Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ემოციები" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები კლინიკურ ფსიქოლოგ ქეთი დალინკევიჩთან თემაზე: „ემოცია და სხეული".ფსიქოთერაპიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის გონების, სხეულის და სულიერების ურთიერთკავშირს. მათი თანხვედრა აუცილებელია როგორც ადაპტაციისთვის, ასევე ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის. ემოცია, ფიქრი და ქცევა ერთიან სისტემას ქმნის, რომლის ბალანსი გავლენას ახდენს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე.
ლექციაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა:
როგორ არის დაკავშირებული ემოცია და სხეული და რატომ არის ეს კავშირი მნიშვნელოვანი;
სხეულისგან მიღებული სიგნალების გაცნობიერება – როგორ გვიგზავნის სხეული შეტყობინებებს და რას ნიშნავს ისინი;
პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება დამსწრეებს სხეულზე დაკვირვებით უკეთ ამოიცნონ საკუთარი ემოციები.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის როლი ემოციებისა და სხეულის ურთიერთქმედებაში;
ლექცია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას იმ პროცესებზე, რომლებიც ემოციებისა და სხეულის ურთიერთკავშირს განაპირობებს. წარმოდგენილი სტრატეგიები და რეკომენდაციები დაეხმარება დამსწრეებს, უკეთ გაიგონ საკუთარი ემოციები, გაამყარონ სხეულთან კავშირი და შეიძინონ პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ადაპტური ფუნქციონირების შესაძლებლობას მისცემს.
📅 შეხვედრის თარიღი - 7 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📍 მისამართი: იოსებიძის 57
✅ შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/jrt4mi6o
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets