#StayHappening
Fri, 18 Sep, 2026 at 04:00 am to Sun, 20 Sep, 2026 at 11:00 pm UTC+04:00

სვანეთი - ოქროწყლის ტბა/Svaneti © Green Zebra

  • Svaneti · Tbilisi
Green Zebra \u2022 \u10db\u10ec\u10d5\u10d0\u10dc\u10d4 \u10d6\u10d4\u10d1\u10e0\u10d0 Publisher / Host Green Zebra • მწვანე ზებრა
Share
\u10e1\u10d5\u10d0\u10dc\u10d4\u10d7\u10d8 - \u10dd\u10e5\u10e0\u10dd\u10ec\u10e7\u10da\u10d8\u10e1 \u10e2\u10d1\u10d0\/Svaneti \u00a9 Green Zebra
Advertisement
🤝 ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და ჰარმონიულ გარემოს
იმისათვის, რომ ეს თავგადასავალი იყოს ორგანიზებული, უსაფრთხო და ყველასთვის სასიამოვნო. არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომლის დაცვაც ყველა მონაწილის პასუხისმგებლობაა:
▪️ტურს ხელმძღვანელობს გამოცდილი გიდი;
▪️ტურის მიმდინარეობისას ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს - ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის;
▪️შეკრების ადგილზე დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
▪️აკრძალულია ნებისმიერი სახის ან რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება და მოხმარება;
▪️მარშირებისას არ გამოიყენება ყურსასმენები;
▪️ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
▪️ტრანსპორტში მოწევა აკრძალულია;
▪️კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე;
▪️„მწვანე ზებრა“| გასვლის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

👣 ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
▪️დღე I: 8 კმ. ტყე, ალპური ბილიკი, მაღალი ბალახი, მდინარის გადალახვა. მკვეთრი აღმართი 500 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. ბანაკი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
▪️დღე II: 3-5 კმ. ალპური ზონა. მკვეთრი აღმართი 450 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით და იგივე დაღმართი უკან. ბანაკი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
▪️დღე III: 8 კმ. ალპური ბილიკი, მაღალი ბალახები, მდინარის გადალახვა, ტყე. მკვეთრი დაღმართი 500 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
▪️საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 1750მ;
▪️მაქსიმალური სიმაღლე - 2870მ;
▪️მინიმალური ზიმაღლე - 1684მ;
▪️სასრული სიმაღლე - 1750მ.
⚠️ ტურის სირთულე
★★★★★ (რთული)
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
საშუალოზე რთული რელიეფი, მაღალი და გაუვალი ბალახები, მთის მდინარის გადალახვა, საშუალო სიმძიმის ბარგი, ერთი მკვეთრი აღმართი, საშუალო მანძილი.

ღირსშესანიშნაობანი:
▪️ჭუბერის თემის სოფლები: ლუხი და ლახამი;
▪️მდ. ორმელეთის ხეობა;
▪️დიდი ოქროწყლის ტბა;

🥾 აუცილებელი აღჭურვილობა - შენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის:
▪️კარავი, აუცილებლად სამ სეზონიანი
▪️სალაშქრო ზურგჩანთა, მინიმუმ 55 ლიტრიანი
▪️წყალგაუმტარი სალაშქრო კოჭის მაფიქსირებელი ფეხსაცმელი
▪️თბილი საძილე ტომარა
▪️საგებელი
▪️მზისგან დამცავი საშუალებები
▪️თბილი ქურთუკი
▪️გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები
▪️საწვიმარი, ფანარი;
▪️პირადი აფთიაქი;
სასურველია იქონიოთ:
▪️სალაშქრო ჯოხები
▪️გასაბერი საგებელი
▪️სალაშქრო გაზქურა
🍲 კვება და წყალი
▪️თან უნდა იქონიოთ 3 დღის სამყოფი საკვები (მოიმარაგეთ წინასწარ, ადგილზე ვერ შეიძენთ);
▪️წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი (შევსება შესაძლებელია გზად);
▪️არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი.
❤️ ჯანმრთელობა
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და სხვ.) აუცილებელია წინასწარ გვაცნობოთ.
სასურველია ინდივიდუალური აფთიაქის ქონა.
🌌 ღამისთევა
კარვებში ვარსკვლავა ტბის პირას - ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ.

📍 შეკრების ადგილი და დრო
📌 M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
📅 18.𝟬9.𝟮𝟬𝟮𝟲
⏰ შეკრება - 03:30 საათი | გასვლა - 04:00 საათი

💰 ფასი:
285 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE43TB7569636020100008
დანიშნულება: ოქროწყალი
ფასში შედის:
▪️ტრანსპორტირება თბილისი-სვანეთი და უკან;
▪️საფეხმავლო გამყოლი;
▪️ღამისთევისათვის საჭირო აღჭურვილობა - საძილე, საგებელი, კარავი;
▪️ტრანსპორტირება სატვირთო მანქანით ხეობის გზებზე;
ფასში არ შედის:
▪️კვება;

🎁 ერთგულების ბონუსები
▪️მეხუთე გასვლა საჩუქრად - თეთრი მაისური
▪️მეთოთხმეტე - ცისფერი მაისური
▪️ოცდამეორე - მწვანე მაისური
გაითვალისწინეთ, რომ ტურის გასვლამდე 6 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ დაბრუნდება.
📱 დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერე მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკე:
598 84 36 50 - დავითი
558 10 26 16 - ირინა
598 36 23 39 - ლეონი
Advertisement

Event venue

Svaneti, აჰმედ ჯავადი ქუჩა 40, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.