Advertisement
ტურზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია გადაამოწმოთ თავისუფალი ადგილები და შემდეგ ჩარიცხოთ თანხა.? როგორ ვქმნით უსაფრთხო და ჰარმონიულ გარემოს
იმისათვის, რომ ეს თავგადასავალი იყოს ორგანიზებული, უსაფრთხო და ყველასთვის სასიამოვნო, არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომლის დაცვაც ყველა მონაწილის პასუხისმგებლობაა:
▪️ტურს ხელმძღვანელობს გამოცდილი გიდი;
▪️ტურის მიმდინარეობისას ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს - ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის;
▪️შეკრების ადგილზე დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
▪️აკრძალულია ნებისმიერი სახის ან რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება და მოხმარება;
▪️მარშირებისას არ გამოიყენება ყურსასმენები;
▪️ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
▪️ტრანსპორტში მოწევა აკრძალულია;
▪️კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე;
▪️„მწვანე ზებრა“-ს გასვლის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
? ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
▪️4-5 კმ. (არა სავალდებულო)
⚠️ ტურის სირთულე
☆☆☆☆☆ - (მარტივი)
ღირსშესანიშნაობანი:
▪️პანკისის ხეობა;
▪️ხადორის ჩანჩქერი;
▪️ქისტური კერძების დაგემოვნება;
? აუცილებელი აღჭურვილობა - შენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის:
▪️მოსახერხებელი, სპორტული ფეხსაცმელი;
▪️მზისგან დამცავი საშუალებები;
▪️პატარა ზურგჩანთა პირადი ნივთებისთვის;
▪️საწვიმარი;
? კვება და წყალი
ძირითადი კვება იქნება შუა დღის მერე, კერძების მომზადების შემდგომ.
შუა დღემდე კვებისთვის კი იქონიეთ მსუბუქი საკვები (სენდვიჩები და ა.შ.)
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
❤️ ჯანმრთელობა
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და სხვ.) აუცილებელია წინასწარ გვაცნობოთ.
სასურველია ინდივიდუალური აფთიაქის ქონა.
? შეკრების ადგილი და დრო
? M ისანთან (მეტროს მოპირდაპირე მხარეს ავტოსადგომი)
? ?4.??.????
⏰ შეკრება - 08:00 საათი | გასვლა - 08:30 საათი
? ფასი: 115 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: პანკისი
ფასში შედის:
▪️ტრანსპორტირება;
▪️საფეხმავლო გიდი;
▪️ქისტური კერძების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და დაგემოვნება;
▪️ხორცის ხინკალი;
▪️ხაჭოს ხინკალი;
▪️ჭინჭრის ხინკალი;
▪️ჯააბილგ - ხაჭოს ხაჭაპური;
▪️ჭინჭრის ხაჭაპური;
▪️ქისტური ხალვა;
▪️ადგილზე წარმოებული უალკოჰოლო ლუდი.
? ერთგულების ბონუსები
▪️მეხუთე გასვლა საჩუქრად - თეთრი მაისური
▪️მეთოთხმეტე - ცისფერი მაისური
▪️ოცდამეორე - მწვანე მაისური
გაითვალისწინეთ, რომ ტურის გასვლამდე 7 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ დაბრუნდება.
? დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ:
558 10 26 16 - ირინა
598 36 23 39 - ლეონი
Advertisement
Event venue
Pankisis Xeoba, ადამ მიცკევიჩის ქუჩა 20, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets