — ** საუკუნის დასაწყისში გაუდის მიერ შექმნილი გამორჩეული შენობა, რომელსაც ქვის ტალღოვანი ფასადის გამო „ქვის კარიერსაც“ უწოდებენ.
📌 მოვინახულებთ გავლით.
✔️ Parc Güell — გუელის პარკი — გაუდის ზღაპრული სამყარო ღია ცის ქვეშ, სადაც არქიტექტურა და ბუნება საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ფერადი მოზაიკები და ქალაქის ულამაზესი ხედები მას ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილად აქცევს.
✔️ Arc de Triomf — ტრიუმფალური თაღი — 1888 წლის ბარსელონას მსოფლიო გამოფენისთვის აგებული მონუმენტური თაღი, რომელიც გამოფენის მთავარ შესასვლელს წარმოადგენდა.
✔️ Parc de la Ciutadella — სიუტადელას პარკი — ბარსელონას ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული პარკი, რომელიც XIX საუკუნეში ძველი სამხედრო ციტადელის ტერიტორიაზე შეიქმნა.
✔️ Barri Gòtic — გოთიკური უბანი — ბარსელონას ისტორიული გული, ვიწრო ქუჩებით, პატარა მოედნებითა და შუასაუკუნეების შენობებით. სწორედ ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული დასახლება Barcino, საიდანაც საუკუნეების განმავლობაში განვითარდა დღევანდელი ბარსელონა.
✔️ დაბრუნება სასტუმროში
III დღე — მონსერატის მთა და ბარსელონა
✔️ საუზმე სასტუმროში.
✔️ 09:30 — გამგზავრება ბარსელონადან მონსერატის მთისკენ. 🏔️
✔️ მონსერატის მონასტერი — კატალონიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი ცენტრი, რომელიც უჩვეულო ფორმის კლდეებს შორის, ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მონასტრის ისტორია თითქმის ათას წელს ითვლის.
აქ ინახება ცნობილი „შავი მადონა“ — La Moreneta, ღვთისმშობლის უძველესი ქანდაკება და კატალონიის მფარველი. საუკუნეების განმავლობაში მასთან სალოცავად უამრავი მომლოცველი მიდის, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დედობასა და შვილის შეძენას შესთხოვს, უმრავლესობას სურვილები უსრულდებათ, ასევე ნებისმიერ სურვილს, რასაც გულით შესთხოვთ აგისრულდებათ 🙏
✔️ დაბრუნება ბარსელონაში.
✔️ ტიბიდაბოს მთა — ბარსელონას ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი, საიდანაც ქალაქისა და ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი პანორამა იშლება.
აქ დგას შთამბეჭდავი წმინდა გულის ტაძარი — Temple Expiatori del Sagrat Cor, რომლის თავზეც აღმართულია ხელებგაშლილი იესო ქრისტეს ქანდაკება.
📌 ტაძარში შესვლა უფასოა.
✔️ქალაქის საფეხმავლო ტური,
✔️ Rambla de Catalunya — კატალონიის რამბლა — ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური გამზირი, კაფეებით, მაღაზიებითა და მოდერნისტული არქიტექტურით.
✔️ Mercat de la Boqueria — ბოკერიას ბაზარი — ბარსელონას ყველაზე ცნობილი ისტორიული ბაზარი, რომლის ფესვები XIII საუკუნემდე მიდის. აქ ფერადი ხილი, ზღვის პროდუქტები, ესპანური დელიკატესები და კატალონიური გემოები დაგხვდებათ.
✔️ Plaça de Catalunya — კატალონიის მოედანი — ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი მოედანი და ადგილი, სადაც ძველი ქალაქი თანამედროვე ბარსელონას ხვდება.
✔️ Catedral de Barcelona — ბარსელონას საკათედრო ტაძარი — XIII–XV საუკუნეებში აგებული გოთიკური ტაძარი, რომელიც ქალაქის მფარველს, წმინდა ეულალიას ეძღვნება. მისი წმინდა ნაწილები ტაძრის კრიპტაშია დაცული.
✔️ დაბრუნება და განთავსება სასტუმროში.
IV დღე — კატალონიის ოთხი ულამაზესი ქალაქი ❤️
📌 ამ დღეს მინივენით მოვინახულებთ ფიგუერესს, ჟირონას, ბესალუსა და კასტელფოლიტ დე ლა როკას.
❗ მინივენის მომსახურების თანხა არ შედის ტურის ძირითად ღირებულებაში.
✔️ 07:30 — საუზმე სასტუმროში.
✔️ 08:00 — გამგზავრება ბარსელონადან.
➡️ ფიგუერესი — სალვადორ დალის ქალაქი 🎨
ფიგუერესი გენიალური კატალონიელი სიურეალისტის სალვადორ დალის მშობლიური ქალაქია. სწორედ აქ მდებარეობს მისივე ჩანაფიქრით შექმნილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მუზეუმი — Dalí Theatre-Museum.
✔️ დალის თეატრ-მუზეუმი — ხელოვანის მიერ დაპროექტებული სიურეალისტური სივრცე, სადაც თავად შენობაც ხელოვნების ნაწარმოებია.
✔️ ვიხილავთ დალის ფერწერას, სკულპტურებს, გრაფიკულ ნამუშევრებს, ინსტალაციებსა და უჩვეულო ინტერიერებს, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს მისი ფანტაზიის უსაზღვრო სამყარო.
📌 მუზეუმში დაცულია დალის ნამუშევრების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია მსოფლიოში და აქვეა დაკრძალული თავად სალვადორ დალი.
➡️ ჟირონა — შუასაუკუნეების კატალონიის მშვენება 🏰
ჟირონა ორ ათას წელზე მეტი ისტორიის მქონე ქალაქია, სადაც რომაული, შუასაუკუნეების და ებრაული მემკვიდრეობა ერთმანეთს ერწყმის.
✔️ ჟირონას კათედრალი — შთამბეჭდავი ტაძარი, რომლის გოთიკური ნავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოა.
✔️ ფერადი სახლები მდინარე ონიარის ნაპირზე — ჟირონას სავიზიტო ბარათი და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ხედი.
✔️ შუასაუკუნეების გალავანი — ძველი თავდაცვითი კედლები, საიდანაც ქალაქის ულამაზესი პანორამები იშლება.
✔️ „Game of Thrones — სამეფო კარის თამაშების“ გადაღების ლოკაციები — ჟირონას შუასაუკუნეების ქუჩები და კიბეები ცნობილი სერიალის რამდენიმე ეპიზოდის გადასაღებ მოედნად იქცა.
✔️ თავისუფალი დრო სწრაფი ლანჩისთვის ჟირონას ძველ ქალაქში.
➡️ ბესალუ — მოგზაურობა შუა საუკუნეებში
ბესალუ კატალონიის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული შუასაუკუნეების ქალაქია. აქ სეირნობისას ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს რამდენიმე საუკუნით უკან დაბრუნდი.
✔️ შუასაუკუნეების ქვის ხიდი — ბესალუს მთავარი სიმბოლო, რომელიც მდინარე ფლუვიაზე გადადის და ქალაქის ზღაპრულ პანორამას ქმნის.
✔️ ქვის ვიწრო ქუჩები, უძველესი სახლები და შუასაუკუნეების მოედნები — ულამაზესი გარემო სასეირნოდ და ფოტოებისთვის. 📸
➡️ კასტელფოლიტ დე ლა როკა — ქალაქი კლდის კიდეზე 😍
კატალონიის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პატარა დასახლება, რომელიც დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლის ვიწრო ბაზალტის კლდეზეა გაშენებული. კლდე ათასობით წლის წინ ვულკანური პროცესების შედეგად წარმოიქმნა.
✔️ ვიწრო ისტორიული ქუჩები კლდის თავზე.
✔️ Sant Salvador-ის ძველი ეკლესია — ქალაქის ისტორიული ნაწილის ერთ-ერთი მთავარი ნაგებობა.
✔️ პანორამული გადასახედი — შთამბეჭდავი ხედები მდინარეების ხეობებსა და კატალონიის ბუნებაზე.
