Advertisement
📣 იტალია, რომელიც ჩვენს ტურებში ჯერ არ გინახავთ! 🇮🇹✨🇮🇹 3–7 ნოემბერს ტურისტული კომპანია DGL Tours „დი ჯი ელი“ გთავაზობთ ხუთდღიან განსხვავებულ მოგზაურობას იტალიაში — ვენეცია, დოლომიტების ალპები, ბრაიესის ტბა, გარდას ტბა და ზღაპრული სირმიონე!
💙 ამჯერად ნაცნობ ვენეციას გავცდებით და სულ სხვა იტალიას აღმოვაჩენთ!
ვენეცია ჩვენს ტურებში უკვე ყოფილა, მაგრამ დოლომიტების ალპები, ბრაიესის ტბა, გარდას ტბა, სირმიონე და დეზენცანო DGL Tours-ის პროგრამაში პირველად შედის! 🏔️💚
ერთ მოგზაურობაში გავაერთიანებთ რომანტიკულ ვენეციას, იუნესკოს უნიკალურ დოლომიტებს, ალპების გულში ჩამალულ ფირუზისფერ ბრაიესის ტბას და იტალიის უდიდეს ტბას — გარდას, რომლის სანაპიროზე შუასაუკუნეების სირმიონე ნამდვილ ზღაპარს ჰგავს.
✨ ხუთი დღე — ისტორია, ალპები, ტბები, ულამაზესი ქალაქები და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილებები!
💰 ტურის თანხა 390€ (ავიაბილეთების გარეშე)
🇮🇹 I დღე — გამგზავრება იტალიაში
✔️ გამგზავრება ქუთაისიდან
✔️ გვიანი ჩაფრენა ვენეციაში
✔️ ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება
✔️ ღამისთევა ვენეციაში
🇮🇹 II დღე — მისი უდიდებულესობა ვენეცია ❤️
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ ვენეცია — Venezia — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი, რომლის ისტორიული ნაწილი 100-ზე მეტ კუნძულზეა გაშენებული. საუკუნეების განმავლობაში ვენეციის რესპუბლიკა ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლევამოსილი საზღვაო სახელმწიფო იყო.
✔️ წმინდა მარკოზის მოედანი — Piazza San Marco — ვენეციის ისტორიული გული და მთავარი მოედანი, სადაც ქალაქის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ნაგებობებია თავმოყრილი.
✔️ წმინდა მარკოზის ტაძარი — Basilica di San Marco — ვენეციის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე და ბიზანტიური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში, ცნობილი ულამაზესი ოქროს მოზაიკებით.
✔️ დოჯების სასახლე — Palazzo Ducale — ვენეციის დოჟების რეზიდენცია და საუკუნეების განმავლობაში ვენეციის რესპუბლიკის პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი.
✔️ ცრემლის ხიდი — Ponte dei Sospiri — XVII საუკუნის ცნობილი დახურული ხიდი, რომელიც დოჯების სასახლეს ძველ საპატიმროსთან აკავშირებდა. გადმოცემის მიხედვით, პატიმრები მისი პატარა სარკმლებიდან უკანასკნელად ავლებდნენ თვალს თავისუფალ ვენეციას.
✔️ კამპანილა — Campanile di San Marco — წმინდა მარკოზის თითქმის 99-მეტრიანი სამრეკლო, საიდანაც ვენეციისა და ლაგუნის ულამაზესი პანორამა იშლება.
✔️ რიალტოს ხიდი — Ponte di Rialto — გრანდ არხზე გადებული ვენეციის უძველესი და ყველაზე ცნობილი ხიდი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალაქის სავაჭრო ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული.
✔️ თავისუფალი დრო ვენეციაში
🛶 სურვილისამებრ გონდოლით გასეირნება — წყლიდან დანახული ვენეცია სრულიად სხვა სამყაროა.
✔️ ღამისთევა ვენეციაში
🏔️ III დღე — დოლომიტების ალპები და ზღაპრული ბრაიესის ტბა
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ მინივენებით გამგზავრება ჩრდილოეთ იტალიის მიმართულებით — დოლომიტების ალპებში
✔️ დოლომიტები — Dolomiti — აღმოსავლეთ ალპების უნიკალური მთათა სისტემა, რომელიც თავისი განსაკუთრებული გეოლოგიური აგებულებისა და ულამაზესი პეიზაჟების გამო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მათ ხშირად „ფერმკრთალ მთებსაც“ უწოდებენ — მზის ჩასვლისა და ამოსვლისას კი კლდეები საოცარ ვარდისფერ-წითელ შეფერილობას იღებს.
🇬🇪 სწორედ დოლომიტებში დაიღუპა ქართველი ლეგენდარული ალპინისტი, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანი. მისი ხსოვნა ამ მთებთან სამუდამოდ დარჩა დაკავშირებული.
(სამწუხაროდ, რთული მისასვლელი გზის გამო მის მემორიალს ვერ მოვინახულებთ.)
💎 Lago di Braies — ბრაიესის ტბა — დოლომიტების გულში, დაახლოებით 1 490 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ულამაზესი ალპური ტბა, რომელსაც სამი მხრიდან დოლომიტების მწვერვალები აკრავს. მისი ზურმუხტისფერი წყალი და მასში არეკლილი მთები ამ ადგილს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ბუნებრივ სანახაობად აქცევს.
✔️ გასეირნება და დასვენება ტბასთან
✔️ ულამაზესი ფოტოების გადაღება
🛶 სურვილისამებრ ნავით გასეირნება ტბაზე
✔️ საღამოს დაბრუნება ვენეციაში
✔️ ღამისთევა ვენეციაში
💙 IV დღე — გარდას ტბა, სირმიონე და დეზენცანო
✔️ საუზმე სასტუმროში
🚆 მინივენებით გამგზავრება Desenzano del Garda-ში
✔️ გარდას ტბა — Lago di Garda — იტალიის უდიდესი ტბა და ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი საკურორტო მხარე, სადაც ალპური ბუნება და სამხრეთის რბილი კლიმატი საოცრად ერწყმის ერთმანეთს.
⛴️ ბორანით გადასვლა Sirmione-ში
✔️ სირმიონე — Sirmione — გარდას ტბაში შეჭრილ გრძელ ნახევარკუნძულზე გაშენებული ულამაზესი ისტორიული ქალაქი, რომლის სილამაზეს სხვადასხვა ეპოქაში ცნობილი მწერლები და მოგზაურებიც აღწერდნენ.
🏰 სკალიგერების ციხე — Castello Scaligero — შუასაუკუნეების შთამბეჭდავი ციხესიმაგრე და სირმიონეს მთავარი სიმბოლო. წყლით გარშემორტყმული ციხე დელა სკალას საგვარეულოს მიერ მათი სამფლობელოების დასაცავად იყო აგებული და დღემდე შესანიშნავადაა შემონახული.
🏛️ Grotte di Catullo — სირმიონეს ნახევარკუნძულის ბოლოში მდებარე დიდი რომაული ვილის ნანგრევები. არქეოლოგიური კომპლექსი დაახლოებით ორ ჰექტარს მოიცავს და ჩრდილოეთ იტალიის რომაული პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საცხოვრებელ კომპლექსად ითვლება.
♨️ სირმიონეს თერმული წყლები — ქალაქი ბუნებრივი თერმული წყაროებითაცაა ცნობილი და დღესაც გარდას ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო ადგილია.
✔️ ვიწრო იტალიური ქუჩები, პატარა კაფეები და გარდას ტბის ულამაზესი ხედები
✔️ Desenzano del Garda — დეზენცანო დელ გარდა — გარდას სამხრეთ სანაპიროზე მდებარე მყუდრო ქალაქი, ისტორიული ცენტრით, ტბისპირა ბულვარებით, პატარა ნავსადგურითა და ფერადი ნავებით.
✔️ თავისუფალი დრო დასვენებისა და ფოტოებისთვის
✔️ საღამოს დაბრუნება ვენეციაში
✔️ ღამისთევა ვენეციაში
🇮🇹 V დღე — Arrivederci, Italia! ❤️
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ მცირე თავისუფალი დრო ვენეციაში შოპინგისთვის
✔️ 13:00 — ტრანსფერი ვენეციის აეროპორტში
✈️ ჩაფრენა ქუთაისში
🚌 ომნიბუსით ტრანსფერი თბილისში
⭕️ ტურის ღირებულება: 390 ევრო
⭕️ ტურის ღირებულებაში შედის:
➡️ 4 ღამე 3* ან 4* სასტუმროში
➡️ საუზმე
➡️ ტრანსფერი: აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტი
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ კომპანიის გამყოლის მომსახურება სრული ტურის განმავლობაში
⭕️ ტურის ღირებულებაში არ შედის:
➡️ ავიაბილეთები — რადგან ფასი ცვალებადია, გთხოვთ ტურის დაჯავშნამდე გადაამოწმოთ მიმდინარე ღირებულება
➡️ კვება — სადილი და ვახშამი
➡️ მუზეუმებსა და სხვა ფასიან ობიექტებში შესასვლელი ბილეთები — სურვილისამებრ, ადგილზე გადაწყვეტთ
➡️ თბილისი–ქუთაისი–თბილისი ომნიბუსის თანხა — 60 ლარი
➡️ სრული ერთი დღე მინივენებით გამგზავრება დოლომიტების ალპებსა და ბრაიესის ტბაზე — 160€
➡️ გამგზავრება მინივენით გარდას ტბაზე. ქალაქები სირმიონე, დეზენცანო, სკალიგერების ციხე 100€
➡️ City Tax — 20€
⭕️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით:
➡️ ვინაიდან ამ მარშრუტით ტური პირველად ტარდება და ჩვენც პირველად მივდივართ რამდენიმე ახალ ლოკაციაზე, შესაძლებელია ადგილზე არსებული გარემოებების, ტრანსპორტის განრიგისა და დროის გათვალისწინებით პროგრამაში მცირე ცვლილებები შევიდეს — რომელიმე ლოკაციის მონახულება ვერ მოესწროს ან, პირიქით, დროის შესაძლებლობის შემთხვევაში პროგრამას დამატებით კიდევ სხვა საინტერესო ლოკაციაც შევმატოთ. პირველ ტურზე მსგავსი ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად სრულყოფილად შევასრულოთ დაგეგმილი პროგრამა და თითოეული დღე საინტერესო და შთამბეჭდავი იყოს. 💙
⭕️ აუცილებლად გასათვალისწინებელი:
➡️ ტური დაჯავშნეთ დროულად, რათა მგზავრობა არ გაგიძვირდეთ — ავიაბილეთების ღირებულება ცვალებადია და ჩვენზე არ არის დამოკიდებული
➡️ ტურის დასაჯავშნად პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა ჩაირიცხოს ავიაბილეთის თანხა
➡️ ტურის დარჩენილი თანხა სრულად უნდა ჩაირიცხოს ტურის დაწყებამდე 15 დღით ადრე
➡️ დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს. თანხის ჩარიცხვისას აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი
➡️ აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი მინიმუმ 6 თვის მოქმედების ვადით
➡️ თუ რაიმე მიზეზით ტურზე წამოსვლას ვერ შეძლებთ, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე გადაიტანება. ასევე არ ბრუნდება ავიაბილეთის თანხა
➡️ ავიაკომპანიის მიერ წარმოქმნილ ცვლილებებსა და ხარვეზებზე ტურისტული კომპანია პასუხისმგებელი არ არის
➡️ არასაკმარისი მოქმედების ვადის მქონე პასპორტის გამო საზღვრის ვერ გადაკვეთის შემთხვევაშიც თანხა უკან არ ბრუნდება — გთხოვთ, წინასწარ შეამოწმოთ თქვენი დოკუმენტები!
⭕️ არასრულწლოვანისთვის საჭიროა:
➡️ საზღვარგარეთის პასპორტი
➡️ თუ მხოლოდ დედა მოჰყვება — დამატებით საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა
⭕️ დაგვიკავშირდით:
📞 597 537 979 — თამარი WhatsApp
📞 598 181 972 — თამარი Viber
💙 DGL Tours-თან ერთად ამჯერად ნაცნობ ვენეციას გავცდებით და პირველად აღმოვაჩენთ დოლომიტების საოცარ მწვერვალებს, ბრაიესის ფირუზისფერ ტბას, გარდას ულამაზეს სანაპიროებსა და ზღაპრულ სირმიონეს!
🇮🇹 ერთი მოგზაურობა — ორი სრულიად განსხვავებული იტალია: ვენეციის ისტორია და ჩრდილოეთ იტალიის დაუჯერებელი ბუნება! ✨🏔️💙
#dgltours #discovergeorgialand #italy #venice #dolomites #lagodibraies #garda #sirmione #italiantour #venezia
Advertisement
Event venue
Venice, Itally, Italy
Tickets