#StayHappening
Sun Aug 23 2026 at 07:00 am to 10:30 pm

მთა ქაბარჯინა, ყაზბეგი - © Green Zebra

  • Kazbegi · Tbilisi
Green Zebra \u2022 \u10db\u10ec\u10d5\u10d0\u10dc\u10d4 \u10d6\u10d4\u10d1\u10e0\u10d0 Publisher / Host Green Zebra • მწვანე ზებრა
Share
\u10db\u10d7\u10d0 \u10e5\u10d0\u10d1\u10d0\u10e0\u10ef\u10d8\u10dc\u10d0, \u10e7\u10d0\u10d6\u10d1\u10d4\u10d2\u10d8 - \u00a9 Green Zebra
Advertisement
ტურზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია გადაამოწმოთ თავისუფალი ადგილები და შემდეგ ჩარიცხოთ თანხა.
? როგორ ვქმნით უსაფრთხო და ჰარმონიულ გარემოს
იმისათვის, რომ ეს თავგადასავალი იყოს ორგანიზებული, უსაფრთხო და ყველასთვის სასიამოვნო. არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომლის დაცვაც ყველა მონაწილის პასუხისმგებლობაა:
▪️ტურს ხელმძღვანელობს გამოცდილი გიდი;
▪️ტურის მიმდინარეობისას ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს - ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის;
▪️შეკრების ადგილზე დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
▪️აკრძალულია ნებისმიერი სახის ან რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება და მოხმარება;
▪️მარშირებისას არ გამოიყენება ყურსასმენები;
▪️ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
▪️ტრანსპორტში მოწევა აკრძალულია;
▪️კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე;
▪️„მწვანე ზებრა“-ს გასვლის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

? ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
▪️16 კმ ჯამურად ორივე გზა.
▪️საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 2020მ;
▪️მაქსიმალური სიმაღლე 2870მ;
▪️სასრული სიმაღლე 2050მ;

⚠️ ტურის სირთულე
★★★★☆ ( საშუალოზე რთული)
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
საშუალო ან საშუალოზე რთული რელიეფი(დამოკიდებულია ადამიანის ფიზ მომზადებასა და გამოცდილებაზე, ამინდზე) საშუალო მანძილი, ერთი მკვეთრი აღმართი და ერთი მკვეთრი დაღმართი, გადასალახი მდინარე, მსუბუქი ბარგი.

ღირსშესანიშნაობანი:
▪️მთა ქაბარჯინა
▪️ხედები ქაბარჯინაზე
▪️ხედები ხევის მწვერვალებზე;
▪️სანახაობა თერგის ხეობასა და სიონზე;

? აუცილებელი აღჭურვილობა - შენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის:
▪️ლაშქრობისათვის მოსახერხებელი სალაშქრო ფეხსაცმელი;
▪️მზისგან დამცავი საშუალებები;
▪️პატარა ზურგჩანთა საკვებისთვის და პირადი ნივთებისთვის;
▪️საწვიმარი;
? კვება და წყალი
კვება ინდივიდუალურად, იქონიეთ 1 დღის სამყოფი საჭმელი და სასმელი, ასევე არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
❤️ ჯანმრთელობა
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და სხვ.) აუცილებელია წინასწარ გვაცნობოთ.
სასურველია ინდივიდუალური აფთიაქის ქონა.

? შეკრების ადგილი და დრო
? M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
? 23.?8.????
⏰ შეკრება - 06:30 საათი | გასვლა - 07:00 საათი
რისკები/საფრთხეები:
▪️წვიმის/ნისლის შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ხედი და სანახაობა;
▪️აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;

? ფასი: 75 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE43TB7569636020100008
დანიშნულება: ქაბარჯინა
ფასში შედის:
▪️ტრანსპორტირება;
▪️საფეხმავლო გიდი;
▪️ლამაზ-ლამაზი ხედებით ტკბობა;
? ერთგულების ბონუსები
▪️მეხუთე გასვლა საჩუქრად - თეთრი მაისური
▪️მეთოთხმეტე - ცისფერი მაისური
▪️ოცდამეორე - მწვანე მაისური
გაითვალისწინეთ, რომ ტურის გასვლამდე 4 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ დაბრუნდება.
? დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ:
598 84 36 50 - დავითი
558 10 26 16 - ირინა
598 36 23 39 - ლეონი
Advertisement

Event venue

Kazbegi, სს ყაზბეგი, მარცხენა სანაპირო ბარათაშვილი სანაპირო, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you