#StayHappening
Sat, 28 Nov, 2026 at 05:00 am to Tue, 01 Dec, 2026 at 11:35 pm UTC+03:00

სტამბოლი, საპანჯას ტბა, მაშუკიე, კარტეპე, საფირონი,პირველად ჩვენს ტურზე.

  • Istanbul, Turkey · Istanbul
Dgl Tours Publisher / Host Dgl Tours
Share
\u10e1\u10e2\u10d0\u10db\u10d1\u10dd\u10da\u10d8, \u10e1\u10d0\u10de\u10d0\u10dc\u10ef\u10d0\u10e1 \u10e2\u10d1\u10d0, \u10db\u10d0\u10e8\u10e3\u10d9\u10d8\u10d4, \u10d9\u10d0\u10e0\u10e2\u10d4\u10de\u10d4, \u10e1\u10d0\u10e4\u10d8\u10e0\u10dd\u10dc\u10d8,\u10de\u10d8\u10e0\u10d5\u10d4\u10da\u10d0\u10d3 \u10e9\u10d5\u10d4\u10dc\u10e1 \u10e2\u10e3\u10e0\u10d6\u10d4.
Advertisement
📣 პირველად! ტურისტული კომპანია Dgl Tours — დი ჯი ელი ✈️ თბილისიდან, თვითმფრინავით!
📅 28–29–30 ნოემბერი – 1 დეკემბერი
🇹🇷 ოთხდღიანი სრულიად განსხვავებული ტური შემოდგომის ულამაზეს სტამბოლში — მხოლოდ 585 ლარად!
💖 ეს არ იქნება მუზეუმებით გადატვირთული ტური!
სტამბოლი ის ქალაქია, რომელიც უბრალოდ არ უნდა ნახო — უნდა შეიგრძნო... ✨
ოთხი დაუვიწყარი დღე ქალაქში, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება, ისტორია და თანამედროვეობა გვერდიგვერდ ცხოვრობს, ბოსფორის სანაპიროებზე სასახლეები ირეკლება, ვიწრო ქუჩებში კი აღმოსავლური ბაზრებისა და თურქული ყავის სურნელი ტრიალებს...
ამჯერად სტამბოლს სულ სხვა მხრიდანაც გაჩვენებთ — ისტორიულ და სულიერ სტამბოლთან ერთად გავემგზავრებით ქალაქგარეთაც: ულამაზეს საპანჯას ტბაზე, მაშუკიესა და კარტეპეში. მოვინახულებთ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ღამით გავცურავთ ბოსფორზე და პირველად ჩვენს ტურში ავალთ თანამედროვე სტამბოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ცათამბჯენზე — İstanbul Sapphire-ზე.
🇹🇷 I დღე — ძველი სტამბოლი და ღამის ბოსფორი
✈️ ადრეული ჩაფრენა სტამბოლში
✔️ ტრანსფერი სასტუმროში
✔️ მცირე დასვენება და შემდეგ ვიწყებთ სტამბოლის ისტორიული გულის გაცნობას.
✔️ სულთანაჰმედის მოედანი — ძველი კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე. ამ დღეს ძირითადად უფასო ლოკაციებს მოვინახულებთ — პროგრამა განსაკუთრებით მათთვისაა საინტერესო, ვისაც სტამბოლის ცნობილი ფასიანი მუზეუმები უკვე ნანახი აქვს.
✔️ აია-სოფია — ბიზანტიური კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლო. ამჯერად მას გარედან ვნახავთ და ფოტოებს გადავიღებთ
✔️ თოფქაფის სასახლე — ოსმალეთის სულთნების მრავალსაუკუნოვანი რეზიდენცია. სასახლეს გარედან ვნახავთ, შიგნით არ შევდივართ.
✔️ სულთანაჰმედის ლურჯი მეჩეთი — სტამბოლის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი, ცნობილი ექვსი მინარეთითა და ულამაზესი ინტერიერით.
✔️ რომაული იპოდრომი — ადგილი, სადაც ბიზანტიურ ეპოქაში ეტლების რბოლები, სახელმწიფო ცერემონიები და ქალაქის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენები იმართებოდა.
🌙 19:20 — ღამის კრუიზი ბოსფორზე ✨
სულ სხვა სტამბოლი — განათებული სასახლეები, ხიდები და ბოსფორის ორივე სანაპირო.
💶 55 € — ტრანსფერი + ბოსფორის კრუიზი + თურქული ღამის შოუ + ვახშამი.
🏨 დაბრუნება და ღამისთევა სასტუმროში.
🌿 II დღე — საპანჯა • მაშუკიე • კარტეპე
✔️ საუზმე სასტუმროში
