Advertisement
8 აპრილს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება Canon-ისა და Nanlite-ის ერთობლივი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი და უმაღლესი ხარისხის ფოტო-ვიდეო ტექნიკა. გამოფენაზე გამოიფინება Canon-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი C80, ასევე ახალი მოდელები R50V და V1, რომლებიც 26 მარტს გამოჩნდა ბაზარზე. გარდა ამისა, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ სხვა Full Frame, PTZ და სატელევიზიო კამერები.გამოფენის ფარგლებში რამდენიმე სეტია შექმნილი, რომელიც ასახავს სატელევიზიო გადაცემებს, პოდკასტი ინტერვიუებს და Live Stream ჩართვებს. აღნიშნული სეტები აღჭურვილი იქნება Nanlite-ის უახლესი LED განათებით. სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილზე გატესტონ პროფესიონალური ტექნიკა.
დასწრება თავისუფალია. გამოფენა გაიხსნება 09:00 საათზე და დაიხურება 18:00-ზე.
გელოდებით ყველას!
ბოლოს, გთხოვთ, ნუ გამოტოვებთ შანსს, რომ პირადად შეიტყოთ უახლესი ტექნიკის შესახებ და გატესტოთ ისინი!
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Holiday Inn Tbilisi Hotel, Glass Dome Guesthouse, 26 მაისს მოედანი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia