Advertisement
💡 11 ნოემბრიდან აზროვნების აკადემიაში იწყება ახალი კურსი: „ეპოქა და ადამიანი"🏛️ კურსი გვთავაზობს მოგზაურობას კაცობრიობის კულტურული და ინტელექტუალური განვითარების ისტორიაში - ანტიკური სამყაროდან მოდერნიზმამდე. ოთხი დიდი ეპოქის გავლით დავაკვირდებით იმ იდეებს, მოვლენებსა და აღმოჩენებს, რომლებმაც ადამიანის აზროვნება და თანამედროვე სამყაროს ფორმირება განსაზღვრა.
🏺 მოგზაურობას ანტიკურობიდან დავიწყებთ, ეპოქიდან, როდესაც იბადება ფილოსოფიური აზროვნება, ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი და ქალაქური ცივილიზაციის ახალი ფორმები. გავეცნობით ძველი საბერძნეთისა და რომის სამყაროს და მის მემკვიდრეობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპული კულტურის ერთ-ერთ საფუძვლად დარჩა.
⛪ შემდეგ შუა საუკუნეების სამყაროში გადავინაცვლებთ - ეპოქაში, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ადამიანის ადგილი სამყაროში. განვიხილავთ რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, ბიზანტიის აღზევებას, ჯვაროსნულ ლაშქრობებს, ისლამურ ოქროს ხანას, შუა საუკუნეების ხელოვნებასა და ლიტერატურას და იმ კულტურულ პროცესებს, რომლებმაც რენესანსისთვის ნიადაგი შექმნა.
🎨 რენესანსთან ერთად ადამიანის ხედვაში ახალი გარდატეხა იწყება. ინდივიდის დაბადება, ჰუმანიზმი, ხელოვნების რევოლუცია, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეფორმაცია და მეცნიერების ახალი გაგება გვაჩვენებს, როგორ იწყებს ადამიანი სამყაროს ახლებურად დანახვას დაკვირვებით, კვლევითა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენით.
🔬კურსის დასკვნით ნაწილში ახალი ეპოქისა და მოდერნიზმის სამყაროში შევალთ. განმანათლებლობა, კლასიციზმი, დარვინის ევოლუციის თეორია, მეცნიერული აზროვნების განვითარება, ინდუსტრიული და კულტურული გარდაქმნები, მოდერნისტული ფილოსოფია და ხელოვნება, ფროიდის მიერ ქვეცნობიერის აღმოჩენა და მასობრივი კულტურის დაბადება დაგვანახებს, როგორ ჩამოყალიბდა თანამედროვე ადამიანის ცნობიერება.
➡ კურსის დასასრულს ოთხ ეპოქას ერთ მთლიან სურათად შევკრავთ და დავფიქრდებით: რა გზამ მოგვიყვანა დღევანდელ სამყარომდე და რამდენად განსხვავებულია თანამედროვე ადამიანი იმ ადამიანისგან, რომელმაც ეს ისტორია დაიწყო.
➡ გელით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ გაიაზროთ კაცობრიობის ისტორიის გარდამტეხი მოვლენები, მიიღოთ ინფორმაცია ეპოქებსა და ამ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების შესახებ და რაც მთავარია დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც კურსის განმავლობაში სფეროს სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელებთ.
👇 კურსის დეტალები:
📅 დაწყების თარიღი: 11 ნოემბერი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2–3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 სრული კურსის ღირებულება – 885₾
📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/KyWHLshZ
☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets