#StayHappening
Thu, 28 Jan, 2027 at 12:00 pm to Mon, 01 Feb, 2027 at 02:00 pm UTC+01:00

შვეიცარია-ბერნინა, მონაკო-მონტე კარლო, საფრანგეთი-ნიცა,, იტალია-მილანი, 4 ქვეყანა ერთ ტურში

  • Milan,Italy · Milano
Dgl Tours Publisher / Host Dgl Tours
Share
\u10e8\u10d5\u10d4\u10d8\u10ea\u10d0\u10e0\u10d8\u10d0-\u10d1\u10d4\u10e0\u10dc\u10d8\u10dc\u10d0, \u10db\u10dd\u10dc\u10d0\u10d9\u10dd-\u10db\u10dd\u10dc\u10e2\u10d4 \u10d9\u10d0\u10e0\u10da\u10dd, \u10e1\u10d0\u10e4\u10e0\u10d0\u10dc\u10d2\u10d4\u10d7\u10d8-\u10dc\u10d8\u10ea\u10d0,, \u10d8\u10e2\u10d0\u10da\u10d8\u10d0-\u10db\u10d8\u10da\u10d0\u10dc\u10d8, 4 \u10e5\u10d5\u10d4\u10e7\u10d0\u10dc\u10d0 \u10d4\u10e0\u10d7 \u10e2\u10e3\u10e0\u10e8\u10d8 📣 4 ქვეყანა ერთ დაუვიწყარ მოგზაურობაში! 🇮🇹🇨🇭🇲🇨🇫🇷
✨ იტალია • შვეიცარია • მონაკო • საფრანგეთი
🏔️❄️🌊 მილანი • ბერნინა • სენტ-მორიცი • მონაკო • მონტე-კარლო • ნიცა
📣ტურისტული კომპანია Dgl Tours დი ჯი ელი 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გთავაზობთ განსაკუთრებულ 5-დღიან მოგზაურობას — ერთ ტურში მოვინახულებთ 4 ქვეყანას და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ევროპულ სამყაროს. ❤️
თოვლიანი შვეიცარიული ალპები და ბერნინას საოცარი სარკინიგზო გზა, ზღაპრული სენტ-მორიცი, ელეგანტური მილანი, მონაკოს ფუფუნება, მონტე-კარლო და ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი ნიცა — ეს მოგზაურობა ზამთრის ევროპას სრულიად განსხვავებული ფერებით დაგვანახებს. ❄️🚂🏔️🌴🌊
📌 ეს მოგზაურობა ტურისტული კომპანია Dgl Tours დი ჯი ელისთვის განსაკუთრებული ინფო ტურია — პირველად გთავაზობთ სწორედ ამ განსხვავებულ მარშრუტს, რომელიც ოთხ ქვეყანას აერთიანებს: იტალიას, შვეიცარიას, მონაკოსა და საფრანგეთს. 🇮🇹🇨🇭🇲🇨🇫🇷❤️
❄️ ამჯერად პირველად გავივლით ბერნინას ზღაპრულ ალპურ მარშრუტს და ვესტუმრებით სენტ-მორიცს, ხოლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ერთმანეთს შევუთავსებთ მონაკოს, მონტე-კარლოსა და ულამაზეს ნიცას.
🚐 შვეიცარიაში, ასევე მონაკოსა და ნიცაში, მთელი დღის განმავლობაში მოგვემსახურებიან გამოცდილი ქართველი გიდ-მძღოლები კომფორტული მინივენებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის. ❤️
⭕️ტურის ღირებულება — 445 € (1325 ლარი)
🇮🇹 I დღე — 28 იანვარი | მილანი
✈️ 15:55 — გაფრენა ქუთაისიდან
✈️ 17:15 — ჩაფრენა მილანის მალპენსას აეროპორტში
✔️ ტრანსფერი სასტუმროში
✔️ დაბინავება და დასვენება
✔️ საღამოს თავისუფალი დრო და სურვილის შემთხვევაში გასეირნება მილანში
🏨 ღამე მილანში
🇨🇭❄️ II დღე — 29 იანვარი | ბერნინა • სენტ-მორიცი
✔️საუზმე სასტუმროში
✔️ დილით ადრე გამგზავრება მილანიდან ტირანოს მიმართულებით
✔️ ტირანო — იტალიური ალპების პატარა ქალაქი და ბერნინას ცნობილი სარკინიგზო მარშრუტის საწყისი წერტილი.
🚂 ბერნინას წითელი მატარებელი — მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ალპური სარკინიგზო მარშრუტი. ბერნინას სარკინიგზო ხაზი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია და იტალიას შვეიცარიასთან აკავშირებს.
