Advertisement
მაქს ჰორკჰაიმერის და თეოდორ ვ. ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა« (1944-47; 1969) კრიტიკული თეორიის ფუძემდებლური ნაშრომია. მისი მთავარი მიზანია ისტორიული, საზოგადოებრივი და ეპისტემოლოგიური პირობების კრიტიკა, რომლებმაც შესაძლებელი გახადა სინგულარული საზოგადოებრივი კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის განმანადგურებლური ანტისემიტიზმის სახით.ამდენად, თავი »ანტისემიტიზმის ელემენტები« მისი ხშირად ასეთად შეუცნობელი ცენტრალური »ფილოსოფიური ფრაგმენტია.« წიგნის მთავარი თეზისი — განმანათლებლობის ცივილიზაციური პროცესი მითოსის განდევნით დაიწყო, თუმცა ბოლომდე განვითარებული განმანათლებლობა თავად მითოსსა და »ახალ ბარბაროსობას« უბრუნდება — აქ გაშლილია ანტისემიტიზმის, როგორც პოლიტიკური შეშლილობის კრიტიკად.
ერთი მხრივ, ანტისემიტიზმის ელიმინატორულ ფორმას, რომელიც ნაციონალურ-სოციალისტური გერმანიაში განხორციელდა, ვერ მოვწყვეტთ ზოგად საზოგადოებრივ პირობებს, რომლებიც მიმეტური ქცევის ჩახშობასა და ავტორიტარულ ხასიათში ინვიდის მიერ თვითდასახიჩრებას გასაგნებული კაპიტალის ლოგიკის განზოგადების შედეგად იწვევენ. მეორე მხრივ, ევროპელ ებრაელთა განადგურების სინგულარული მოვლენა მეორე მსოფლიო ომის დროს ვერაფრით ჯდება კაპიტალის ლოგიკის ჩარჩოებში და, ამდენად, მისი ახსნის მცდელ ისტორიის როგორც მარქსისტული, ისე »ბურჟუაზიული« თეორიების საფუძვლებსაც აქარწყლებს.
იმავე კრიტიკულ იმპულსს თავში »კულტურის ინდუსტრიის, როგორც მასების მოტყუების« შესახებ ავტორები იმ უკვე თითქმის ასიოდ წლის წინ განხორციელებული ტრანსფორმაციის ანალიზზე მიმართავენ, რომელმაც ხელოვნების შემოქმედებისა და მთლიანად კულტურის ინდუსტრიული წარმოებისა და მოხმარების წესზე გადასვლა გამოიწვია.
»კულტურა დღეს ყველაფერს მსგავსებით ამარცხებს«. — ხელოვნების ნაწარმოების ფორმის კანონი კულტურის ინდუსტრიის სქემატიზმმა ჩაანაცვლა. ფილმები, მუსიკა, სატელევიზიო შოუები და დღეს, სოციალური მედიაც, მიმეტური იმპულსის რეგლამენტაციისა და კონსტრუქციულ-რაციონალური პრინციპის სტანდარტიზაციის შედეგია, რის მიღმაც მხოლოდ არარეგლამენტირებულ გამოცდილებას თუ გავყავართ.
◾️ ღონისძიების ადგილი:
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16,
0108 თბილისი
◾️ ღონისძიების თარიღი და დრო:
კვირა, 06. აპრილი,
16:00 საათი
◾️ წიგნის მთარგმნელი და მომხსენებელი დევი დუმბაძე გაუძღვება ნიუ-იორკიდან ონლაინ ჩართვით პრეზენტაციას და მოხსენებას.
◾️ პრეზენტაცია და მოხსენება გაიმართება ქართულ ენაზე.
ორგანიზატორი: საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.
პარტნიორი: ისრაელის საელჩო საქართველოში.
წიგნის თარგმანი და გამოცემა შესაძლებელი გახდა გოეთეს ინსტიტუტისა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის საზოგადო სტუდენტური კავშირის მხარდაჭერით.