💚 ერთი სრული დღე სტამბოლის ხმაურისგან შორს — ტბა, მთები, ტყეები, ჩანჩქერები, ულამაზესი პანორამები და ლანჩი ბუნებაში!
⭕️ ერთდღიანი ტურის სპეციალური ღირებულება — 50 €
✔️ საპანჯას ტბა — Sapanca Gölü 💙
მარმარილოს რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი ტბა, მწვანე მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული. გვექნება თავისუფალი დრო სანაპიროზე სასეირნოდ, დასასვენებლად და ულამაზესი ფოტოების გადასაღებად.
✔️ მაშუკიე — Maşukiye 🌲💦
ტყეებით, მთის ნაკადულებითა და ჩანჩქერებით ცნობილი მწვანე კურორტი. სახელწოდება სიყვარულთან ასოცირდება, რის გამოც მას ხშირად „სიყვარულის სოფელსაც“ უწოდებენ.
✔️ ლანჩი , რომელიც ტურის ღირებულებაში შედის.
✔️ კარტეპე — Kartepe 🏔️
ულამაზესი მთიანი რეგიონი საპანჯას ტბის თავზე. ზამთარში ცნობილი სამთო-სათხილამურო მიმართულებაა, სხვა სეზონებზე კი ტყეებითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა.
✔️ კარტეპეს შუშის ტერასა 🔭 — სურვილისამებრ, დამატებითი საფასურით.
✔️ კარტეპეს საბაგირო 🚡 — სურვილისამებრ, დამატებითი საფასურით.
✔️ ზიპლაინი და სხვა გასართობი აქტივობები — სურვილისამებრ, დამატებითი საფასურით.
✔️ ადგილობრივი პროდუქციის გაჩერება 🍯🧀 — შესაძლებლობა გვექნება გავეცნოთ და სურვილის შემთხვევაში შევიძინოთ ადგილობრივი პროდუქტები.
⭕️ 50 €-ში შედის:
✅ კომფორტული ტრანსპორტირება
✅ პროფესიონალი ადგილობრივი რუსულ- ან ინგლისურენოვანი გიდი
✅ დაზღვევა
✅ ლანჩი
✅ საპანჯა, მაშუკიე და კარტეპე
✅ ადგილობრივი პროდუქციის გაჩერება
❌ დამატებით ფასიანია სურვილისამებრ არჩეული აქტივობები — საბაგირო, შუშის ტერასა, ზიპლაინი, ზოოპარკი/აკვარიუმი და სხვა პირადი ხარჯები.
🏨 საღამოს დაბრუნება სტამბოლში და ღამისთევა სასტუმროში.
🏙️ III დღე — თანამედროვე სტამბოლი • საფირონი • ისტიკლალი • გალათა, თავისუფალი დრო
✔️ საუზმე სასტუმროში
🆕 პირველად ჩვენს ტურში — İstanbul Sapphire! 🏙️
✔️ სტამბოლის საფირონი — თანამედროვე სტამბოლის ცნობილი ცათამბჯენი ლევენთის რაიონში. მისი პანორამული სივრციდან სრულიად განსხვავებულ სტამბოლს დავინახავთ — ბოსფორს, ქალაქის ევროპულ და აზიურ მხარეებს და თვალუწვდენელ მეგაპოლისს.
➡️ საფირონზე ასვლა სურვილისამებრ.
⚠️ ბილეთის მიმდინარე ღირებულებას გამგზავრებამდე გადავამოწმებთ.
✔️ დოლმაბაჰჩეს სასახლე — სურვილისამებრ. ბოსფორის სანაპიროზე აღმართული ოსმალეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასახლე.
💶 ბილეთი — დაახლოებით 45 €-ის შესაბამისი ლირა.
✔️ ისტიკლალის გამზირი ❤️ — სტამბოლის ყველაზე ცოცხალი საფეხმავლო ქუჩა, მაღაზიებით, კაფეებით, რესტორნებითა და ისტორიული შენობებით.
🏨 ჩვენი სასტუმრო ტაქსიმისა და ისტიკლალთანაა, ამიტომ თავისუფალ საღამოებში დამოუკიდებლადაც შეძლებთ სეირნობას
✔️ისტიკლალის ისტორიული წითელი ტრამვაი 🚋 — სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფოტოგენური სიმბოლო. ნოსტალგიური წითელი ტრამვაი ისტიკლალის გამზირზე, ტაქსიმის მოედანსა და თუნელს შორის მოძრაობს და ქალაქის ძველი სტამბოლური ატმოსფეროს განუყოფელი ნაწილია. სურვილის შემთხვევაში გავისეირნებთ ტრამვაითაც და გადავიღებთ ულამაზეს სამახსოვრო ფოტოებს
✔️ გალათას კოშკი — სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო.
💶 კოშკზე ასვლა — დაახლოებით 30 €, სურვილისამებრ.
🍰 გალათასთან კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცნობილი ჩიზქეიქი და გადაიღოთ ულამაზესი სამახსოვრო ფოტოები.
✔️თავისუფალი დრო
🏨 დაბრუნება სასტუმროში.
⛪ IV დღე — 1 დეკემბერი
სტამბოლის მართლმადიდებლური სიწმინდეები და განსაკუთრებული „გასაღებების ტაძარი“
✔️ საუზმე სასტუმროში
🔑 1 დეკემბერს — ჩვენს ტურში „თვის პირველი დღის ტაძარი“, იგივე „გასაღებების ტაძარი“ — Ayın Biri Kilisesi.
ეს პატარა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ვეფას ისტორიულ უბანში მდებარეობს და სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომლოცველობითი ადგილია. მისი ერთ-ერთი გავრცელებული სახელია ღვთისმშობლის ეკლესია/აიაზმა, ხოლო ხალხში „Ayın Biri Kilisesi“ — „თვის პირველი დღის ეკლესია“ ეწოდება.
❓ რატომ ჰქვია „თვის პირველი დღის ტაძარი“?
იმიტომ, რომ ტრადიციის მიხედვით ყოველი თვის პირველ რიცხვში აქ განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი მიდის. ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ, ჩადიან ტაძართან არსებულ წმინდა წყაროსთან — აიაზმასთან და ითხოვენ ჯანმრთელობას, ოჯახურ კეთილდღეობასა თუ სხვა სურვილის აღსრულებას. საინტერესოა, რომ ტაძარს სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებიც სტუმრობენ.
🔑 და რატომ ეძახიან „გასაღებების ტაძარს“?
აქ არსებობს ხალხური ტრადიცია — მომლოცველები იღებენ პატარა სიმბოლურ გასაღებს, რომელიც იმ „კარის გახსნას“ განასახიერებს, რომლის გახსნაც ადამიანს საკუთარ ცხოვრებაში სურს. სურვილის ასრულების შემთხვევაში ბევრი მათგანი ტაძარში კვლავ ბრუნდება. ეს არის ხალხური მომლოცველობითი ტრადიცია და არა მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიდუმლო ან სწავლება.
❤️ და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სტამბოლში სწორედ 1 დეკემბერს ვიქნებით! ანუ ტაძარს შემთხვევით დღეს კი არა, ზუსტად თვის პირველ რიცხვში ვეწვევით.
⚠️ გაითვალისწინეთ: ყოველი თვის პირველ რიცხვში ტაძართან საკმაოდ დიდი რიგები დგება და შესაძლოა გარკვეული დრო ლოდინი მოგვიწიოს. სხვადასხვა წლებში აღწერილია შემთხვევებიც, როდესაც შესასვლელთან რიგში დაახლოებით ერთი საათი ელოდებოდნენ.
✔️ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო — წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარი ⛪
მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი ცენტრი და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია.
✔️ ფენერის ისტორიული უბანი — ძველი ქუჩები, ფერადი სახლები და სტამბოლის ბერძნული ისტორიის განსაკუთრებული ატმოსფერო.
✔️ წმინდა სტეფანეს ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესია — „რკინის ეკლესია“ — XIX საუკუნის გამორჩეული ტაძარი ოქროს რქის სანაპიროზე. (თუ დრო დაგვრჩება.)
✈️19:30-ზე საღამოს — ტრანსფერი აეროპორტში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით.
💰 ტურის ღირებულება ავიაბილეთის გარეშე — 585 ლარი
⭕️ ღირებულებაში შედის:
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ 4★ სასტუმრო — 3 ღამე სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმისა და ისტიკლალის სიახლოვეს
➡️ საუზმე
➡️ City Tax — ქალაქის ტურისტული მოსაკრებელი 20€
➡️ კომპანიის ქართულენოვანი გამყოლი მთელი ტურის განმავლობაში
➡️ პროფესიონალი ადგილობრივი ქართველი გიდი მომლოცველობით დღეს
⭕️ ღირებულებაში არ შედის:
➡️ ავიაბილეთი თბილისი–სტამბოლი–თბილისი — 4 კგ ხელბარგით
➡️ აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტის ორივე ტრანსფერი — 40 €
➡️ პროგრამაში მითითებული ფასიანი ექსკურსიები, აქტივობები და მუზეუმების ბილეთები
➡️ სადილები და ვახშმები, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც პროგრამაში მითითებულია
⚠️ თურქეთში ფასების ცვლილების გამო მუზეუმებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ბილეთების ღირებულება შესაძლოა შეიცვალოს.
➡️ ასევე, ობიექტური მიზეზების გამო შესაძლებელია პროგრამის დღეებისა და ლოკაციების თანმიმდევრობის შეცვლა.
🇹🇷 თურქეთში მოგზაურობისთვის აუცილებელია:
➡️ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID ბარათი)
➡️ დოკუმენტის მოქმედების ვადა გამგზავრებისას მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს — გთხოვთ, დაჯავშნამდე გადაამოწმოთ.
➡️ ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე, ორადგილიან ან სამადგილიან ნომერში.
➡️ ერთადგილიანი განთავსების მსურველს ემატება შესაბამისი ღირებულება.
➡️ ავიაბილეთს ვიძენთ წინასწარ. ფასი ცვალებადია, ამიტომ მიმდინარე ღირებულებას დაჯავშნისას გადავამოწმებთ.
⭕️ ადგილების დაჯავშნა და თანხის დაბრუნების პირობები:
ადგილების დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. გამოგიგზავნით საბანკო ანგარიშის ნომერს, სადაც ჩარიცხავთ ტურის საფასურს.
❗ ჩარიცხვისას აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი.
❗ თუ ტურზე წამოსვლას ვერ შეძლებთ, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე გადაიტანება.
❗ ავიაბილეთის თანხა არ ბრუნდება და ბილეთი სხვა პირის სახელზე არ ფორმდება.
❗ თუ საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა წარმოიშვა მგზავრის დოკუმენტის, შეზღუდვის ან სხვა პირადი მიზეზის გამო, გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
➡️ არასრულწლოვნისთვის: საჭიროა დაბადების მოწმობა + ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი. მშობელთან/სხვა თანმხლებ პირთან მგზავრობის შემთხვევაში საჭირო დოკუმენტები წინასწარ უნდა გადამოწმდეს.
📞 597 53 79 79 — თამარი | WhatsApp
📞 598 18 19 72 — თამარი | Viber
❤️ სტამბოლი ის ქალაქია, სადაც ერთხელ ჩასვლა იშვიათად კმარა...
ჩვენ კი ამ ოთხ დღეში შევეცდებით გაჩვენოთ მისი სრულიად განსხვავებული სახეები — ისტორიული, სულიერი, აღმოსავლური, თანამედროვე, ბუნებით გამორჩეული და ღამის ბოსფორიდან დანახული ზღაპრული სტამბოლი. 🇹🇷✨
#dgltours #discovergeorgialand
Advertisement

Event venue

Istanbul, Turkey

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Istanbul

BODRUM LELEG YOLU "Yeni Rota"

Sat, 28 Nov at 08:00 am KARTALTEPE MAHALLESİ BİTİŞİK BAĞLAR SOK. MURAT APT. NO 21-3 BAKIRKÖY, 34284 Bakırköy, Turkey

Istanbul is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.