Advertisement
#TIFL2026: დისკუსია: „ლიტერატურა და წინააღმდეგობა თარგმანში“27 სექტემბერს 15:00 გაიმართება დისკუსია - „ლიტერატურა და წინააღმდეგობა თარგმანში“.
მონაწილეები: პაულინა ბარანოვსკა (პოლონეთი, მიეროშევსკის ცენტრი), მაგდა ნოვაკოვსკა (პოლონეთი) და კატია ვოლტერსი (გერმანია).
ენა: ქართული/ინგლისური
საქართველოში ლიტერატურა განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის საერთო ბედთან, სტალინური წმენდების დროს დახვრეტილი პოეტებიდან დაწყებული და იმ თანამედროვე მწერლებით დამთავრებული, რომლებიც დღეს ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო იდევნებიან და პატიმრობაში იმყოფებიან. პანელის მონაწილეები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ იქცევა ლიტერატურული თარგმანი კრიზისის დროს კომუნიკაციისა და სოლიდარობის ინსტრუმენტად, როგორც რეპრესიების კვალის მატარებელი მწერლების შემოქმედებისა და ბიოგრაფიების კვლევის გზით, ისე პოლონეთსა და საქართველოს შორის ლიტერატურული გაცვლის მდგრადი მხარდამჭერი სისტემების შექმნის მეშვეობით.
მაგდალენა ნოვაკოვსკა და კატია ვოლტერსი ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ იკვეთება ისტორია და თანამედროვეობა იმ ქართველი ავტორების ნაწარმოებებსა და ბიოგრაფიებში, რომელთა ტექსტებსაც ისინი თარგმნიან.
დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმობა ინიციატივებს, რომელთა წყალობითაც ქართული ლიტერატურა დღეს პოლონელ მკითხველამდე უშუალოდ ორიგინალი ენიდან, ორმოცი წლის შემდეგ პირველად, აღწევს.
პაულინა ბარანოვსკა (მიროშევსკის ცენტრი) წარმოადგენს პოლონურ-ქართული მთარგმნელობითი სკოლის ორი გამოცემის შედეგებს და ისაუბრებს იმ პუბლიკაციებზე, რომლებიც ნათელს ჰფენენ პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ლიტერატურულ და სოციალურ ურთიერთობებს.
დასწრება თავისუფალია
გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის 16)
#TIFL2026: Discussion: “Literature and Resistance in Translation”
On September 27 at 15:00, a discussion titled “Literature and Resistance in Translation” will take place.
Participants: Paulina Baranowska (Poland, Mieroszewski Centre), Magda Nowakowska (Poland), and Katia Wolters (Germany).
Literature in Georgia remains inextricably linked to the collective fate of the country, from poets executed during the Stalinist purges to contemporary writers who are being imprisoned today for participating in protests against authoritarian rule.
The panelists will discuss how literary translation becomes a tool for communication and solidarity in times of crisis, both through research into the works and biographies of writers marked by repression and through the creation of sustainable support systems for literary exchange between Poland and Georgia.
Magdalena Nowakowska and Katja Wolters will discuss how history and the present intersect in the works and biographies of Georgian authors whose writings they translate.
The second part of the discussion will focus on initiatives through which Georgian literature is now reaching Polish readers directly from the original language, for the first time in forty years.
Paulina Baranowska (Mieroszewski Centre) will present the achievements of two editions of the Polish-Georgian School of Translation and discuss publications that shed light on the mutual literary and social relations between Poland and Georgia.
Language: Georgian/English
Free admission
Goethe-Institut (16 Zandukeli St.)
Advertisement
Event venue
Goethe-Institut Georgien, 16 Zandukeli St.,Tbilisi, Georgia
Tickets