#StayHappening
Tue Nov 10 2026 at 11:00 am to 02:00 pm UTC+04:00

არქიტექტურული-ევროპული თბილისი, საავტორო ტური

  • Tbilisi, Georgia · Tbilisi
Dgl Tours Publisher / Host Dgl Tours
Share
\u10d0\u10e0\u10e5\u10d8\u10e2\u10d4\u10e5\u10e2\u10e3\u10e0\u10e3\u10da\u10d8-\u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10de\u10e3\u10da\u10d8 \u10d7\u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10d8, \u10e1\u10d0\u10d0\u10d5\u10e2\u10dd\u10e0\u10dd \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Advertisement
📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours „დი ჯი ელი“ 10 ნოემბერს გთავაზობთ განსაკუთრებულ საავტორო არქიტექტურულ ტურს — „ევროპული თბილისი“, პროფესიონალ გიდთან, გერმანისტ ეკა გოგოლაძესთან ერთად!
💰 ტურის ღირებულება ფასდაკლებით — მხოლოდ 25 ₾
🏛️ ამჯერად ფეხით გავივლით დავით აღმაშენებლის გამზირს — თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და არქიტექტურულად გამორჩეულ ქუჩას, სადაც XIX–** საუკუნეების ევროპული თბილისი, გერმანული კვალი, ულამაზესი სადარბაზოები და სხვადასხვა სტილის შენობები ერთ სივრცეში გვხვდება.
➡️ჩვენი საფეხმავლო მარშრუტი დაიწყება მარჯანიშვილის მოედნიდან და ზაარბრიუკენის მოედნამდე გაგრძელდება. გზად აღმოვაჩენთ იმ თბილისს, რომელსაც ხშირად ყოველდღიურად ჩავუვლით, მაგრამ მის საინტერესო ისტორიებსა და არქიტექტურულ დეტალებს ვერც კი ვამჩნევთ.
⭕️ ტურის განმავლობაში მოვინახულებთ:
✔️ „ნოი-ტიფლისი“ — გერმანული კვალი თბილისში 🇩🇪
გავიგებთ, როგორ გაჩნდა XIX საუკუნეში „ახალი ტფილისი“ და რა კვალი დატოვეს გერმანელმა კოლონისტებმა თბილისის ამ ნაწილის განვითარებასა და იერსახეზე.
✔️ აღდგენილი ისტორიული სადარბაზოები
შევიხედავთ გამორჩეულ სადარბაზოებში, სადაც შემორჩენილია ძველი მხატვრობა, დეკორატიული ორნამენტები, კიბეები და ინტერიერის ულამაზესი დეტალები.
✔️ ევროპული თბილისის არქიტექტურა 🏛️
დავაკვირდებით აღმაშენებლის გამზირის გამორჩეულ ფასადებს, აივნებსა და არქიტექტურულ ელემენტებს და მოვისმენთ მათთან დაკავშირებულ ისტორიებს.
✔️ საქართველოს ხელოვნების სასახლე — კულტურის ისტორიის მუზეუმი
თავად შენობაც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი არქიტექტურული ნიმუშია. მუზეუმში დაცულია ქართული თეატრის, კინოს, მუსიკისა და კულტურის ისტორიასთან დაკავშირებული საინტერესო კოლექციები.
🎫 მუზეუმში შესვლის ღირებულება — 5 ლარი.
✔️ თოჯინების მუზეუმი
ფერადი და განსხვავებული სივრცე, სადაც ვნახავთ სხვადასხვა ეპოქისა და სტილის თოჯინებს და გავეცნობით მათ ისტორიას.
✔️ თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესია
თბილისის მრავალფეროვანი რელიგიური და კულტურული წარსულის საინტერესო ძეგლი, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს.
✔️ ზაარბრიუკენის მოედანი
აქ დასრულდება ჩვენი საფეხმავლო მარშრუტი — ადგილი, რომელიც ძველ და ევროპულ თბილისს ერთმანეთთან ბუნებრივად აკავშირებს.
✨ და კიდევ უამრავი საინტერესო შენობა, სადარბაზო, ფასადი, აივანი და პატარა არქიტექტურული დეტალი, რომელსაც ყოველდღიურობაში ხშირად ვერც კი ვამჩნევთ...
📅 10 ნოემბერი
📍 შეხვედრის ადგილი — მარჯანიშვილის მეტრო
🕚 დასაწყისი — 11:00 საათზე
⏳ ტურის ხანგრძლივობა — დაახლოებით 3 საათი
💰 ტურის ღირებულება ფასდაკლებით — 25 ₾
➡️ ტური შედგება მინიმუმ 8 ვიზიტორით.
📲 დამატებითი ინფორმაცია და ტურის დაჯავშნა:
📞 597 53 79 79 — თამარი (WhatsApp)
📞 598 18 19 72 — თამარი (Viber)
❤️ თბილისი მხოლოდ ის არ არის, რასაც ყოველდღე ვხედავთ — ზოგჯერ ნაცნობ ქუჩაზე სრულიად უცნობი ქალაქის აღმოჩენაა შესაძლებელი. შემოგვიერთდით და ერთად აღმოვაჩინოთ ევროპული თბილისის ისტორია, არქიტექტურა და დამალული სილამაზე!
#dgltours #discovergeorgialand #თბილისი #ევროპულითბილისი #არქიტექტურულიტური #ეკაგოგოლაძე #დავითაღმაშენებლისგამზირი #ნოიტიფლისი #ძველითბილისი
Advertisement

Event venue

Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.