Advertisement
სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში.იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთდროულად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. სიგარეტის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად შეზღუდულია საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა;
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
13 კმ, საშუალო სირთულის რელიეფი.
ტურის საერთო სირთულე:
★★☆☆☆- (საშუალოზე მარტივი)
მსუბუქი ბარგი, არაერთგვაროვანი რელიეფი, მოკლე მანძილი.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• ლაშქრობისათვის მოსახერხებელი ფეხსაცმელი;
• მზისგან დამცავი საშუალებები;
სასურველი:
• მზის სათვალე;
• საწვიმარი;
კვება:
კვება ინდივიდუალურად, იქონიეთ 1 დღის სამყოფი საჭმელი და სასმელი, ასევე არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• წვიმის/ნისლის შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ხედი და სანახაობა;
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შეკრების ადგილი და დრო:
M ისანი (ავტოსადგომი ყოფილ ევექსის კლინიკასთან)
06.04.2025
08:00
გასვლის დრო - 08:30. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).
ღირსშესანიშნაობანი:
• კოჯრის/აზეულას/ქოროღლის ციხე;
• ხედები ქვემო ქართლის დაბლობზე;
• კაბენის ჩანჩქერი;
• კაბენის მონასტერი;
• ასურეთის (ელიზაბეთტალის) გერმანული უბანი;
• სურვილის შემთხვევაში, საღამოს შესაძლებელია სტუმრობა ასურეთში მდებარე გერმანულ რესტორანში "სადგური";
ფასი:
55 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: კოჯორი-ასურეთი
ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• გიდი;
ფასში არ შედის:
• კვება ტურის განმავლობაში;
• რესტორნის კვების ღირებულება;
• შაჰ-აბასის მოძღვრება;
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ ბრუნდება.
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ელიზაბეტთალი / Elisabethtal, German Church, თეთრიწყარო, საქართველო,Tetritskaro, Kvemo Kartli, Georgia, Tbilisi