კერკირა(კორფუ)- სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლუსკუმა, სუროტი-მამა პაისის საფლავი, ვასილიკა, ოთხდღიანი ტური

Fri, 11 Dec, 2026 at 06:00 pm to Mon, 14 Dec, 2026 at 08:00 pm UTC+02:00

Saloníki.greece | Thessaloniki

Dgl Tours
Publisher/HostDgl Tours
\u10d9\u10d4\u10e0\u10d9\u10d8\u10e0\u10d0(\u10d9\u10dd\u10e0\u10e4\u10e3)- \u10e1\u10de\u10d8\u10e0\u10d8\u10d3\u10dd\u10dc \u10e2\u10e0\u10d8\u10db\u10d8\u10e4\u10e3\u10dc\u10e2\u10d4\u10da\u10d8\u10e1 \u10da\u10e3\u10e1\u10d9\u10e3\u10db\u10d0, \u10e1\u10e3\u10e0\u10dd\u10e2\u10d8-\u10db\u10d0\u10db\u10d0 \u10de\u10d0\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10e4\u10da\u10d0\u10d5\u10d8, \u10d5\u10d0\u10e1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d0, \u10dd\u10d7\u10ee\u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Advertisement
📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours დი ჯი ელი 11-12-13-14 დეკემბერს გთავაზობთ პილიგრიმულ-სულიერ სამოგზაურო ოთხდღიან ტურს საბერძნეთში, სალონიკში, კერკირა-კორფუზე, სუროტში და ვასილიკაში, ფასდაკლებით 700 ლარად! (ნაცვლად 800 ლარისა) (ავიაბილეთების გარეშე, რადგან ავიაბილეთების ფასი ცვალებადია, სანამ ავიაბილეთები იაფია, არ გაუშვათ ეს შანში ხელიდან! ბილეთებსაც ჩვენ გიყიდით. ეს არის საუკეთესო დრო სულიერი და მადლმოსილი მოგზაურობისთვის!)
I დღე: 11 დეკემბერი
✔️საღამოს ჩაფრენა სალონიკის აეროპორტში
✔️ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე.
✔️ღამისთევა სასტუმროში
II დღე: 12 დეკემბერი
✔️ 08:00 – საუზმე სასტუმროში
✔️ 09:00 – გასვლა სუროტის მიმართულებით მამა პაისი ათონელის საფლავზე და მოქმედ მონასტერში
✔️ მამა პაისი ათონელის საფლავი (სუროტი)
თანამედროვე წმინდანის — მამა პაისი ათონელის საფლავი, მდებარეობს სუროტის წმინდა არსენ კაპადოკიელის სახელობის მოქმედ ქალთა მონასტრის ეზოში. ერთ-ერთი ყველაზე მოლოცვადი და მადლიანი ადგილი საბერძნეთში.
✔️ სოფ. ვასილიკა - წმინდა ანასტასია მკურნალის სასწაულმოქმედი ტაძარი
ტაძარი, სადაც დაბრძანებულია წმ. ანასტასიას სხეულის ნაწილები, წმ. თეონას უხრწნელი სხეული, წმ. ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი და წმ. სამი ბერის თავის ქალები და ასევე უამრავი სხვა წმინდა ნაწილები.
✔️ წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ ჩამოსვლა სალონიკში დაახლოებით 15:00 საათზე და ქალაქის ტურის დაწყება
✔️ წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი
სალონიკის მფარველი წმინდანის ტაძარი, აგებულია მისი მოწამეობის ადგილზე და წარმოადგენს ქალაქის მთავარ სულიერ სიმბოლოს.
✔️ როტონდა
IV საუკუნის უნიკალური ნაგებობა, აგებული იმპერატორ გალერიუსის დროს. დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
✔️ ტრიუმფალური თაღი (კამარა)
რომაული ეპოქის მონუმენტური თაღი, სალონიკის ისტორიული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.
✔️თავისუფალი დრო
✔️ღამის 00:00 საათზე – გასვლა სალონიკიდან ავტობუსით ქ. იღუმენიცამდე და შემდეგ გემით კერკირას (კორფუს) მიმართულებით
III დღე 13 დეკემბერი
✔️ გამთენიისას ჩასვლა კუნძულ კერკირაზე.
✔️ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლუსკუმა – 13 დეკემბერს, წმინდანის ხსენების დღეს, მისი ლუსკუმა იხსნება, რაც განსაკუთრებული მადლის ჟამია მორწმუნეთათვის.
✔️ სოფ. კასიოპი. პანაგია კასიოპიტრას მონასტერი – აქ ინახება მრავალი სიწმინდე და სასწაულმოქმედი ხატები. (ვიტრაპეზებთ ამავე მონასტერში)
✔️ პანაგია ვლაქერნას ეკლესია – მნიშვნელოვანი სულიერი ადგილი კერკირაზე.
✔️ 18:00-ზე გამომგზავრება სალონიკისკენ
✔️ ღამის 00:00 საათზე – დაბრუნება სალონიკში და სასტუმროში განთავსება
IV დღე: 14 დეკემბერი
✔️ დილის საუზმე სასტუმროში
✔️09:00 არისტოტელეს მოედანი. მოედანზე არისტოტელეს ქანდაკება დგას და თქმულებიდან გამომდინარე, არისტოტელეს ცერა თითს ვინც შეეხება და სურვილს ჩაიფიქრებს ,აუცილებლად აუსრულდებაო.
✔️თეთრი კოშკი -სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია და მისი სიმაღლე 27 მეტრია
✔️გემით გასეირნება ეგეოსის ზღვაზე
✔️თავისუფალი დრო შოპინგისთვის:
ციმინსკის ქუჩა და თურქული ბაზარი
⭕️ მითითებულ თანხაში შედის:
➡️3* სასტუმრო ქალაქის ცენტრში 3 ღამით
➡️საუზმე
➡️სამოგზაურო დაზღვევა
➡️გამყოლი კომპანიიდან
➡️ქალაქის გადასახადები და მოსკრებელი 20€
⭕️ ღირებულებაში არ შედის :
➡️ავიაბილეთები 10კგ. ხელბარგით (40×30×20 ზურგჩანთა)ბილეთების ფასები ცვალებადია, ამიტომ ვერ ვწერთ და გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ტუროპერატორთან დაჯავშნის წინ.
➡️ტრანსფერი თბილისი-ქუთაისი-თბილისი- 50 ლ
➡️ ავტობუსის სრული მომსახურება და გემით მგზავრობა სალონიკი-კერკირა-სალონიკი. თანხა: 125 €
➡️ მიკროავტობუსით მომსახურება სალონიკი-სოფ.სუროტი-სოფ. ვასილიკა -სალონიკი-25€
➡️სადილები და ვახშმები
➡️ ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი 40€, მაგრამ ჩვენ გირჩევთ საზოგადოებრივი ავტობუსით მისვლას აეროპორტი- სასტუმრო-აეროპორტი: 4€.
⭕️აუცილებლად გასათავლისწინებელი:
✔️ ტურის დასაჯავშნად აუცილებლად უნდა ჩაირიცხოს ბილეთის თანხა წინასწარ, დანარჩენი ტურის გასვლამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.
✔️ ავია კომპანიის მხრიდან თუ წარმოიქმნება რაიმე ხარვეზი, ასევე რაიმე გაუთვალისწინებელი ცვლილებები ჩვენ, ტურისტული კომპანია არ ვაგებთ პასუხს!
✔️აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი მინიმუმ 6 თვის ვადით.
✔️გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ვერ შეძლებთ ტურზე წამოსვლას ავია ბილეთების თანხა არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე გაიცვლება. ასევე არც ტურის თანხა არ ბრუნდება.
⭕ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞597537979 თამარი WhatsApp
📞598181972 თამარი Viber
#dgltours #discovergeorgialand #სალონიკი #კერკირა #სუროტი
Advertisement

Event Venue

Saloníki.greece, Thessaloníki, Thessaloniki, Greece

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Thessaloniki

PORTENO TANGO FESTIVAL with JAVIER RODRIGUEZ & FATIMA VITALE \/ 11-13 DECEMBER 2026 \/ THESSALONIKI
Fri, 11 Dec at 12:00 pm PORTENO TANGO FESTIVAL with JAVIER RODRIGUEZ & FATIMA VITALE / 11-13 DECEMBER 2026 / THESSALONIKI

Δημαρχειο Θεσσαλονικης

\u0395\u03b8\u03b5\u03bb\u03bf\u03bd\u03c4\u03b9\u03ba\u03ae \u0391\u03b9\u03bc\u03bf\u03b4\u03bf\u03c3\u03af\u03b1 \u03a0.\u039f.\u03a3.\u03a0.
Sun, 13 Dec at 09:00 am Εθελοντική Αιμοδοσία Π.Ο.Σ.Π.

1ο Δημοτικό Σχολείο Περαίας

Thessaloniki is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Thessaloniki Events