Advertisement
ტაიჩი (Tai Chi), ასევე ცნობილი როგორც თაიძიცუან (Tai Chi Chuan ან Taijiquan), არის ჩინური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც აერთიანებს ნელ, კოორდინირებულ და შემოწყობილ მოძრაობებს, სუნთქვის კონტროლს და გონების კონცენტრაციას. ტაიჩის მიზანია სხეულის, გონების და ენერგიის ბალანსი და ჰარმონია.სიტყვიერად:
“ტაი” (太) ნიშნავს “უზენაესს” ან “დიდს”,
“ძი” (极) ნიშნავს “წესს”, “საბოლოოს” ან “უკანასკნელს”,
“ჩუანი” (拳) ნიშნავს “მუშტი” ან “საბრძოლო ხელოვნება”.
ამგვარად, თაიძიცუანი ითარგმნება როგორც „უზენაესი საბოლოო მუშტი“ ან „უზენაესი საბრძოლო ხელოვნება“.
ძირითადი მახასიათებლები:
ნელი და გამართული მოძრაობები – რომლებიც ეხმარება სხეულის და გონების მოდუნებაში.
ჩი ენერგია - ტრადიციული ჩინური ცნება ენერგიის შესახებ, რომლის გამტარობა და ბალანსი მნიშვნელოვანია ტაიძიში.
თავდაცვის ელემენტები – მიუხედავად იმისა, რომ ტაიძი ხშირად გამოიყენება როგორც ვარჯიში ჯანმრთელობისთვის, ის მაინც საბრძოლო ხელოვნებაა თავისი არსით.
რატომ ვარჯიშობენ ტაიძის?
სტრესის შემცირებისთვის,
გონებისა და სხეულის კოორდინაციისთვის, ენერგიის გაზრდისთვის და გაწონასწორებისთვის.
შეხვედრას გაუძღვება: ლაშა სუმბულაშვილი
უშუს ფედერაციის პრეზიდენტი
38 წლიანი გამოცდილებით საბრძოლო ხელოვნებაში.
⏳️ხანგრძლივობა: 90წთ.
💰ფასი: 50 ლარი.
📞 598 25 76 77
⚠️აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, ადგილი იჯავშნება თანხის გადმორიცხვის შემდეგ
სულ: 10 ადგილი.
Advertisement
Event venue
tskinvali highway 9, Gori, Georgia, Freehold, United States
Tickets