მომხსენებლის ბიოგრაფია:
დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), ასწავლის ხელოვნების ისტორიას და ესთეტიკას ნიუ-იორკის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (School of Visual Arts). მისი პუბლიკაციებია: »ხელოვნება და ხსნა. ადორნოს ‘ესთეტიკური თეორია’«; »ჰოლოკოსტის კლიმატის ცვლილება. ისრაელის განადგურება ტიმოტი სნაიდერის ‘შავი მიწა’-ში«, »განმანათლებლობა და კატასტროფა. რატომ არის 'განმანათლებლობის დიალექტიკა' აქტუალური«. თარგმანები: თეოდორ ვ. ადორნოს »ესთეტიკური თეორია« (2019), ჰანს ბელერის »კინომონტაჟის ასპექტები« (2006), ვალტერ ბენიამინის »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში / ისტორიის ცნების შესახებ« (2007), მაქს ჰორკჰაიმერის და თეოდორ ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები« (2012, 2025). 2015 წელს სა.გა.-ში გამოიცა მისი წიგნი »იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, ადორნოს იდეოლოგიის კრიტიკა«.
Max Horkheimer and Theodor W. Adorno’s »Dialectic of Enlightenment« (1944-47; 1969) is a foundational work of Critical Theory. Its primary aim is to critique the historical, social, and epistemological conditions that enabled the singular social catastrophe of the eliminatory antisemitism of World War II.
In this context, the chapter »Elements of Antisemitism« represents an at times unrecognized central »Philosophical Fragment« of the work. The book’s main thesis – that the civilizational process of Enlightenment began with the expulsion of myth, yet fully developed Enlightenment ultimately returns to myth and “new barbarism” – is unfolded here as a critique of antisemitism as a political delusion.
On one hand, the eliminatory form of antisemitism manifested in National Socialist Germany cannot be separated from the broader social conditions, which consist in the generalization of the objectified logic of capital. They express themselves as the regimentation of mimetic comportment and the self-mutilation of the individual as an authoritarian character. On the other hand, the singular event of the extermination of European Jews during World War II defies the framework of the logic of capital and, thus, undermines both Marxist and »bourgeois« theories of history attempting to explain it.
In the chapter on The »Culture Industry: Enlightenment as Mass Deception«, the same critical impulse is directed to analyzing the transformation that took place nearly a century ago, wherein artistic creation and culture as a whole shifted to the mode of industrial production and consumption.
»Culture today defeats everything through similarity.« – The formal law of the artwork has been supplanted by the schematism of the culture industry. Films, music, and television shows, as well as today's social media, are results of regimented mimesis and the standardization of the constructive-rational principle. Only unregimented experience can perhaps lead beyond this social state.
Speaker's biography:
Devi Dumbadze (New York) teaches art history and aesthetics at the School of Visual Arts in New York. His publications are: »Art and Salvation. Adornos ‘Aesthetic Theory’«; »The Climate Change of the Holocaust. On Destruction of Israel in Timothy Snyder’s ‘Black Earth’«; »Enlightenment and Catastrophe. Why ‘Dialectics of Enlightenment’«; »Ideology and Unregimented Experience. Hegel's Philosophy of Religion, Adorno’s Critique of Ideology«. Translations include: Theodor W. Adorno, »Aesthetic Theory« (2019), Hans Beller’s »Montage«, Walter Benjamin's »The Work of Art in the Age of Mechanical Reproduction / On the Concept of History« (2007), Max Horkheimer and Theodor Adorno: »Dialectic of Enlightenment. Philosophical Fragments« (2012, 2025).
The presentation and the lecture will be in Georgian.
Organizer: Sa.Ga. Publishing for Society
Partnership: Embassy of Israel in Georgia
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Goethe-Institut Georgien, მიხეილ ზანდუკელის ქუჩა 16, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia