Advertisement
? 9 ივლისს გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ოჯახი - ურთიერთობები საზღვრები და მემკვიდრეობა". თემაზე, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველაზე ფუნდამენტურ გამოცდილებას ეხება.ოჯახი ადამიანის პირველი სოციალური და ემოციური გარემოა, სადაც ყალიბდება ჩვენი წარმოდგენები სიყვარულზე, სიახლოვეზე, თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობაზე. თუმცა ერთი და იგივე ოჯახური მოვლენა განსხვავებულად შეიძლება იქნეს გააზრებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულების მიერ.
შეხვედრას წარუძღვებიან აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „ინტეგრას“ ხელმძღვანელი ქეთი დალინკევიჩი და ფსიქოთერაპევტები: ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ჭანტურია, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტი ნია ძერია და გეშტალტთერაპევტი ელენე ბაჩიაშვილი.
დისკუსიის ფარგლებში „ინტეგრას“ ფსიქოთერაპევტები ოჯახურ თემებს საკუთარი თეორიული და პრაქტიკული პერსპექტივიდან განიხილავენ. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაინახონ, როგორ განმარტავს თითოეული მიმართულება ოჯახში წარმოქმნილ სირთულეებს, კონფლიქტებსა და განვითარების შესაძლებლობებს.
დისკუსიის მთავარი ღირებულება სწორედ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული ხედვის გაცნობაა. როგორ უყურებს ფსიქოანალიზი ოჯახის არაცნობიერ დინამიკებს? რას გვთავაზობს ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის კუთხით? როგორ განმარტავს გეშტალტთერაპია კონტაქტის, საზღვრებისა და ურთიერთობის პროცესს? რა ადგილს ანიჭებს სიყვარულს, პიროვნულ ზრდასა და ადამიანის ტრანსპერსონალურ პოტენციალს ფსიქოდინამიკური მიდგომა.
? შეხვედრის თარიღი: 9 ივლისი, 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
?? დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
?დასწრების საფასური - 40₾
?სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
? მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
? შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
? მისამართი: იოსებიძის 57
? რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/xt4TznWm
☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets