Advertisement
გიწვევთ ფლიმარკეტზე ფილმის “ნეგატივი 20 წლის შემდეგ” მხარდასაჭერად. ღონისძიება გაიმართება “ეზოში” (გერონტი ქიქოძის 16) 14 ნოემბერს 12 სათიდან 20 საათამდე.
ბევრისთვის უკვე ცნობილია, რომ რეჟისორი ზაზა კავთუაშვილი იღებს ფილმს “ნეგატივი 20 წლის შემდეგ” ზვიად რატიანის ამავე სახელწოდების ლექსის და ამ ლექსზე დაწერილი მუსიკის მიხედვით (კომპოზიტორი იოანე ყველაშვილი).
ეს ფილმი მთლიანად საზოგადოების შემოწირულობით და მისი შემწეობით იქმნება. გადაღებები თითქმის ბოლოშია გასული. ფილმის დასასრულებლად ისევ მოგმართავთ დახმარებისათვის.
აქ გელოდებათ ქართველი მეწარმეების შექმნილი პროდუქტი, სუვენირები და ნივთები. ასევე წარმოდგენილი იქნება ფილმთან დაკავშირებული ფოტოებით შექმნილი სუვენირები(პინები, სტიკერები, სანიშნეები, სამაჯურები, კალენდარი, პოსტერები, ფილმთან დაკავშირებული რეკვიზიტები, გემრიელი ნამცხვრები და კარგი ადამიანები.
გაშვებული იქნება ფილმის თიზერები, ვიდეოები, რაც წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორ იღება ეს ფილმი.
გელოდებათ ასევე ცოცხალი მუსიკა, სასმელი და მხიარულება.🌟🌷
Advertisement
Event venue
ეზო • ezo, ლადო ასათიანი ქუჩა 31, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets