#StayHappening
Sat, 19 Sep, 2026 at 06:30 am to Sun, 20 Sep, 2026 at 11:30 pm UTC+04:00

სომხეთი: მარმაშენი, დაშტადემი, გიუმრი, ხორ ვირაპი, ნოას ბაღი, სევანი, ორდღიანი ტური

  • Gyumri · Gyumri
Dgl Tours Publisher / Host Dgl Tours
Share
\u10e1\u10dd\u10db\u10ee\u10d4\u10d7\u10d8: \u10db\u10d0\u10e0\u10db\u10d0\u10e8\u10d4\u10dc\u10d8, \u10d3\u10d0\u10e8\u10e2\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8, \u10d2\u10d8\u10e3\u10db\u10e0\u10d8, \u10ee\u10dd\u10e0 \u10d5\u10d8\u10e0\u10d0\u10de\u10d8, \u10dc\u10dd\u10d0\u10e1 \u10d1\u10d0\u10e6\u10d8, \u10e1\u10d4\u10d5\u10d0\u10dc\u10d8, \u10dd\u10e0\u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Advertisement
📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours „დი ჯი ელი“ უკვე მეორედ გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ, საავტორო ორდღიან ტურს — „უცნობი სომხეთი“ 🇦🇲
📅 19–20 სექტემბერი
💰 ტურის ღირებულება — 260 ლარი
🕡 გასვლა — 06:30 საათზე
ეს მარშრუტი უკვე თავად გავიარეთ ჩვენი ინფო-ტურის ფარგლებში, შევამოწმეთ ლოკაციები, გზები და დრო — ახლა კი გთავაზობთ სომხეთს განსხვავებული მიმართულებით, ულამაზესი მონასტრებით, შუა საუკუნეების ციხესიმაგრით, არარატის ხედებით, ყვავილების ზღვითა და სევანის ტბით.🇦🇲
⭕ ჩვენი მარშრუტი:
I დღე
✔️ მარმაშენის მონასტერი — X–XI საუკუნეების სომხური არქიტექტურის ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი, რომელიც მდინარე ახურიანის თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს. წითელი ტუფით ნაგები მონასტერი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, ულამაზესი ორნამენტებითა და განსაკუთრებული სიმშვიდით.
✔️ დაშტადემის ციხე — სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. საუკუნეების განმავლობაში იგი მნიშვნელოვან თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა და დვინიდან ანისკენ მიმავალ სავაჭრო გზას აკონტროლებდა. მასიური გალავნები, კოშკები და ბასტიონები დღემდე შთამბეჭდავად გამოიყურება.
✔️ დაშტადემის ციხესთან გავჩერდებით სავახშმოდ — ულამაზეს გარემოში.
✔️ გავემგზავრებით გიუმრიში, სადაც გვექნება თავისუფალი დრო ქალაქში სასეირნოდ მოცეკვავე შადრევნებთან
✔️ ღამისთევა გიუმრის სასტუმროში.
II დღე
✔️ 08:00 — საუზმე სასტუმროში
✔️ 09:00 — ვტოვებთ სასტუმროს და ვაგრძელებთ მოგზაურობას.
✔️ ხორ ვირაპის მონასტერი — სომხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდე. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქ, ღრმა მიწისქვეშა დილეგში, წმინდა გრიგოლ განმანათლებელი 13 წლის განმავლობაში იყო დატყვევებული. მონასტრიდან კი, კარგი ამინდის შემთხვევაში, ბიბლიური არარატის მთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედი იშლება.
✔️ Noah's Garden — „ნოას ბაღი“ — სომხეთის ახალი და უკვე ძალიან პოპულარული ტურისტული სივრცე არარატის ველზე. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებული 150 000-ზე მეტი ყვავილი, ფერადი დეკორაციები, ხელოვნური ტბები, თანამედროვე ფოტოზონები და არარატის ულამაზესი ხედები მართლაც განსაკუთრებულ სანახაობას ქმნის. თავისი მასშტაბითა და ფერადოვნებით ბევრს დუბაის ცნობილ Miracle Garden-ს აგონებს. 🌺🌷📸
✔️ სევანის ტბა — კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი მაღალმთიანი მტკნარი ტბა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1 900 მეტრზე მდებარეობს. სევანს ტყუილად არ უწოდებენ „სომხეთის ლურჯ მარგალიტს“. გავისეირნებთ ნავით სევანის ტბაზე და ულამაზესი ხედებით დავტკბებით.
✔️ ვახშმისთვის გავჩერდებით სევანის ტბის მიმდებარედ.
✔️ დაბრუნება თბილისში.
⭕ აუცილებლად გაითვალისწინეთ:
➡️ საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი ან ID ბარათი (პირადობის მოწმობა), შესაბამისი მოქმედების ვადით.
➡️ არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში წინასწარ გადაამოწმეთ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტები. თუ ბავშვი მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად ან მის გარეშე მოგზაურობს, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
➡️ ტურის განმავლობაში არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე — აუცილებელია პოზიტივი! ❤️
➡️ ტრანსპორტში არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს და არ მივირთმევთ საკვებს. კვებისა და დასვენებისთვის გზად გავჩერდებით.
➡️ ვითვალისწინებთ გიდის მითითებებს და პატივს ვცემთ ჯგუფის თითოეულ წევრს.
⭕ ტურის ღირებულებაში შედის:
✔️ VIP კლასის მიკროავტობუსით მგზავრობა
✔️ სასტუმრო — 1 ღამე გიუმრიში
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ პროფესიონალი გიდის მომსახურება
✔️ საბაჟო და ტრანსპორტთან დაკავშირებული გადასახადები
⭕ ტურის ღირებულებაში არ შედის:
❌ დამატებითი კვება — გთხოვთ, წამოიღოთ შუადღემდე წასახემსებელი, არაფუჭებადი საკვები.
❌ Noah's Garden-ის შესასვლელი ბილეთი — 5 000 დრამი (დაახლოებით 35 ლარი).
❌ სევანის ტბაზე ნავით გასეირნება —
1 500 დრამი (დაახლოებით 11 ლარი)
📍 გასვლის ადგილი:
თბილისი — მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი
⭕ ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ, რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდეთ.
ჯავშნისთვის გამოგიგზავნით საბანკო ანგარიშის ნომრებს.
➡️ ბეს სახით ირიცხება 100 ლარი, დარჩენილი თანხა კი — ტურის დაწყებამდე 5 დღით ადრე.
⚠️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ თქვენი მიზეზით ტურზე წამოსვლას ვეღარ შეძლებთ, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. თანხა სრულად დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული გარემოების გამო ტურის გაუქმება თავად ორგანიზატორს მოგვიწევს.
📞 597 53 79 79 — თამარი (WhatsApp)
📞 598 18 19 72 — თამარი (Viber)
❤️ შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ ჩვენთან ერთად სომხეთი განსხვავებული მარშრუტით — ადგილები, რომლებიც ბევრ მოგზაურს ჯერ კიდევ არ უნახავს!
#dgltours #discovergeorgialand #armenia
Advertisement

Event venue

Gyumri, Armenia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you