#StayHappening
Sat, 21 Nov, 2026 at 12:00 pm UTC+04:00

ფსიქოსექსოლოგია კონსულტირებაში

  • ნინო რამიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო · Tbilisi
Irine Tabutsidze Publisher / Host Irine Tabutsidze
Share
\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10e1\u10d4\u10e5\u10e1\u10dd\u10da\u10dd\u10d2\u10d8\u10d0 \u10d9\u10dd\u10dc\u10e1\u10e3\u10da\u10e2\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10d0\u10e8\u10d8
Advertisement
სექსუალობა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა სექსუალურ სირთულეებზე საუბარი ხშირად თავად კლიენტისთვისაც და ფსიქოლოგისთვისაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
კლიენტებს ზოგჯერ უჭირთ საკუთარი პრობლემის სახელდება, სექსუალურ გამოცდილებაზე საუბარი და სპეციალიზებული დახმარების მოძიება. ამ დროს ფსიქოლოგის პროფესიული მზაობა, შესაბამისი ცოდნა და სწორი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღებას გავამახვილებთ ქალებში გავრცელებულ ორ სექსუალურ სირთულეზე: ანორგაზმიასა და პენეტრაციის შიშზე.
რას განვიხილავთ?
• ქალის სექსუალური რეაქციის თავისებურებები და ორგაზმის ფიზიოლოგიური საფუძვლები;
• ანორგაზმია - შესაძლო მიზეზები, გავრცელებული მცდარი წარმოდგენები და სექსუალური განათლების მნიშვნელობა;
• პენეტრაციის შიში - შიშის, ტკივილის მოლოდინისა და სხეულის უნებლიე რეაქციების ურთიერთკავშირი;
• რატომ უჭირთ ქალებს სექსუალურ პრობლემებზე საუბარი და სპეციალისტთან მისვლა;
• როგორ დავიწყოთ სექსუალური თემების განხილვა ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში;
• ფსიქოგანათლება, როგორც კონსულტირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი;
• ფსიქოლოგის კომპეტენციის საზღვრები და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობის საჭიროება.
რას მიიღებთ შეხვედრისგან?
• ცოდნას ქალის სექსუალური რეაქციისა და სექსუალური სირთულეების შესახებ;
• რთული სექსოლოგიური საკითხების მარტივად და გასაგებად ახსნის მიდგომებს;
• პრაქტიკულ ორიენტირებს კლიენტთან სექსუალურ თემებზე საუბრისთვის;
• უკეთეს წარმოდგენას ფსიქოლოგის როლსა და პროფესიულ პასუხისმგებლობაზე ამ მიმართულებით.
ვისთვის არის შეხვედრა?
პირველ რიგში, პრაქტიკოსი და დამწყები ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისა და ფსიქოლოგიის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ქალის სექსუალობის ფსიქოლოგიური ასპექტები.
შეხვედრაზე ვეყრდნობით მაია ჭავჭანიძის ნაშრომს „კლინიკური სექსოლოგიის პროპედევტიკა“ და შესაბამის თემებზე დამატებით პროფესიულ მასალას.
ფორმატი: ერთდღიანი, 3-საათიანი საგანმანათლებლო შეხვედრა.
დრო: 21 ნოემბერი 12.00.
ფასი: 80 ლ.
დამსწრეთა რაოდენობა: 12
მე ვარ ირინა ტაბუციძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ტრენერი, ნლპ-ი მასტერ-პრაქტიკოსი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
რატომ გადავწყვიტე ამ თემაზე შეხვედრის ჩატარება?
ჩემს პროფესიულ პრაქტიკაში არაერთხელ შევხვედრივარ შემთხვევებს, როდესაც კლიენტის სექსუალური სირთულეები სპეციალიზებულ ცოდნასა და სექსოლოგის ჩართულობას საჭიროებდა. ასეთ დროს ქალებს შესაბამის სპეციალისტებთან ვამისამართებდი.
თუმცა პრაქტიკამ მაჩვენა, სპეციალისტთან გადამისამართება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ქალი მასთან მივა. სექსუალურ პრობლემებზე საუბარი, მათი აღიარება და დახმარების ძიება ხშირად იმდენად რთულია, რომ ქალი ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ან არ ახერხებს.
სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა სურვილი, თავადაც უფრო ღრმად შემესწავლა ფსიქოსექსოლოგია. მინდოდა უკეთ გამეგო ეს საკითხები, შემეძინა საჭირო ცოდნა და უფრო კომპეტენტურად დავხმარებოდი ჩემს კლიენტებს.
ამ შეხვედრაზე მინდა გაგიზიაროთ არა მხოლოდ მიღებული ცოდნა, არამედ ის პროფესიული გამოცდილება და დაკვირვებებიც, რომლებმაც ამ მიმართულებით სწავლისკენ მიბიძგა.
მჯერა, რომ ფსიქოლოგისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, როგორ დაიწყოს საუბარი სექსუალურ სირთულეებზე, როგორ მიაწოდოს კლიენტს საჭირო ინფორმაცია და როგორ დაეხმაროს მას კონსულტირების პროცესში.
რეგისტრაციის ლინკი:
https://forms.gle/dwVwiPvvt9nhCqHPA
Advertisement

Event venue

ნინო რამიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, ნინო რამიშვილის ქუჩა 20, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.