✔️ ბრუზიოს სპირალური ვიადუკი — უნიკალური ქვის ვიადუკი, სადაც მატარებელი სიმაღლის დასაძლევად სპირალურად მოძრაობს და თითქმის სრულ წრეს აკეთებს.
✔️ პოსკიავოს ხეობა — იტალიურენოვანი შვეიცარიის ულამაზესი ალპური ხეობა, პატარა დასახლებებითა და შთამბეჭდავი მთის პეიზაჟებით.
✔️ ალპ გრუმი — ადგილი, საიდანაც მყინვარებისა და თოვლიანი ალპების ულამაზესი პანორამები იშლება.
✔️ Lago Bianco — თეთრი ტბა — მაღალმთიანი ტბა, რომელიც ზამთარში თოვლითა და ყინულით იფარება და სრულიად ზღაპრულ სანახაობას ქმნის.
✔️ Ospizio Bernina — 2253 მ — ბერნინას სარკინიგზო ხაზის უმაღლესი წერტილი და მარშრუტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთი.
✔️ პონტრეზინა — ბერნინას მასივის სიახლოვეს მდებარე ულამაზესი შვეიცარიული ალპური კურორტი.
✔️ სენტ-მორიცი — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტი, თოვლიანი მთებით, ტბითა და განსაკუთრებული ალპური ატმოსფეროთი.
✔️ თავისუფალი დრო სენტ-მორიცში
✔️ დაბრუნება ტირანოში
🚐 მინივენებით დაბრუნება მილანში
🏨 ღამე მილანში
🇮🇹 III დღე — 30 იანვარი | მილანი
✔️საუზმე სასტუმროში
ბერნინას ემოციებით დატვირთული დღის შემდეგ გველოდება მშვიდი და შედარებით მსუბუქი დღე მილანში. ❤️
✔️ მილანის დუომო — ქალაქის მთავარი სიმბოლო და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გოთიკური კათედრალი.(10€ სურვილისამებრ)
✔️ ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა — XIX საუკუნის ულამაზესი ისტორიული სავაჭრო გალერეა, შთამბეჭდავი მინის გუმბათითა და ელეგანტური არქიტექტურით.
✔️ ლა სკალა — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საოპერო თეატრი, რომლის სცენასთან არაერთი დიდი კომპოზიტორისა და მომღერლის ისტორიაა დაკავშირებული.
✔️ სფორცას ციხე — XV საუკუნის მონუმენტური ციხე-სასახლე, რომელიც მილანის ძლევამოსილ სფორცების დინასტიას უკავშირდება. ციხის მუზეუმის თანხა 5 €
✔️ მილანის ისტორიული ცენტრი
✔️ თავისუფალი დრო სადილისთვის, კაფეებისა და შოპინგისთვის
🏨 ღამე მილანში
🇲🇨🇫🇷 IV დღე — 31 იანვარი | მონაკო • მონტე-კარლო • ნიცა
✔️საუზმე სასტუმროში და დილით ადრე გამგზავრება მილანიდან ხმელთაშუა ზღვისა და საფრანგეთის რივიერის მიმართულებით.
🇲🇨 მონაკო
✔️ Monaco-Ville — მონაკოს უძველესი ისტორიული ნაწილი, რომელიც კლდოვან კონცხზეა გაშენებული და ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი ხედებით გამოირჩევა.
✔️ პრინცის სასახლე — გრიმალდების დინასტიის მრავალსაუკუნოვანი რეზიდენცია და მონაკოს სამთავროს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.
✔️ მონაკოს საკათედრო ტაძარი — XIX საუკუნის ტაძარი, სადაც განისვენებენ პრინცესა გრეის კელი და პრინცი რენიე III.
✔️ მონაკოს ნავსადგური — იახტებით, ხმელთაშუა ზღვითა და ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედებით გამორჩეული ადგილი.
✔️ მონტე-კარლო — მონაკოს ყველაზე ცნობილი და ელეგანტური რაიონი, რომელიც ფუფუნებასთან და განსაკუთრებულ ატმოსფეროსთან ასოცირდება.
✔️ Casino de Monte-Carlo — XIX საუკუნის ლეგენდარული კაზინო და მონტე-კარლოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო.
🇫🇷 ნიცა
✔️ Promenade des Anglais — ნიცის სახელგანთქმული ზღვისპირა პრომენადი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიუყვება და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია.
✔️ Vieux Nice — ძველი ნიცა — ქალაქის ისტორიული გული, ვიწრო ქუჩებით, ფერადი სახლებითა და პატარა მოედნებით.
✔️ Place Masséna — ნიცის მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოედანი, გამორჩეული არქიტექტურითა და ცოცხალი ქალაქური ატმოსფეროთი.
✔️ თავისუფალი დრო სადილისთვის, ზღვისპირა გასეირნებისა და ქალაქის დამოუკიდებლად დასათვალიერებლად
🚐 საღამოს დაბრუნება მილანში
🏨 ღამე მილანში
🇮🇹 V დღე — 1 თებერვალი | მილანი
✔️ საუზმე
✔️ თავისუფალი დრო მილანში
✔️ მცირეხნიანი გასეირნება და შოპინგი
✔️ 14:00 ტრანსფერი მალპენსას აეროპორტში
✈️ 17:50 — გაფრენა მილანიდან
✈️ 00:55 — ჩაფრენა ქუთაისში
💶 ტურის ღირებულება — 445 €
⭕️ ტურის თანხაში შედის:
➡️ 4★ სასტუმრო მილანში — 4 ღამე, კარგ ლოკაციაზე
➡️ საუზმე სასტუმროში
➡️ 2 ტრანსფერი: მალპენსას აეროპორტი → მილანის სასტუმრო → მალპენსას აეროპორტი
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ გამყოლი კომპანიიდან სრული ტურის განმავლობაში
⭕️ ტურის თანხაში არ შედის:
➡️ ავიაბილეთი — ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია შეძენის მომენტში არსებულ ტარიფზე.
➡️ ავტობუსი თბილისი-ქუთაისი-თბილისი 60 ლარი.
➡️ შვეიცარიაში სრული დღის მინივენით მომსახურება — 160 €
➡️ მონაკოსა და ნიცაში სრული დღის მინივენით მომსახურება — 160 €
➡️ ბერნინას წითელი მატარებლის ბილეთი, დაახლოებით — 60 € -მდე
➡️ City Tax — ქალაქის ტურისტული მოსაკრებელი: 8 € დღეში, ჯამში 45 €
➡️ კვება და პირადი ხარჯები
➡️ ფასიანი ობიექტების შესასვლელი ბილეთები — სურვილის შემთხვევაში
⭕️ ტურის პირობები:
✔️ ტურის დასაჯავშნად პირველ ეტაპზე აუცილებელია ავიაბილეთის თანხის გადახდა.
✔️ მგზავრობისთვის აუცილებელია მოქმედი ბიომეტრიული საზღვარგარეთის პასპორტი.მინიმუმ 6 თვის ვადით.
✔️ ტურის ღირებულება გათვლილია ერთ ადამიანზე, ორადგილიან ნომერში განთავსებით.
✔️ ერთადგილიანი ნომრის სურვილის შემთხვევაში ემატება შესაბამისი სხვაობა.
✔️ ტურის დარჩენილი თანხა სრულად უნდა დაიფაროს გამგზავრებამდე 15 დღით ადრე.
✔️ ვიზიტორის მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება და სხვა ტურზე არ გადადის. არც ავიაბილეთები არ გაიცვლება და თანხაც არ ბრუნდება.
✔️ ავიაკომპანიის მიერ რეისის დროის, თარიღის, გაუქმების ან სხვა ცვლილების შემთხვევაში ტურისტული კომპანია პასუხისმგებელი არ არის.
✔️ არასრულწლოვანმა მგზავრმა თან უნდა იქონიოს საზღვრის კვეთისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები.
❤️ ხუთი დღე, ოთხი ქვეყანა და სრულიად განსხვავებული ევროპა — იტალიური ელეგანტურობიდან თოვლიან შვეიცარიულ ალპებამდე, მონაკოს ფუფუნებიდან ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს ნიცამდე!
📞597537979 თამარი WhatsApp
📞598181972 თამარი Viber
#dgltours #discovergeorgialand

Event venue

Milan,Italy, Milan, Italy, Milano

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Milano

Milano is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.