#StayHappening
Thu, 09 Jul, 2026 at 06:30 am to Sun, 12 Jul, 2026 at 11:00 pm

სვანეთი - რაჭა: სასვანოს ტბები © Green Zebra

  • Racha, Georgia · Tbilisi
Green Zebra \u2022 \u10db\u10ec\u10d5\u10d0\u10dc\u10d4 \u10d6\u10d4\u10d1\u10e0\u10d0 Publisher / Host Green Zebra • მწვანე ზებრა
Share
\u10e1\u10d5\u10d0\u10dc\u10d4\u10d7\u10d8 - \u10e0\u10d0\u10ed\u10d0: \u10e1\u10d0\u10e1\u10d5\u10d0\u10dc\u10dd\u10e1 \u10e2\u10d1\u10d4\u10d1\u10d8 \u00a9 Green Zebra
Advertisement
?️ ? როგორ ვქმნით უსაფრთხო და ჰარმონიულ გარემოს იმისათვის, რომ ეს თავგადასავალი იყოს ორგანიზებული, უსაფრთხო და ყველასთვის სასიამოვნო, არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომლის დაცვაც ყველა მონაწილის პასუხისმგებლობაა:
▪️ტურს ხელმძღვანელობს გამოცდილი გიდი;
▪️ტურის მიმდინარეობისას ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს - ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის;
▪️შეკრების ადგილზე დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
▪️აკრძალულია ნებისმიერი სახის ან რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება და მოხმარება;
▪️მარშირებისას არ გამოიყენება ყურსასმენები;
▪️ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
▪️ტრანსპორტში მოწევა აკრძალულია;
▪️კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე;
▪️„მწვანე ზებრა“| გასვლის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
? ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
4 დღის განმავლობაში გასავლელი მანძილი ჯამურად: 40 კმ
▪️დღე I - 8 კმ
▪️დღე II - 8 კმ
▪️დღე III - 9 კმ
▪️დღე IV - 15 კმ
სიმაღლეები:
▪️საწყისი - 1530 მ;
▪️მაქსიმალური - 2850 მ;
▪️საბოლოო - 1465 მ;
ღირსშესანიშნაობანი:
▪️ზესხოს ალპინისტური ბანაკი;
▪️ხედები სვანეთის კავკასიონსა და მყინვარებზე;
▪️ცხენისწყლის სათავეები;
▪️პანორამული ბილიკი სასვანოს ტბების გასწვრივ და ისევ ხედები მარადიულ მყინვარებსა და თეთრ კავკასიონზე;
▪️"სასვანოს" ალპური ტბები;
▪️ზემო რაჭის სოფლები: ბრილი, თევრეშო და ღები
⚠️ ტურის სირთულე
★★★★★ (რთული)
რთული რელიეფი, სიმაღლეთა მკვეთრი ცვალებადობა, მძიმე ბარგი, დიდი მანძილი.
? აუცილებელი აღჭურვილობა - შენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის:
▪️კარავი
▪️სალაშქრო ზურგჩანთა, მინიმუმ 55 ლიტრიანი
▪️წყალგაუმტარი სალაშქრო კოჭის მაფიქსირებელი ფეხსაცმელი
▪️თბილი საძილე ტომარა
▪️საგებელი
▪️მზისგან დამცავი საშუალებები
▪️თბილი ქურთუკი
▪️გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები
▪️საწვიმარი, ფანარი;
▪️პირადი აფთიაქი;
სასურველია იქონიოთ:
▪️სალაშქრო ჯოხები
▪️გასაბერი საგებელი
▪️სალაშქრო გაზქურა
? კვება და წყალი
▪️თან უნდა იქონიოთ 4 დღის სამყოფი საკვები (მოიმარაგეთ წინასწარ);
▪️წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი გზაზე (შევსება შესაძლებელია გზად);
▪️არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი.

❤️ ჯანმრთელობა
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და სხვ.) აუცილებელია წინასწარ გვაცნობოთ.
სასურველია ინდივიდუალური აფთიაქის ქონა.
? ღამისთევა
კარვებში - ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ.
? შეკრების ადგილი და დრო
? M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
? ?.??.????
⏰ შეკრება - 06:00 საათი | გასვლა - 06:30 საათი
? ფასი: 355 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა“
GE43TB7569636020100008
დანიშნულება: სასვანო
ფასში შედის:
▪️ტრანსპორტირება
▪️სატვირთო ავტომობილი მთიდან ჩამოსასვლელად უკანა გზაზე;
▪️საფეხმავლო გამყოლი;
▪️ღამისთევისთვის საჭირო აღჭურვილობა: კარავი, საძილე, საგებელი
ფასში არ შედის:
▪️კვება
? ერთგულების ბონუსები
▪️მეხუთე გასვლა საჩუქრად - თეთრი მაისური
▪️მეთოთხმეტე - ცისფერი მაისური
▪️ოცდამეორე - მწვანე მაისური
გაითვალისწინეთ, რომ ტურის გასვლამდე 10 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ დაბრუნდება.
? დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერე მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკე:
598 84 36 50 - დავითაუ
558 10 26 16 - ირინა
598 36 23 39 - ლეონი
Advertisement

Event venue

Racha, Georgia, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you