✔️ საღამოს დაბრუნება ბარსელონაში — უძველესი ქალაქებით, ისტორიით, ხელოვნებითა და საოცარი ხედებით მიღებული შთაბეჭდილებებით სავსე დღე. ❤️
✔️ განთავსება სასტუმროში.
V დღე — ბარსელონა და გამომგზავრება
✔️ საუზმე სასტუმროში.
✔️ 10:00 — ნომრების ჩაბარება და ჩანთების დატოვება სასტუმროში.
✔️ თავისუფალი დრო შოპინგისთვის 🛍️ ან სურვილისამებრ ქალაქში გასეირნება.
✔️ 14:30 — ტრანსფერი აეროპორტში.
✈️ გამომგზავრება თბილისში.
⭕️ ტურის ღირებულებაში შედის:
➡️ განთავსება 3* სასტუმროში 4 ღამით ბარსელონას ცენტრში, რამბლაზე, ორადგილიან ნომრებში.
➡️ 4 საუზმე.
➡️ მინივენების მომსახურება ბარსელონას ქალაქის ტურის დროს.
➡️ მინივენით ტიბიდაბოს მთაზე ასვლა.
➡️ ბარსელონადან მონსერატის მთაზე გამგზავრება მინივენით.
➡️ სამოგზაურო დაზღვევა.
➡️ გამყოლი საქართველოდან.
➡️ ბარსელონაში ადგილობრივი ქართველი გიდი-მძღოლი.
❌ ტურის ღირებულებაში არ შედის:
➡️ ავიაბილეთები — ფასი ცვალებადია და გადამოწმდება შეძენის მომენტში. ამიტომ სასურველია ბილეთების დროულად შეძენა.
➡️ დამატებითი კვება.
➡️ ტრანსფერი თბილისი–ქუთაისი–თბილისი — 60 ლარი.
➡️ ტურისტული ქალაქის მოსაკრებელი 5 დღეზე — 35€.
➡️ ბარსელონაში აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტის 2 ტრანსფერი — 50€.
➡️ IV დღეს მინივენით ოთხი ქალაქის — ფიგუერესის, ჟირონას, ბესალუსა და კასტელფოლიტ დე ლა როკას მონახულება — 85€ ან 95€, ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით.
➡️ მუზეუმებისა და სხვა ფასიანი ობიექტების ბილეთები — სურვილისამებრ, დაახლოებით 100€. საბოლოო თანხა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფასიან ლოკაციებს მოინახულებთ.
📌 დამატებითი ინფორმაცია:
• მოგზაურობისთვის საჭიროა მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა მოგზაურობის დასრულების შემდეგაც მინიმუმ 6 თვე იქნება.
• ფასი მოცემულია 1 ადამიანზე, ორადგილიან ნომერში განთავსებით. ოთახში მარტო განთავსების შემთხვევაში საჭიროა დამატებითი თანხის გადახდა.
• ტურის დასაჯავშნად თავდაპირველად ირიცხება ავიაბილეთის ღირებულება.
• ტურის სრული საფასური უნდა ჩაირიცხოს ტურის დაწყებამდე 15 დღით ადრე.
• ვიზიტორის მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა ტურზე გადატანა შეუძლებელია.
• ასევე შეუძლებელია შეძენილი ავიაბილეთის დაბრუნება ან სხვა თარიღზე გადაცვლა.
• ავიაკომპანიის მიერ გამოწვეულ ცვლილებებზე, რეისის შეფერხებაზე ან სხვა ხარვეზებზე ტურისტული კომპანია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
• არასრულწლოვნის მოგზაურობის შემთხვევაში აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი. თუ მშობლები არ მოყვებიან მაშინ საჭიროა შესაბამისი წესით ნოტარიულად დამოწმებული ორივე მშობლის თანხმობა. (დაბადების მოწმობაც)
☎️ დაგვიკავშირდით:
📞597 53 79 79 — თამარი (WhatsApp)
📞 598 18 19 72 — თამარი (Viber)
#dgltours #discovergeorgialand #ბარსელონა #მონსერატი #კატალონია #ჟირონა
Advertisement
Event venue
Barcelona, Spain
Tickets